სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში სკოლის ახალი მოდელი ინერგება
17:12 / 03.09.2020
დღეს, 3 სექტემბერს, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსში, საერთაშორისო განვითარების სააგენტოს საბაზისო განათლების პროგრამის ხელმძღვანელ ნენსი პარკსისთან შეხვედრა გაიმართა.
USAID-ის შვიდ მილიონიანი გრანტის დაფინანსებით, საქართველოში სკოლის ახალი მოდელი ინერგება. პროგრამა საქართველოს ყველა რეგიონში განხორციელდება. სკოლის ახალი მოდელი მათემატიკისა და მშობლიურ ენის სწავლების გაძლიერებას, სკოლებში გოგონების, ეთნიკურ უმცირესობების, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების საჭიროებაზე მორგებული სწავლების მეთოდების დანერგვას გულისხმობს.
ოთხწლიანი პროგრამის თანახმად, საქართველოში 2 075სკოლის დირექტორი და მასწავლებელი გადამზადდება, სამცხე-ჯავახეთიდან კი პროგრამაში 104 ქართულენოვანი სკოლიდან 309 მასწავლებელი გადამზადდება. რაც შეეხება დირექტორებს - რეგიონის 201-ვე სკოლის ხელმძღვანელი დატრენინგდება.
საბაზისო განვითარების მიმართულებით, საერთაშორისო განვითარების სააგენტო, საქართველოში რვა უნივერიტეტთან პარტნიორობს.
17 სექტემბრიდან უნივერსიტეტის 12 პროფესორს, ოთხ დღიანი ტრენინგების გავლა მოუწევს. ამის შემდეგ პროფესორები შეძლებენ მასწავლებლებს ექვს საათიანი ტრენინგი ჩაუტარონ.
ტრენინგები მშობლიურ ენებზე: ქართულ, აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე ჩაუტარდებათ.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.