SSSS
Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [2]: File "/var/www/temur/public_html//images/old/2015/10/10003769_1350488914965523_8898079737437235040_o.jpg?w=300" not exists.
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [2]: File "/var/www/temur/public_html//images/old/2015/10/nacebi-2.jpg?w=300" not exists.
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [2]: File "/var/www/temur/public_html//images/old/2015/10/m2u08009-mpg_000001861.jpg?w=300" not exists.
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [2]: File "/var/www/temur/public_html//images/old/2015/10/sasam.jpg?w=300" not exists.
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [2]: File "/var/www/temur/public_html//images/old/2015/10/1497715_1347092231971858_4658151394308563324_n.jpg?w=300" not exists.
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [2]: File "/var/www/temur/public_html//images/old/2015/10/12096262_1346510512030030_807866962272972951_n.jpg?w=300" not exists.
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [2]: File "/var/www/temur/public_html//images/old/2015/10/nacebi.jpg?w=300" not exists.
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [2]: File "/var/www/temur/public_html//images/old/2015/10/1.jpg?w=300" not exists.
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [2]: File "/var/www/temur/public_html//images/old/2015/10/12140059_1342979425716472_2034904028616495766_o.jpg?w=300" not exists.
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [2]: File "/var/www/temur/public_html//images/old/2015/10/12132628_1341209055893509_3719854803613671825_o.jpg?w=300" not exists.
Obfuscated Ads Example Special Offer Exclusive Deal
სამართალი
სასამართლომ ახალციხის მერიას, 100 ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბაჟი დააკისრა
ბათილად ცნობილი გასაუბრების აქტი და  ახალციხის მერიისათვის დაკისრებული სახელმწიფო ბაჟი 100 ლარის ოდენობით – ახალციხის რაიონულამა სასამართლომ „სამართლიანი  არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ სარჩელი დააკმაყოფილა. ახალციხის რაიონულმა სასამართლომ, არასამთავრობო ორგანიზაცია  „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ სარჩელი დააკმაყოფილა. მოსამართლე შალვა მჭედლიშვილის გადაწყვეტილებით, ბათილად იქნა ცნობილი ახალციხის მერიის საკონკურსო კომისიის ის აქტი, რომლის მიხედვითაც სამართლიანი არჩევნების წარმომადგენელს გასაუბრებაზე  დასწრებაზე უარი ეთქვა.
20:45 / 29.10.2015
სააპელაციო სასამართლომ ადიგენის საკრებულოს საჩივარი წარმოებაში მიიღო
ადიგენის საკრებულომ, ახალციხის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციოში გაასაჩივრა.  ადვოკატი ოთარ კაჭკაჭაშვილი „მეცხრე არხთან“ აცხადებს, რომ  საკრებულო პირველი ინსტანციის მიერ მიღებული გადაწყვეტილების გაუქმებასა და   იმ ოქმის ძალაში დარჩენას მოითხოვს, რომლის მიხედვითაც, თავმჯდომარედ იმედა მღებრიშვილი  დაინიშნა. სააპელაციო სასამართლომ საჩივარი წარმოებაში უკვე მიიღო და დაცვის მხარე პირველი სასამართლო სხდომის ჩანიშვნას ელოდება.
12:58 / 29.10.2015
თაღლითობაში მსჯავრდებულის წინააღმდეგ გამოტანილი განაჩენი დაცვის მხარემ სააპელაციოში გაასაჩივრა
სოფელ ხერთვისში მცხოვრებ დავით ჯაბანაშვილის წინააღმდეგ გამოტანილი განაჩენი, დაცვის მხარემ, სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა. იოსებ ხითარიშვილი, ახალციხის რაიონული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების  გაუქმებასა და ჯაბანაშვილისთვის  გამამართლებელი განაჩენის გამოტანას ითხოვს. ადვოკატი „მეცხრე არხთან“ განმარტავს, რომ მოსამართლე მარიკა ჩიტაშვილმა, ჯაბანაშვილის წინააღმდეგ განაჩენი უსაფუძვლოდ გამოიტანა, მისივე თქმით, საქმე სამოქალაქო დავა იყო და სისხლის სამართლის კოდექსით არ უნდა განხილულიყო.
