ლვოვში სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა
ლვოვში, რკინიგზის სადგურზე სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა.
ლვოვში რკინიგზის სადგურ "კრასნოეს“ ქვესადგურზე სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა, - უკრაინული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ სამხედრო ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, მაქსიმ კოზიცკიმ განაცხადა.
„დღეს, 25 აპრილს, დაახლოებით 08:30 საათზე, „კრასნოიეს“ რკინიგზის სადგურის ქვესადგურზე სარაკეტო შეტევა განხორციელდა. შემთხვევის ადგილზე საგანგებო სიტუაციების სამინისტროს სტრუქტურული დანაყოფები მუშაობენ, ხანძრის ლიკვიდირება ამ დრომდე მიმდინარეობს,“- აცხადებს მაქსიმ კოზიცკი.
მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ამ დროისთვის არ ვრცელდება.