ისრაელის ცენტრალურ და სამხრეთ ნაწილში სირენების ხმა ისმის
ისრაელის ცენტრალურ ნაწილში, 8-საათიანი სიმშვიდის შემდეგ, სარაკეტო თავდასხმის მაუწყებელი სირენების ხმა ისმის. სირენების ხმა ისმის ისრაელის სამხრეთ ნაწილის დასახლებებშიც, მათ შორის ქალაქ აშკელონში - ინფორმაციას The Times of Israel-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, საჰაერო განგაშია გამოცხადებული ღაზას საზღვართან მდებარე ქალაქ კისუფიმშიც.
დაშავებულების ან ნგრევის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.