20:13 / 27.10.2015
მაიზერ ბაბლუანი: „სამართალდამცველები ქმნიდნენ და თეთრი ძაფით კერავდნენ სიყალბეებს“
დანაშაულის შეუტყობინებლობის საქმეზე სასამართლო სხდომა დღეს, არსებითი განხილვით გაგრძელდა. ნალბანდიანის, იგიტიანისა და კარაპეტიანის ბრალდებებთან დაკავშირებით ორი მოწმე დაიკითხა. სამცხე-ჯავახეთის სამხარეოს მთავარის სამმართველოს თანმშრომლებმა გიორგი ფარცახაშვილმა და ელგუჯა ტაბატაძემ, პროცესზე სარქის აკოფიანის მკვლელობის ირგვლივ  ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებებზე ისაუბრეს. სამართლადამცველების მიერ მიცემულ ჩვენებებთან დაკავშირებით „მეცხრე არხთან“ კომენტარი  დაკავებული სამი პირის ადვოკატმაც გააკეთა. მაიზერ ბაბლუანის თქმით, პოლიციელებმა თავიანთი ჩვენებებით დაასატურეს,  რომ საგამოძიებო მოქმედებები კანონდარღვევით მიმდინარეობდა.
21:26 / 26.10.2015
ახალციხეში "ნაციონალური მოძრაობის" შეურაცხმყოფელი პლაკატები გამოჩნდა
“გაუკუღმართებული ქათმების პარტია”,    “ნაცისტურ–ქათმური მოძრაობა – ჭირი, რომელიც სამუდამოდ უნდა მოვიშოროთ” – ახალციხეში, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წინააღმდეგ, მსგავსი შინაარსის პლაკატები გამოჩნდა, შეურაცხმყოფელ ფოტოებზე  ,,რუსთავი 2–ის“ ჟურნალისტები და ოპოზიციური პარტიის წევრები არიან გამოსახული. პლაკატები ქალაქის რამდენიმე ადგილზე, სავარაუდოდ, გვიან ღამით გააკრეს. აღნიშნულ შემთხვევას გამოეხმაურნენ ,,ნაციონალურ მოძრაობაში.“ მალხაზ გიქოშვილის თქმით, პლაკატები ეთიკურ ნორმებსა და აზრის გამოხატვის თავისუფლების საზღვრებს სცდება. შსს–ოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში ამბობენ, რომ მათთან აღნიშნულ შემთხვევაზე შეტყობინება არ შესულა, თუმცა ,,მე–9 არხის“ ინფორმაციის საფუძველზე, ფაქტზე რეაგირება მოხდება.
19:53 / 26.10.2015
ხე–ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტები და უკანონოდ მოქმედი სახერხი–დანადგარები სამცხე–ჯავახეთში
ხე–ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტები და უკანონოდ მოქმედი სახერხი–დანადგარები სამცხე–ჯავახეთში
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის სამმართველოს თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტები გამოავლინეს და უკანონოდ მოქმედი სახერხი–დანადგარები აღმოაჩინეს ქალაქ ბორჯომში გადამოწმების მიზნით გაჩერებული იქნა მიკროავტობუსი, რომელიც დატვირთული იყო უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყით. აღნიშნული ავტომანქანა დაილუქა და გადაყვანილ იქნა ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში. ასევე, ბორჯომში სოფელ დაბაში, ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლის სათავსოში, უკანონოდ მოპოვებული 3 მ- 5 მ სიგრძის მრგვალი მორები აღმოაჩინეს. დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის სამმართველოს თანამშრომლებმა სახერხი-საამქროს რეგლამენტით გათვალისწინებული წესების დარღვევის კიდევ სამი ფაქტი გამოავლინეს ბორჯომისა და ადიგენის მუნიციპალიტეტებში. ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალდაბაში რეგისტრირებული სახერხი სამქროს ტერიტორიაზე ნაპოვნი იქნა უკანონოდ მოპოვებული მრგვალი მორი. აღნიშნული სახერხი საამქრო დაილუქა. ამავე მუნიციპალიტეტის სოფელ ყვიბისში ნანახი იქნა უკანონო სახერხი დაშლილ მდგომარეობაში, სადაც განთავსებული იყო პირველადი გადამუშავების პროდუქტი – ფიცარი. დანადგარი და ფიცარი კანონის შესაბამისად გადაიტანეს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში. კიდევ ერთი ფაქტი ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედუბანში გამოვლინდა. მოქალაქეს საცხოვრებელი სახლის ეზოში ჰქონდა განთავსებული სახერხი საამქრო, სადაც აღმოჩენილი იქნა პირველადი გადამუშავების პროდუქტი ფიცარი და უკანონოდ მოპოვებული მრგვალი მორი. განხორციელდა სახერხი საამქროს დემონტაჟი და გადატანილ იქნა ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში.
