ჯანდაცვა
საგანგებო ზომები და შეზღუდვები უნდა ჩაანაცვლოს თვითშეგნებამ და მაღალმა მოქალაქეობრივმა პასუხისმგებლობამ - ცერცვაძე

 

როგორმე უნდა მოვახერხოთ და შეზღუდვების მოხსნა ბოროტად არ უნდა გამოვიყენოთ. არ უნდა გადავამლაშოთ, რომ აი, მოიხსნა შეზღუდვები და რასაც მინდა, იმას გავაკეთებ, - ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.

მისი თქმით, საგანგებო ზომები და შეზღუდვები უნდა ჩაანაცვლოს თვითშეგნებამ და მაღალმა მოქალაქეობრივმა პასუხისმგებლობამ.

„კლასტერების ნარჩენები რომ არის, თუ მათი ნეიტრალიზება შევძელით, თუ არ გვექნება კერები, მაშინ ხალხის გარეთ გამოსვლა არ მოიტანს უარყოფით შედეგს. ამიტომ ჩვენი ეპიდემიოლოგები ძალიან აქტიურად მუშაობენ იმაზე, რომ კერები სადაც არის, ის კონტაქტები იქნეს ბოლომდე მოძიებული და ის იქნეს განეიტრალებული, რომ როცა ხალხი გამოვა, იქნება ეს ქუჩაში, მაღაზიაში, თუ ტრანსპორტში, არავინ იყოს ისეთი, ვისგანაც გადაედება.

თვითცენზურა უნდა შევინარჩუნოთ. ის, რაც აქამდე აკრძალული იყო და ამიტომ ვერ ვაკეთებდით, ახლა აკრძალვის გარეშე, საკუთარი შეგნების გამო არ უნდა გავაკეთოთ. მაგალითად, სხვა საქმეა, როცა გიკრძალავენ, რომ 21:00 საათის მერე გარეთ არ უნდა გამოხვიდე. ეს ერთგვარად დამთრგუნველია, იქნებ საქმე გაქვს და გამოდიხარ, მაგრამ როცა აღარ გიკრძალავენ 21:00 საათის შემდეგ გამოსვლას, ეს არ უნდა ნიშნავდეს, რომ გვჭირდება თუ არ გვჭირდება, მაინც გამოვიდეთ. საგანგებო ზომები და შეზღუდვები უნდა ჩაანაცვლოს თვითშეგნებამ და მაღალმა მოქალაქეობრივმა პასუხისმგებლობამ. ხომ გამოგვიმუშავდა უკვე? მაგალითად, 2 თვის წინ ვერ წარმოვიდგენდი, რომ სუპერმარკეტში ან აფთიაქში დისტანცია დამეცვა და ისე შევსულიყავი. ახლა კი ვიცავთ ამ დისტანციას. აი, ეს უნდა გამოვიმუშაოთ და ეს უნდა შევასრულოთ იძულებითი ზომების და სამთავრობო გადაწყვეტილებების გარეშე,“ -
განაცხადა ცერცვაძემ.

 

Facebook Twitter
სხვა სიახლეები
პარტნიორი მედიასაშუალებების მასალები
ამინდი
ახალციხე 17 °C
img
ახალქალაქი 11 °C
img
ასპინძა 16 °C
img
ადიგენი 24 °C
img
ბორჯომი 16 °C
img
თბილისი 23 °C
img
აბასთუმანი 13 °C
img
ბაკურიანი 12 °C
img
ნინოწმინდა 11 °C
img
ვალუტა
EUR
EUR
1
3.4221
RUB
RUB
100
4.2811
TRY
TRY
1
0.4444
USD
USD
1
3.0465
AMD
AMD
1000
6.2887
კალენდარი
«« ივლისი 2020 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.