თუ თბილისში არ გადავიყვანთ, მამა მომიკვდება - მძიმე პაციენტისთვის ადგილი არ გამოიძებნა
21:55 / 17.11.2020
კორონავირუსით იფიცირებული 54 წლის მამაკაცი ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში, აპარატზეა შეერთებული და სიცოცხლისთვის იბრძვის. გულის ქრონიკული დაავადების მქონე პაციანტი სამი დღეა სამედიცინო დაწესებულებაში იმყოფება და ელის, როდის გათავისუფლდება თბილისის რომელიმე კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში ადგილი, რომ მისი გადაყვანა შეძლონ. ჯანდაცვის უწყება ოჯახს ეუბნება, რომ ადგილი ვერ გამოინახა. ამასობაში ინფიცირებული მამაკაცის მდგომარეობა უკიდურესად დამძიმდა. „ახლა შეაერთეს აპარატზე, ექიმმა მითხრა 10 საათის წამალი გვაქვს, თუ ამ დროში ვერ გადავიყვანთ, მოკვდებაო. მიშველეთ ვინმემ, დამეხმარეთ, მამა მიკვდება“, - ამბობს პაციენტის შვილი.
ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახურში ამბობენ, რომ პაციენტი ადგილების არქონის გამო ვერ გადაჰყავთ.
„კლინიკამ უნდა გადაიყვანოს, მაგრამ თუ ადგილი არ არის, სად გადაიყვანენ? სხვას ხომ არ გამოაერთებენ აპარატიდან და მას ხომ არ დააწვენენ? ყველგან ასეთი მდგომარეობაა, ფიზიკურად ვერ მიჰყავთ ეს ხალხი ვერსად“, - გვითხრეს ჯანდაცვის პრესსამსახურში.
ახალციხის რეფერალური ჰოსპიტალის მენეჯერი რევაზ კუჭუხიძე ამ დრომდე ცდილობს, მძიმე პაციენტისთვის თბილისის რომელიმე კლინიკაში ერთი ადგილი გამონახოს და რეანიმაციულ განყოფილებაში გადაიყვანოს.
„ასეთ შემთვევაში საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი ერთვება, როგორც კი ადგილს გამონახავს, გადაიყვანს. ახლაც ვცდილობ გამოვძებნო კლინიკა, მაგრამ ვერ ვპოულობ, ფიზიკურად ადგილი არ არის. ჩვენ რაც შეგვიძლია, სამედიცინო დახმარებას ვუწევთ, თუმცა ჩვენ კოვიდდადებით პაციენტებს არ ვმართავთ, ასეთ დროს უნდა გადავამისამართოთ კოვიდმიმღებ კლინიკაში. ანალოგიურ სიტუაციაში ვიქნებით ხვალ და ზეგაც, რადგან ინფიცირება არ იკლებს, იმატებს“, - გვითხრა რევაზ კუჭუხიძემ.
საქართველოს მთავრობა ოფიციალურ განცხადებებში ირწმუნება, რომ ქვეყანაში საწოლფონდის პრობლემა არ არის. ამის ფონზე, 54 წლის კრიტიკულად მძიმე მდგომრეობაში მყოფი მამაკაცი, სამი დღეა რეანიმაციაში ვერ გადაჰყავთ. მისთვის სასუნთქი აპარატი ჯანდაცვის უწყებამ ვერ გამონახა. პაციენტის ოჯახი ამბობს, რომ მამაკაცის მდგომარეობა თანდათან რთულდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.