რეგიონი
დიდი ბრიტანეთი რუსული ნავთობის იმპორტს 2022 წლის ბოლომდე შეწყვეტს
დიდი ბრიტანეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, 2022 წლის ბოლომდე ქვეყანაში რუსული ნავთობის იმპორტი უნდა შეწყდეს.
BBC-ის ინფორმაციით, ეს გარდამავალი პერიოდი ქვეყნის ბაზარს, ბიზნესსა და მიწოდების ქსელებს საკმაო დროს მისცემს რუსული იმპორტის ჩასანაცვლებლად, რომელიც გაერთიანებული სამეფოს მოთხოვნის 8%-ს შეადგენს.
დღეს ევროკავშირმა განაცხადა, რომ გაერთიანება რუსულ ნავთობსა და გაზზე დამოკიდებულების შემცირებას ეტაპობრივად აპირებს.
რუსული ნავთობის, თხევადი ბუნებრივი აირისა და ნახშირის იმპორტი აკრძალა ამერიკის შეერთებულმა შტატებმაც.
ასევე ნახეთ:
გააზიარეთ :