14:22 / 26.10.2015
ახალციხის რაიონულ სასამართლოში ,,სამართლიანი არჩევნების“ სარჩელის განხილვა გრძელდება
ახალციხის რაიონულ სასამართლოში ,,სამართლიანი არჩევნების“ სარჩელის განხილვა გრძელდება. დღეს მოპასუხე მხარემ,  მოსამართლეს ბოლო მტკიცებულებები წარუდგინა.  აღნიშნული  იმ საკვალიფიკაციო მოთხოვნათა ჩამონათვალს  ეხებოდა, რომელიც  კონკურსანტებისათვისაა გათვალისწინებული. ადმინისტრაციული სარჩელის განხილვას არ ესწრებოდა ,,სამართლიანი არჩევნების“ იურისტი. თათია ქინქლაძემ  სასმართლოს განცხადება გამოუგზავნა, სადაც სხდომაზე დაუსწრებლობის მიზეზი განმარტა და სხდომის გადადების თაობაზე მოსამართლეს  შუამდგომლობით მიმართა.  მოთხოვნა შალვა მჭედლიშვილმა დააკმაყოფილა.
17:56 / 23.10.2015
შსს–მ „ნაციონალების“ ოფისების შეღებვის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო
შსს–მ „ნაციონალების“ ოფისების შეღებვის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო
შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისების შეღებვის ფაქტებზე ადმინისტრაციული საქმის წარმოება უკვე დაიწყო. სამინისტროს  საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში აცხადებენ, რომ საქმეს კვალიფიკაცია საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების შემდეგ მიეცემა. შეგახსენებთ, რომ ახალციხესა და ასპინძაში „ნაციონალური მოძრაობის“ ოფიები გვიან ღამით, წითლად შეღებეს. პარტიის წარმომადგენლები  მომხდარს NDI-ს კვლევის შედეგებსა დაა რამდენიმე დღის წინ ,,ქართული ოცნების” აქტივისტების მიერ გამართულ საპროტესტო აქციას უკავშირებენ. ისინი არ გამორიცხავენ, რომ მსგავსი შემთხვევები კიდევ განმეორდება. ნაციონალები საქმის გამოძიებასა და დამნაშავეების იდენტიფიცირებისთვის მიმდინარე ტერიტორიაზე დამონტაჟებული ვიდეო კამერების ჩანაწერების გამოყენებას მოითხოვენ.
13:38 / 22.10.2015
გარდაცვლილი სარქის აკოფიანის ახლობლები საპროტესტო აქციებს აღარ გააგრძელებენ
ახალქალაქში გარდაცვლილი სარქის აკოფიანის ოჯახის წევრები და ნათესავები ბრალდებულების გასამართლებას და  მკაცრად დასჯას ითხოვენ. მათ დღეს აქციები სასამართლოსთან, პროკურატურასთან და სამმართველოს შენობასთან გამართეს. აკოფიანის ახლობლები სამმართველოს უფროსს თეიმურაზ კალანდაძესაც შეხვდნენ. „ჩვენ აღარ გავჩუმდებით“, “სამცხე-ჯავახეთში სამართლიანობას მოვითხოვთ“, „სამცხე-ჯავახეთში სამართლადამცავი ორგანოები, სამმართველო და პროკურატურა მოქრთამულია“-ამ შინაარსის ტრანსფარანტებით, ახალქალაქში მოკლული სარქის აკოფიანის ახლობლებმა აქცია ჯერ ახალციხის რაიონულ სასამართლოსთან, შემდეგ კი პროკურატურასთან და სამხარეო მთავარ სამმართველოსთან გამართეს. ისინი  ბრალდებული იგიტიანის, ნალბანდიანისა და კარაპეტიანისთვის ბრალდების შეცვლას მოითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში რეგიონსა და დედაქალქში აქციებით იმუქრებიან.
