რეგიონი
სიტუაცია ძალიან რთულია - მარიუპოლის მერი
სიტუაცია ძალიან რთულია, რუსეთის არმიამ ჰუმანიტარული დერეფნის ბლოკადა უკვე მოახდინა, - ამის შესახებ უკრაინის ქალაქ მარიუპოლის მერი, ვადიმ ბოიჩენკო აცხადებს.

მისი თქმით, ქალაქს ხუთი დღეა ელექტროენერგია არ მიეწოდება, გათიშულია მობილური კავშირი და მოსახლეობა წყლის გარეშეა დარჩენილი.

ხუთი დღეა ელექტროენერგიის გარეშე ვართ. ჩვენი ყველა თერმული ქვესადგური დამოკიდებულია ელექტრომომარაგებაზე, შესაბამისად, გათბობის გარეშე ვართ. გათიშულია მობილური კავშირი. დავკარგეთ სარეზერვო წყალმომარაგება და ამიტომ ახლა სრულიად უწყლოდ ვართ. რუსეთის არმია ქალაქის ალყაში მოქცევასა და ბლოკადის მოწყობას ცდილობს. მათ სურთ ჩვენი მოწყვეტა ჰუმანიტარული დერეფნიდან, აუცილებელი მოხმარების საქონლის, სამედიცინო ნივთების, ბავშვების საკვების მოწოდების შეჩერება. მათი მიზანია დაახრჩონ ქალაქი და გაუსაძლისი წნეხის ქვეშ მოაქციონ,“- განაცხადა მერმა.

მისი თქმით, ბოლო 5 დღის განმავლობაში მნიშვნელოვნად გაიზარდა დაჭრილებისა და დაღუპულების რაოდენობა.

მერვე დღეს ასობით იყო. ახლა უკვე ათასობით დაჭრილსა და დაღუპულზეა საუბარი. ეს მაჩვენებლები მხოლოდ გაუარესდება. უკვე მეექვსე დღეა, რაც საჰაერო თავდასხმებს ახორციელებენ და ჩვენ ვერ ვახერხებთ დაღუპულების გამოყვანას,“- განაცხადა მერმა.
Facebook Twitter
სხვა სიახლეები
ამინდი
ახალციხე 10 °C
img
ახალქალაქი 7 °C
img
ასპინძა 9 °C
img
ადიგენი 17 °C
img
ბორჯომი 11 °C
img
თბილისი 14 °C
img
აბასთუმანი 9 °C
img
ბაკურიანი 6 °C
img
ნინოწმინდა 7 °C
img
ვალუტა
AMD
AMD
1000
6.8978
EUR
EUR
1
2.8837
RUB
RUB
100
2.8914
TRY
TRY
1
0.0829
USD
USD
1
2.6755
კალენდარი
«« მაისი  »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.