ასეა გადაფატრული, მუცელზე ორი ზოლი აქვს - უდეში სახელმწიფო ინსპექტორი ჩავიდა
13:36 / 10.06.2021
ადიგენის სოფელ უდის მაცხოვრებელზე პოლიციელის მხრიდან სავარაუდო ზეწოლის, მუქარისა და ცემის ფაქტს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური შეისწავლის. ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ უდეში მცხოვრები აზირაშვილების ოჯახი პოლიციას ძალადობაში მესამე დღეა ადანაშაულებს. დედა ეკა აზირაშვილმა აღნიშნა, მისი შვილს ფიზიკურად გაუსწორდნენ, ადგილობრივი პოლიციის უფროსი თამაზ ფაილოძე კი ხელყუმბარისა და ნარკოტიკების "ჩადებით" დაემუქრა.
ოჯახის ადვოკატი მუხრან ღურწკაია სამართალდამცველებს მოუწოდებს, შესაძლო დანაშაულის ფაქტები სრულად გამოიძიონ. ასევე დაისაჯოს ყველა ის სამართალდამცველი, რომელსაც აზირაშვილები ასახელებენ. მათ შორის ადიგენის პოლიციის უფროსს თამაზ ფაილოძეს, ზვიად ბალახაშვილს, ირაკლი გორგოძესა და განყოფილების 15-მდე თანამშრომელს.
მუხრან ღურწკაიას თქმით, 28 წლის მამაკაცზე ჯამში 18-მა პირმა ფიზიკურად იძალადა. ,,საქმეში არც ერთი მტკიცებულება არ არსებობს, გარდა პოლიციელების განმარტებისა, თითქოს-და რაიმე სახის წინააღმდეგობა გაუწია და არ დაემორჩილა მათ კანონიერ მოთხოვნას. შესაბამისად, დაცვის მხარემ პროცესის გადადება მტკიცებულებების წარმოსადგენად მოითხოვა" - აღნიშნავს უფლებადამცველი.
რაც შეეხება ოჯახს, გოჩა აზირაშვილის მამის თქმით, ,,ასეა გადაფატრული, მუცელზე ორი ზოლი აქვს, გასაზიზღრებულად 15-20 წუთი მცემდნენო, არ გავჩერდები, ან სიკვდილი ან ახალგაზრდებს ეს უღელი უნდა გადავხადო ერთხელ და სამუდამოდ, დავიღალე შვილებო, 7 წელია ამ დღეში ვარ" - ამბობს მამა მალხაზ აზირაშვილი.
ადიგენში სახელმწიფო ინსპექტორი ჩავიდა, რომელმაც გოჩა აზირაშვილი და მისი ოჯახის წევრები გამოკითხა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.