თურქეთიდან იმპორტირებული იაფი პრეპარატების რაოდენობა გაიზარდა
თურქეთიდან იმპორტირებული პრეპარატების სია გაფართოვდა. 45-მდე დასახელების მედიკამენტის შეძენა საქართველოს მოსახლეობას უკვე 3 დიდ სააფთიაქო ქსელში შეუძლია.
დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, იაფი მედიკამენტები „ფარმადეპო“-ს, „ავერსი“-სა და „PSP“-ს ქსელშია ხელმისაწვდომი.
გარდა ამისა, ხვალიდან მედიკამენტ ქსარელტოს შეძენა შესაძლებელი იქნება „GPC”-ს მთელ ქსელში. იგივე მედიკამენტი ხელმისაწვდომია „ფარმსახლი“-ს სააფთიაქო ქსელშიც.
"საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, თურქული ფარმაცევტული ბაზრის გახსნის შედეგად, პრეპარატების ფასი, საშუალოდ, 60-80%-ით შემცირდა.
მოსახლეობისთვის მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა სახელმწიფოს პრიორიტეტია. ჯანდაცვის სამინისტროში, ამ მიმართულებით, მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს.
თურქეთიდან იმპორტირებული პრეპარატების ჩამონათვალი მოწოდებულია ფარმაცევტული სექტორის მიერ და განახლდება კომპანიებისგან მიღებული ინფორმაციის შესაბამისად" - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.