ახალციხის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდა. „საქართველო ამიერკავკასიის ექიმთა ლიგის“ 10–მდე წამყვანი სპეციალისტი ადგილობრივებს უსასყიდლოდ მოემსახურა.
მედიკოსებმა პაციენტები, სასუნთქი სისტემის, კუჭნაწლავის ტრაქტის დაავადებებზე, კარდიოლოგიურ, რევმატოლოგიურ პრობლემებზე, კანის დაავადებებზე მიიღეს.
სპეციალისტების თქმით, სხვა რეგიონებთან შედარებით, მდგომარეობა სამცხე–ჯავახეთში უკეთესია, რადგან აქ სერიოზული დაავადებები, მასშტაბურად, არ ფიქსირდება.
„საქართველო ამიერკავკასიის ექიმთა ლიგის“ მედიკოსები ახალციხეს მეორედ ესტუმრნენ. მოსახლეობას უფასო სამედიცინო გამოკვლევები ქალაქის მერიის ინიციატივით ჩაუტარდა.
ავტორები: თიკო კურტანიძე, ნანა ინასარიძე, ბექა ზედგინიძე.