რეგიონი
უკრაინა 1.5 მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვა - გაერო
გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის, ფილიპო გრანდის განცხადებით, ბოლო 10 დღის განმავლობაში მეზობელ ქვეყნებში უკრაინიდან 1,5 მილიონზე მეტი ადამიანი გადავიდა, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

ფილიპო გრანდის განმარტებით, უკრაინაში მიმდინარე სამხედრო დაპირისპირება მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ევროპაში ყველაზე სწრაფად მზარდი ლტოლვილთა კრიზისი გახდა.

24 თებერვალს რუსეთის სამხედრო შეჭრის დაწყებიდან უკრაინაში 350-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, მათ შორის 28 ბავშვი და 707 ადამიანი დაშავდა.

მონაცემებს გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარიატი ავრცელებს.

სტატისტიკა რეგიონების მიხედვით: დონეცკისა და ლუგანსკის რაიონებში 86 დაიღუპა და 385 დაიჭრა. კერძოდ, 355 - უკრაინის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, 116 - ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკრაინის სხვა რეგიონებში 265 დაიღუპა და 322 დაშავდა.

ადამიანის უფლებათა ბიუროს ცნობით, მსხვერპლის უმეტესობა დიდი ფართობის ასაფეთქებელი იარაღით, მათ შორის მძიმე არტილერიით და მრავალჯერადი სარაკეტო თავდასხმებით, ასევე სარაკეტო და საჰაერო დარტყმებით არის გამოწვეული.

შეგახსენებთ, რომ 3 მარტს დასახლებულ პუნქტებზე რუსი სამხედროების მიერ საჰაერო დარტყმების შედეგად ჩერნიგოვში სულ მცირე 47 ადამიანი დაიღუპა. იმავე დღეს, ჰააგის საერთაშორისო ტრიბუნალმა უკრაინაში რუსეთის შეჭრის შედეგად ჩადენილი ომისა და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებზე გამოძიება დაიწყო.

რუსეთის უკრაინაში შეჭრის დღიდან ამ დრომდე, ქვეყანაში 140 00 უკრაინელი დაბრუნდა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, დაბრუნებული მოქალაქეების 80% მამაკაცია.
Facebook Twitter
სხვა სიახლეები
ამინდი
ახალციხე 10 °C
img
ახალქალაქი 7 °C
img
ასპინძა 9 °C
img
ადიგენი 17 °C
img
ბორჯომი 11 °C
img
თბილისი 14 °C
img
აბასთუმანი 9 °C
img
ბაკურიანი 6 °C
img
ნინოწმინდა 7 °C
img
ვალუტა
AMD
AMD
1000
6.8978
EUR
EUR
1
2.8837
RUB
RUB
100
2.8914
TRY
TRY
1
0.0829
USD
USD
1
2.6755
კალენდარი
«« მაისი  »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.