მოსალოდნელია ზოგან ძლიერი წვიმა, მაღალ მთაში თოვლი - როგორი ამინდი იქნება რეგიონში?
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 9 ოქტომბერს დღისით, 10 ოქტომბრის ღამის საათებამდე, დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ზოგან ძლიერი წვიმა, დროგამოშვებით ძალიან ძლიერი, მაღალმთიან ზონაში თოვლი.
9 ოქტომბრიდან, 10 ოქტომბრის დღის მეორე ნახევრამდე საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მოსალოდნელია დასავლეთის მიმართულების ძლიერი, დროგამოშვებით ძალიან ძლიერი ქარი. ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმული ღელვა.
მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო მთიან და გორაკ-ბორცვიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.
10 ოქტომბერს ახალციხეში დღისით მაქსიმალურ ტემპერატურას 10 და ღამით კი 5 გრადუსს უნდა ველოდოთ. ბორჯომში დღისით 11, ღამით კი 5 გრადუსს ვარაუდობენ.
ასპინძაში ტემპერატურა დღისით 10 გრადუსი იქნება, ღამით კი 4. ადიგენში დღისით 9 ღამით 4 გრადუსია ნავარაუდევი.
რაც შეეხება ჯავახეთს - აქაც ღრუბლიანი ამინდია მოსალოდნელი. ახალქალაქში დღისით 6, ღამით 0 იქნება. ნინოწმინდაში სინოპტიკოსები დღისით 6-ს, ღამით მინუს 1 გრადუსს ვარაუდობენ.
რეგიონის კურორტებზე ნალექიანი ამინდი იქნება. აბასთუმანში დღისით მაქსიმალურ ტემპერატურა 8 გრადუსს, ხოლო ღამით 4 გრადუსს ვარაუდობენ, ბაკურიანში დღისით 5, ღამით კი 1 გრადუსს.
რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი. ტემპერატურა დღისით 12 გრადუსამდე გათბება, ღამით კი 7 გრადუსი იქნება.