ახალციხე–ადიგენის გაერთიანებულ მაჟორიტარულ ოლქში მეორე ტური
გაიმართება. ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ამომჩეველთა
ხმების 50%–ზე მეტი მაჟორიტარობის ვერცერთმა კანდიდატმა მოიპოვა.
ახალციხის თემის 22 საარჩევნო უბნიდან 13 –ში ვაჟა ჩიტაშვილმა
გაიმარჯვა. გიორგი კოპაძემ კი უპირატესობა 9 საარჩევნო უბანზე
მოიპოვა. მიღებული ხმების რაოდენობა, მხოლოდ თემის უბნებში ასე
გადანაწილდა: ვაჟა ჩიტაშვილი – 5348 ხმა და გიორგი კოპაძე
– 4640 ხმა.
ქალაქ ახალციხეში, მერის შუალედური არჩევნები, 13 უბანში
ჩატარდა. აქედან 11–ში ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის”
კანდიდატმა, ირაკლი ერეკლიშვილმა, ორში კი ,,ქართული ოცნების” მიერ
წარდგენილმა კანდიდატმა, ვლადიმერ ზედგინიძემ გაიმარჯვა.
ქალაქ ახალციხის 13 საარჩევნო უბნიდან ამომრჩეველთა უმრავლესობა მხარი
ძირითადად ორ კანდიდატს – ვაჟა ჩიტაშვილსა და გიორგი კოპაძეს დაუჭირა.
მიღებული ხმები ქალაქის მასშტაბით ასე გადანაწილდა:
ახალციხის #30 საარჩევნო უბანზე ინციდენტი მოხდა. კომისიის
თავმჯდომარის თქმით, ხმის დათვლის დროს, მათთან უცხო პირი მივიდა და
კენჭისყრის შენობაში შესვლას შეეცადა.
ახალციხის საოლქო საარჩევნო კომისიაში პირველი უბნის შედეგები
მიიტანეს. #25–ე აბათხევის შემაჯამებელი ოქმის მიხედვით, უბანზე
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” ლიდერობს.
ხმაური იყო ახალციხის მესამე საარჩევნო უბანზე. სიტუაციის
განსამუხტად სამართალდამცველების გამოძახება გახდა საჭირო. “ქართული
ოცნებისა” და “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლებს შორის
სიტყვიერი დაპირისპირება საარჩევნო უბნიდან “ოცნების” წევრების მეორე
სართულზე ასვლამ გამოიწვია.
ახალციხე–ადიგენის ოლქში ხალხის რჩეულის სტატუსის მოსაპოვებლად 9
კანდიდატი იბრძვის. საარჩევნო უბნებზე მიმდინარე აგიტაცია და საჯარო
მოხელეების მხრიდან დარღვეული კანონი – ეს არ არის სრული ჩამონათვალი
იმ დარღვევების, რომლის შესახებაც ოპოზიციური პარტიების მიერ
წარდგენილი კანდიდატები საუბრობენ. https://youtu.be/jnsRluJLnzA
ახალციხის პირველი პირის სტატუსის მოსაპოვებლად 5 კანდიდატია
რეგისტრირებული. ვინ გახდება ახალციხელების რჩეული დღის ბოლოს
გაირკვევა. მერობის კანდიდატები აცხადებენ, რომ ხმა ქვეყნის უკეთეს
მომავალს, ცვლილებებსა და მშვიდობას მისცეს.
ახალციხის #2–ე საარჩევნო უბანზე მაჟორიტარი დეპუტატობის
კანდიდატის დამკვირვებლებს, მმართველი ძალის წარმომადგენლები
დაუპირისპირდნენ. “ოცნების” მხარდამჭერები უბანზე დილიდან
იმყოფებოდნენ. ისინი იმ ამომრჩევლის აღრიცხვას აწარმოებდნენ, რომლებიც
უბანზე მიდიოდნენ. აღნიშნულმა პირებმა ჟურნალისტებს მუშაობაში ხელი
შეუშალეს და ტექნიკის დაზიანებით დაემუქრნენ.
,,ქართული ოცნების” აგიტატორები საარჩევნო უბნებზე ამომრჩეველთა
სიებით იმყოფებიან და უბანზე მისულ მოქალაქეებს ინიშნავენ. პოლიტიკური
პარტიის წარმომადენლების თქმით, მსგავს შემთხვევებს ადგილი თითქმის
ყველა უბანზე აქვს. ავტორები: რუსუდან გვარამაძე, ნანა
ინასარიძე
საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილმა კანდიდატმა ხმა სიკეთესა და
ცვლილებებს მისცა. ნუგზარ პარუნაშვილმა იმ დარღვევებზე გაამახვილა
ყურადღება, რომელსაც მისი თქმით, საჯარო მოხელეები სჩადიან.
„თავისუფალი დემოკრატების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა
ახალციხესა და ადიგენში საკუთარი პოზიცია უკვე დააფიქსირა. შალვა
გოგოლაძემ ხმა 28–ე ახალციხის უბანზე მისცა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.