საქართველოში გამოიდარებს, როგორი ამინდი იქნება სამცხე-ჯავახეთში?
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 3-5 ივლისს მაღალი ტემპერატურის ფონზე ცალკეულ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, აღმოსავლეთ საქართველოში შესაძლებელია სეტყვა.
ჰაერის ტემპერატურა +29, +34 გრადუსამდე მოიმატებს.
„თბილისში მხოლოდ 4 ივლისს შესაძლოა გაწვიმდეს, დანარჩენ დღეებში ცხელი და უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +32, +34 გრადუსი დაფიქსირდება”, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
რაც შეეხება სამცხე-ჯავახეთში, რეგიონში გამოიდარებს და დათბება. 3 და 4 ივლისს ახალციხეში დღისით მაქსიმალურ ტემპერატურას 27 და 28 . ღამით კი 17 და 16 გრადუსს უნდა ველოდოთ. ბორჯომში დღისით 25 და 26, ღამით კი 12 და 9 გრადუსს ვარაუდობენ.
ასპინძაში ტემპერატურა დღისით 26 და 27 გრადუსი იქნება, ღამით კი 13 და 14. ადიგენში დღისით 25 და 26, ღამით 12 და 14 გრადუსია ნავარაუდევი.
რაც შეეხება ჯავახეთს - აქაც მზიანი ამინდია მოსალოდნელი. ახალქალაქში დღისით 23 და 24, ღამით 8 და 10 იქნება. ნინოწმინდაში სინოპტიკოსები დღისით 21 და 22 -ს, ღამით 8 და 11 გრადუსს ვარაუდობენ.
რეგიონის კურორტებზეც მზიანი ამინდი იქნება. აბასთუმანში დღისით მაქსიმალურ ტემპერატურა 25 და 26 გრადუსს, ხოლო ღამით 8 და 11 გრადუსს ვარაუდობენ, ბაკურიანში დღისით 22 და 23, ღამით კი 12 და 11 გრადუსს.