21:26 / 21.10.2015
სამმართველოს უფროსი აკოფიანის ნათესავებს დახურულ კარს მიღმა ესაუბრება
სამმართველოს უფროსი აკოფიანის ნათესავებს დახურულ კარს მიღმა ესაუბრება
 სარქის აკოფიანის ოჯახის წევრები და ნათესავები საპროტესტო აქციას სამცხე–ჯავახეთის სამხარეო მთავარ სამმართველოსთან აგრძელებენ. “მეცხრე არხის” კორესპონდენტი იტყობინება, რომ ამ წუთებში სამმართველოს უფროსი გარდაცვლილის დასა და დიშვილს  ხვდება. რაზე ესაუბრება თეიმურაზ კალანდაძე აკოფიანის ოჯახის წევრებს, მედიისთვის უცნობია. შეგახსენებთ, რომ გარდაცვლილის ნათესავები ბრალდებულების გასამართლებას და  მკაცრად დასჯას ითხოვენ. ისინი ტრანსფარანტებით ჯერ ახალციხის რაიონულ სასამართლოსთან შეიკრიბნენ, შემდეგ კი პროკურატურასთან გადაინაცვლეს. ამ წუთებში, აქცია სამცხე–ჯავახეთის სამხარეო მთავარ სასამმართველოსთან მიმდინარეობს.
15:22 / 21.10.2015
,,სამცხე–ჯავახეთში სასამართლო და პროკურატურა მოქრთამულია“ – საპროტესტო აქცია ახალციხეში
,,სამცხე–ჯავახეთში სასამართლო და პროკურატურა მოქრთამულია“ – საპროტესტო აქცია ახალციხეში
        აქცია ახალციხის რაიონულ სასამართლოსთან და პროკურატურასთან. გარდაცვლილი სარქის აკოფიანის ოჯახის წევრები და ნათესავები ბრალდებულების გასამართლებას და  მკაცრად დასჯას ითხოვენ. ,,სამცხე–ჯავახეთში სასამართლო და პროკურატურა მოქრთამულია,“  ,,გავაგრძელებთ ბრძოლას რეგიონში სამართლიანობის აღსადგენად“ – ამ შინაარსის ტრანსფარანტებით 30–მდე ადამიანი ჯერ სასამართლოსთან შეიკრიბა, სადაც აკოფიანის დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებული სამი პირის გასამართლება მკვლელობაში თანამონაწილეობის მუხლით  მოითხოვეს. სასამართლოს შემდეგ აქციამ პროკურატურასთან გადაინაცვლა, სადაც პროკურორის არყოფნის გამო გადადებულ  სასამართლო სხდომას აპროტესტებენ. ამ წუთებში, აქციის მონაწილეები აპირებენ, რომ სამცხე–ჯავახეთის სამხარეო მთავარ სასამმართველოსთან გადაინაცვლონ.
13:58 / 21.10.2015
ახალციხის მუნიციპალიტეტში ხე–ტყის უკანონო გადაზიდვის 4 ფაქტი აღკვეთეს
ახალციხის მუნიციპალიტეტში ხე–ტყის უკანონო გადაზიდვის 4 ფაქტი აღკვეთეს
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის სამმართველოს თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ოთხი ფაქტი გამოავლინეს. ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ანში გადამოწმების მიზნით შეჩერებული იქნა სატვირთო ავტომანქანა. დადგინდა, რომ მძღოლი მოპოვებული 7 მ3 ფიჭვის სახეობის მრგვალი მორის ტრანსპორტირებას უკანონოდ ახორციელებდა . უკანონოდ მოპოვებული 17 ცალი 3მ სიგრძის მრგვალი მორის ტრანსპორტირებას ახდენდა სამართალდამრღვევი ახალციხის სოფელ აგარაშიც. ასევე, გადამოწმების მიზნით იქნა გაჩერებული სოფელ თისელში სატვირთო ავტომანქანა, რომელიც  2მ3 პირველადი გადამუშავების პროდუქტის ფიცარის ტრანსპორტირებას შესაბამისი დოკუმენტაციის გარეშე ახდენდა. სოფელ თისელშივე გამოვლინდა კიდევ ერთი ფაქტი. სამართალდამრღვევს გადაჰქონდა 3,7 მ3 პირველადი გადამუშავების პროდუქტი – ფიცარი. მას არ ჰქონდა შესაბამისი დოკუმენტაცია. აღნიშნული ავტომანქანები დაილუქა. შედგენილია შესაბამისი აქტები.
