ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დღეს, 30 ივნისს, რიგით მე–9 სხდომა გამართა. დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული ხუთი საკითხი განიხილეს.
დადგენილებაში შევიდა ცვლილება, რომელიც გამგებლის წარმომადგენლების უფლებამოსილებას შეეხო. მათ რამდენიმე ფუნქცია დაემატათ.
სხდომაზე ასევე გახდა ცნობილი, ახალციხის მუნიციპალიტეტის სიმბოლოების – გერბისა და დროშის შესარჩევად კონკურსის მესამედ გამოცხადების ვადაც. კონკურსანტებს ნამუშევრების წარდგენა ერთი თვის განმავლობაში 4 ივლისიდან 4 აგვისტომდე შეეძლებათ.
|