თამარ სანიკიძე განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ
სანიკიძე თანამდებობიდან გათავისუფლებულია – ამის შესახებ განცხადება
საქართველოს პრემიერ მინისტრმა მთავრობის ადმინისტრაციაში
გამართულ ბრიფინგზე გააკეთა. გიორგი კვირიკაშვილის თქმით, სანიკიძე
“ქართული ოცნების” გუნდში რჩება და უახლოეს პერიოდში მის ახალ
მანდატზე ისაუბრებენ. “მინდა მადლობა გადავუხადო ქალბატონ თამარ
სანიკიძეს ძალიან მნიშვნელოვანი სამუშაოსთვის, რომელიც ამ პერიოდის
განმავლობაში შეასრულა, მან გადადგა ძალიან მნიშვნელოვანი
რეფორმატორული ნაბიჯები, განათლების სისტემაში, განათლების სიტემის
ხელმისაწვდომობის კუთხით, ხარისხის გაუმჯობესების ხელმისაწვდომობის
კუთხით და ამ მნიშვნელოვანი რეფორმების შედეგები დღეს ნამდვილად
სახეზეა. მინდა ვთქვა, რომ ქალბატონი თამარი შორს არ მიდის ჩვენი
გუნდიდან, ის რჩება ჩვენს გუნდში და ალექსანდრე ჯეჯელავა ნამდვილად,
უახლოეს პერიოდში გვექნება საუბარი მის ახალ მანდატზე, რომელიც იქნება
ძალიან მნიშვნელოვანი” – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. პრემიერის
ინფორმაციით, თამარ სანიკიძეს ალექსანდრე ჯეჯელავა
შეცვლის. ჯეჯელავა მართვის აკადემიის საბჭოს თავმჯდომარეა.
პრემიერის განცხადებით, მას აქვს 20 წელზე მეტი გამოცდილება მართვის
სფეროში, საინფორმაციო ტექნოლოგიების, ინოვაციებისა და განათლების
სფეროში. თამარ სანიკიძეს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის
თანამდებობა 2013 წლის ივლისიდან ეკავა. თიკო კურტანიძე
თამარ
სანიკიძე
განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე
თანამდებობიდან გათავისუფლებულია – ამის შესახებ განცხადება
საქართველოს პრემიერ მინისტრმა მთავრობის ადმინისტრაციაში
გამართულ ბრიფინგზე გააკეთა. გიორგი კვირიკაშვილის თქმით, სანიკიძე
“ქართული ოცნების” გუნდში რჩება და უახლოეს პერიოდში მის ახალ
მანდატზე ისაუბრებენ.
“მინდა მადლობა გადავუხადო ქალბატონ თამარ სანიკიძეს
ძალიან მნიშვნელოვანი სამუშაოსთვის, რომელიც ამ პერიოდის განმავლობაში
შეასრულა, მან გადადგა ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმატორული ნაბიჯები,
განათლების სისტემაში, განათლების სიტემის ხელმისაწვდომობის კუთხით,
ხარისხის გაუმჯობესების ხელმისაწვდომობის კუთხით და ამ მნიშვნელოვანი
რეფორმების შედეგები დღეს ნამდვილად სახეზეა. მინდა ვთქვა, რომ
ქალბატონი თამარი შორს არ მიდის ჩვენი გუნდიდან, ის რჩება ჩვენს
გუნდში და
ალექსანდრე
ჯეჯელავა
ნამდვილად, უახლოეს პერიოდში გვექნება საუბარი მის
ახალ მანდატზე, რომელიც იქნება ძალიან მნიშვნელოვანი” –
განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
პრემიერის ინფორმაციით, თამარ სანიკიძეს ალექსანდრე ჯეჯელავა
შეცვლის. ჯეჯელავა მართვის აკადემიის საბჭოს თავმჯდომარეა.
პრემიერის განცხადებით, მას აქვს 20 წელზე მეტი გამოცდილება მართვის
სფეროში, საინფორმაციო ტექნოლოგიების, ინოვაციებისა და განათლების
სფეროში.
თამარ სანიკიძეს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის
თანამდებობა 2013 წლის ივლისიდან ეკავა.
თიკო კურტანიძე