29 აპრილს, თბილისიდან მოწვეული მედიკოსები ახალციხეში უფასო გასინჯვებს ჩაატარებენ.
ექიმები გამოკვლევებს ახალციხეში, ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე, შ.პ.ს "იმედის" კლინიკაში, 11:00 საათიდან დაიწყებენ.
მოსახლეობას შესაძლებლობა ეძლევა, სრულიად უსასყიდლოდ, მიიღონ შემდეგი პროფილის ექიმების მომსახურება:
- ალერგოლოგი - ბრონქული ასთმა, ალერგიული რინიტი, ალერგიული კონიუქტივიტი; ჭინჭრის ციება, კვინკეს შეშუპება; ატოპიური დერმატიტი და სხვა ალერგოზები (მედიცინის აკადემიური დოქტორი, პროფესორი, ამიერკავკასიის ექიმთა ლიგის დამფუძნებელი - ქ.ნ ბარბარე ბეზარაშვილი).
- კომპიუტერული სპირომეტრია.
- პულმონოლოგი - ფილტვის სხვადასხვა დაავადებები, ხველა (მედიცინის აკადემიური დოქტორი, პროფესორი, ამიერკავკასიის ექიმთა ლიგის რესპირაციული ასოციაციის პრეზიდენტი ბ.ნ კახა ვაჭარაძე.).
- დერმატოლოგი - კანის დაავადებების დიაგნოსტიკა და მკურნალობა, ვირუსული მეჭეჭებისა და პაპილომების მოჭრა ელექტროკოაგულაციური მეთოდით (კანისა და ვენსნეულებათა ინსტიტუტის დერმატოლოგ - ვენეროლოგი მედიცინის დოქტორი ქ.ნ ხათუნა ღურჭუმალიძე.).
- გასტროენტეროლოგი - კუჭის წყლული, თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული და სხვა გასტროენტეროლოგიური დაავადებები (მედიცინის აკადემიური დოქტორი პროფესორი ამიერკავკასიის ექიმთა ლიგის გასტროენტეროლოგიური და ინფექციური დაავადებების ასოციაციის პრეზიდენტი ბ.ნ ირაკლი ხმალაძე.).
- უროლოგი - მედიცინის აკადემიური დოქტორი, პროფესორი გ. ბოჭორიშვილი.
- მამოლოგი - მედიცინის აკადემიური დოქტორი, პროფესორი კ. ბარამიძე.
- ზოგადი ქირურგია, ბარიატრია - მედიცინის აკადემიური დოქტორი, პროფესორი ნ. გვახარია.
- გინეკოლოგი, რეპროდუქტოლოგი - მედიცინის აკადემიური დოქტორი, პროფესორი ს. კვალიაშვილი.
- თერაპევტი - პროფეროსი მარინა ჟიჟილაშვილი.
- ენდოკრინოლოგი - პროფესორი, მედიცინის აკადემიური დოქტორი ნ. ბიბილაშვილი.
- რადიოლოგი - პროფესორი ნინო ცხოვრებაშვილი.
აქცია - "ადგილობრივი მოსახლეობის უფასოდ გასინჯვები" ამიერკავკასიის ექიმთა ლიგის ინიციატივითა და შ.პ.ს "ჯანმრთელობის სახლის" მხარდაჭერით, გაიმართება.