მთაიან ყარაბაღში კიდევ ერთი ახალქალაქელი ახალგაზრდა გარდაიცვალა
მთაიან ყარაბაღში კიდევ ერთი ახალქალაქელი ახალგაზრდა დაიღუპა. 19 წლის ილია ნაჰაპეტიანი 27 სექტემბრიდან კონფლიქტის წინა ხაზზე იბრძოდა. უფროსი სერჟანტი მატაღისში ჭურვის აფეთქების შედეგად გარდაიცვალა.
"ილია ნაჰაპეტიანი, ჩემი ერთ-ერთი საყვარელი სტუდენტი, სწავლობდა "ფოქრ მჰერის" სამხედრო კომპლექსში. სამწუხაროდ, მე არ ვიცოდი, რომ ის ჯავახეთიდან იყო. აუტანელი ტკივილია, ღმერთო, შეწყვიტე ეს ყველაფერი" - წერს სოციალურ ქსელში ნარინე არაქელიანი.
ილია ნაჰაპეტიანი წარმოშობით ახალქალაქის სოფელ სულდიდან იყო.
შეგახსენებთ, რომ მთიან ყარაბაღში აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის საომარი მოქმედებები 27 სექტემბრიდან მიმდინარეობს.