საქართველოს პრეზიდენტი ახალციხეში სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო
უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა. გიორგი მარგველაშვილი
ახალგაზრდებს მიესალმა და სიტყვით გამოსვლა 8 ოქტომბრის
საპარლამენტო არჩევნებით დაიწყო.
კენჭისყრის დღის პროცედურები, ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ოშორის
მოსახლეობას გააცნეს. ადგილობრივებს, თითოეული ხმის მნიშვნელობა,
საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის
წარმომადგენლებმა განუმარტეს.
ახალციხის ცენტრალურ პარკში, უკვე მეორე დღეა, კომიქს–კარავი დგას.
,,დემოკრატ მესხთა კავშირის” ახალგაზრდული ჯგუფის წევრები კი,
არჩევნების თემაზე შექმნილ კომიქსებს არიგებენ.
რატომ უნდა წავიდეთ არჩევნებზე და რა პასუხისმგებლობა აკისრია თითოეულ
ამომრჩეველს – ეს საკითხები სოფელ გოკიოს მოსახლეობას, საინფორმაციო
შეხვედრაზე განუმარტეს.
,,თამაზ მეჭიაური–ერთიანი საქართველოსთვის” მაჟორიტარი დეპუტატობის
კანდიდატმა ახალციხესა და ადიგენში შემაჯამებელი ბრიფინგი გამართა.
გოდერძი კუბლაშვილმა ბოლო სამი წლის განმავლობაში
განხორციელებული აქტივობების შესახებ ისაუბრა.
„პაატა ბურჭულაძე – მოძრაობა ხალხისთვის“ ადიგენის რაიონულ ოფისში
პრესკონფერენცია გაიმართა. ორგანიზაციის თავმჯდომარის თქმით,
გაერთიანებული ბლოკიდან პოლიტიკური ცენტრის „გირჩის“ გასვლით, პარტია
არ იშლება.
პარტია ,,დავით თევზაძე – საქართველოს მშვიდობისთვის“ ლიდერი,
ახალციხესა და ბორჯომში, ამომრჩეველს შეხვდა. განათლება, უსაფრთხოება
და ვეტერანთა სოციალური პაკეტი – ამ თემებზე აპირებს მუშაობას
პოლიტიკური ძალა პარლამენტში მოხვედრის შემდეგ.
,,გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ადიგენის, ახალციხისა
და ბორჯომის მოსახლეობას შეხვდა. ნინო ბურჯანაძემ, სამცხე–ჯავახეთში
სტუმრობისას, ადგილობრივებს საარჩევნო პროგრამა გააცნო.
37-ე ახალციხის საარჩევნო ოლქის მონაცემებით, ქალაქში არსებული 35
უბნიდან, ეტლით მოსარგებლეებისთვის, ოთხი ადაპტირებული და 13 მარტივად
ადაპტირებულია. რაც შეეხება მხედველობა და სმენადაქვეითებულ
ამომრჩეველს, ცესკო მათ კენჭისყრის დღეს გამადიდებელ ლინზას და
პროცედურის შესახებ პოსტერს დაახვედრებს.
ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის განვითარება, ასევე ეთნიკური და
რელიგიური უმცირესობების ჩართულობა სამოქალაქო განვითარების
საკითხებში – ეს ის თემებია, რომელზეც 21
სექტემბერს ახალციხე–ადიგენის ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატებმა
საკუთარი ხედვა დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში შეკრებილ
საზოგადოებას გააცნეს.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარალეთში, არჩევნების თემაზე,
საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ორგანიზება
„თავისუფალი განვითარებისა და უფლებების დაცვის ასოციაციამ“ გაუწია.
„სახელმწიფო ხალხისთვის“ ლიდერი ახალციხეში ადგილობრივ მოსახლეობას
შეხვდა. პაატა ბურჭულაძემ ცენტრალური პარკის ტერიტორიაზე შეკრებილ
მხარდამჭერებს პარტიის წარმომადგენლებთან ერთად, საარჩევნო პროგრამა
გააცნო.
„პაატა ბურჭულაძე – სახელმწიფო ხალხისთვის“ ახალციხის მერობის
კანდიდატი მოსახლეობას შეხვდა. ივერიელის ქუჩის მოსახლეობას ივანე
გვარამაძემ პარტიის წინასაარჩევნო პროგრამა გააცნო და ადგილობრივებს
ქალაქის კეთილმოწყობის საკუთარი ხედვა შესთავაზა.
სვირის მეოცე საარჩევნო უბანზე კომისიის ახალი თავმჯდომარე აირჩიეს.
სხდომა 13 სექტემბერს გაიმართა. წევრების
გადაწყვეტილებით, საარჩევნო უბანს ცირა ყიფიანი
უხელმძღვანელებს.
8 ოქტომბერს ახალციხელ ამომრჩეველს, სხვა მოქალაქეებისგან
განსხვავებით, კიდევ ერთი არჩევანის გაკეთება მოუწევს. საპარლამენტო
არჩევნებთან ერთად, ახალციხეში მერის შუალედური არჩევნებიც იმართება.
ქალაქის პირველი პირის მანდატის მოსაპოვებლად, ხუთი კანდიდატი
იბრძვის.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.