სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი ავტომობილს კანონდარღვევით აპარკინგებს.
ფოტოზე თეიმურაზ კალანდაძის მანქანა საპატრულო პოლიციის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე არასწორად არის გაჩერებული.
ფოტოები, რომელიც 15 აპრილსაა გადაღებული "მეცხრე არხს" მოქალაქემ მიაწოდა.
არასწორი პარკირების შემთხვევა "მეცხრე არხმა" გასული წლის
ივნისის თვეშიც დააფიქსირა. კაფე–ბარ "ივერია"–ს მიმდებარე ტერიტორიაზე, ბორდიურზე, თეიმურაზ კალანდაძის ავტომობილთან ერთად, კანონდარღვევით იყო გაჩერებული სხვა სამართალდამცველების მანქანებიც.