ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო
ისევე, როგორც მთელს საქართველოში, ახალციხის საგამოცდო ცენტრში, ერთიანი ეროვნული გამოცდები ქართული ენითა და ლიტერატურით, დილის 08:00 საათიდან დაიწყო.
ახალციხის საგამოცდო ცენტრში ქართული ენისა და ლიტერატურის პირველ სესიაზე რეგისტრირებული 218 აბიტურიენტი იყო, მათგან 10 გამოცდაზე არ გამოცხადებულა.
წელს ახალციხის საგამოცდო ცენტრს ახალი ხელმძღვანელი ეყოლება, ერთიან ეროვნულ გამოცდების მიმდინარეობას რეგიონში შალვა ოთანაძე დააკვირდება.
ქართულ ენისა და ლიტერატურის გამოცდის მეორე სესიაზე რეგისტრაცია 14:00 საათზე დაიწყება.
2024 წელს ქვეყნის მასშტაბით, 47 ათასზე მეტი აბიტურიენტი დარეგისტრირდა. 12 ქალაქში 24 საგამოცდო ცენტრია.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, პირველ გამოცდას აბიტურიენტები ქართულ ენასა და ლიტერატურაში ჩააბარებენ. 26 ივლისს კი ფიზიკის გამოცდით დასრულდება.