სამცხე-ჯავახეთში ყველაზე მეტი ინფიცირებული ისევ ბორჯომში გამოვლინდა
ბოლო 24 საათის განმავლობაში, სამცხე-ჯავახეთში, კოვიდ 19-ით კიდევ 72 პირი დაინფიცირდა. სამხარეო ადმინისტრაციის აპარატის ინფორმაციით, ინფიცირების ყველაზე მეტი – 21 შემთხვევა ბორჯომში დაფიქსირდა, 19- ახალციხეში, 5 - ადიგენში, 5- ახალქალაქში, 11 – ასპინძაში, ხოლო 1– ნინოწმინდაში.
მოკვლეულია ინფიცირებულებთან კონტაქტში მყოფი 176 პირი. კვლევაში გვრჩება 76 ნიმუში.
ბოლო დღე-ღამეში გამოჯანმრთელდა კიდევ 44 პაციენტი და მათი რიცხვი 835-მდე გაიზარდა.
სამცხე-ჯავახეთში თვითიზოლაციაში იმყოფება 1514 პირი. აქედან, ახალციხეში –689, ადიგენში – 266, ასპინძაში – 101, ახალქალაქში -139 , ბორჯომში – 295, ნინოწმინდაში - 23 პირი.
რეგიონის საკარანტინე სივრცეებში 199 პირია მოთავსებული, აქედან 58 – ახალციხეში, ბაკურიანის სასტუმროებში კი 141.
1 დეკემბრის მონაცემებით, რეგიონში 2351პირია ინფიცირებული, მათგან 18 გარდაიცვალა.