ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში მ.იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს ექიმებმა უფასო სამედიცინო კონსულტაციები ჩაატარეს. რეგიონში მცხოვრები ბავშვები თბილისიდან მოწვეული პედიატრების გუნდმა გასინჯა.
უფასო გასინჯვებით სარგებლობა მსურველებს ცხრა სპეციალისტთან შეეძლოთ.
კონსულტაციები დილის 11:00-ზე დაიწყო და 18:00 – მდე გაგრძელდა. აქციის ფარგლებში ახალციხის სამედიცინო ცენტრს 100-მდე პაციენტმა მიმართა.
„სამედიცინო კორპორაცია ევექსი“ მსგავსი სახის აქტივობებს ქვეყნის მასშტაბით გეგმავს.