12:40 / 21.10.2015
რა გავლენას ახდენს წამების ამსახველი კადრების ჩვენება საზოგადოებაზე?
წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ამსახველი კადრები ინტერნეტ სივრცეში კიდევ ერთხელ გავრცელდა. ვიდეოჩანაწერის გასაჯაროვებამ, ისევე როგორც სამი  წლის წინ, ამჯერადაც საზოგადოების დიდი ნაწილის აგრესია გამოიწვია. რატომ ხდება წამების ამსახველი ვიდეო პერიოდულად ყველასთვის ხელისაწვდომი და როგორ მოქმედებს იგი რიგით ადამიანზე, რომელსაც მასალის ნახვა  სოციალურ ქსელში დაუბრკოლებლად შეუძლია – ფსიქოლოგებისა და სამოქალაქო სექტორის შეფასებები ფსიქოლოგიური ასპექტების შესახებ. ბოლო დღეების განმავლობაში, ადამიანის წამების ამსახველ ე.წ ,,ციხის კადრებზე“, საზოგადოება კიდევ ერთხელ ალაპარაკდა. ჩანაწერი, რომელიც პირველად 2012 წლის 18 სექტემბერს გასაჯაროვდა, საზოგადოების აგრესიის მიზეზი გახდა. სამი წლის შემდეგ, მსგავსი ვიდეო კვლავ გავრცელდა, ოღონდ ამჯერად უკრაინული ვიდეოპორტალის საშუალებით.
23:11 / 20.10.2015
არალსა და საკირეში უკანონოდ მოქმედი სახერხი დანადგარები და მორები აღმოაჩინეს
არალსა და საკირეში უკანონოდ მოქმედი სახერხი დანადგარები და მორები აღმოაჩინეს
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის სამმართველოს თანამშრომლებმა ხე-ტყით უკანონო სარგებლობის ფაქტი გამოავლინეს. ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ არალში რეგისტრირებული ერთ-ერთი სახერხი საამქროს ტერიტორიაზე ნანახი იქნა ავტომანქანა, რომლის ძარაზეც განთავსებული იყო უკანონოდ მოპოვებული მრგვალი მორი. სახერხის ტერიტორიაზე ასევე განთავსებული იყო პირველადი გადამუშავების პროდუქტი ფიცარი. აღნიშნული ავტომანქანა და სახერხი დანადგარი დაილუქა. უკანონოდ მოქმედი სახერხი საამქრო აღმოაჩინეს ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ საკირეშიც. უკანონო სახერხი საამქრო სამართალდამრღვევს საცხოვრებლის ეზოში არსებულ ავტოფარეხში ჰქონდა განთავსებული  ადგილზე ასევე ნანახი იქნა უკანონოდ მოპოვებული მრგვალი მორი. აღნიშნული სახერხი საფინანსო სააგენტოში გადაიტანეს. შედგენილია შესაბამისი აქტები.
13:26 / 20.10.2015
ახალციხეში “ნაციონალური მოძრაობის” ოფისთან მომხდარზე შსს-მ გამოძიება დაიწყო
ახალციხეში “ნაციონალური მოძრაობის” ოფისთან მომხდარზე შსს-მ გამოძიება დაიწყო
 ახალციხეში “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ოფისთან მომხდარზე შსს-მ გამოძიება დაიწყო. როგორც, “მეცხრე არხთან”  შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელი თეა მიხანაშვილი აცხადებს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 226-ე მუხლით მიმდინარეობს.  აღნიშნული  ჯგუფური მოქმედების ორგანიზებას გულისხმობს, რომელიც  საზოგადოებრივ წესრიგს  არღვევს.  ქმედება ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე,  გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ან თავისუფლების შეზღუდვით ვადით სამ წლამდე. შეგახსენებთ, რომ  “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ახალციხის ოფისში “ქართული ოცნების” წარმომადგენლებმა კარები აჭედეს. აქციის 30–მდე წევრი ოპოზიციური პარტიის  წევრებ მოუწოდებდნენ ტერიტორია დატოვებინათ. აქციის მონაწილეები აცხადებდნენ, რომ აქტივისტები აღნიშნულისთვის  ხაშურიდან და ბორჯომიდან შეიკრიბნენ.
19:02 / 19.10.2015
სოფელ ყვიბისში უკანონოდ მოპოვებული მორები აღმოაჩინეს
სოფელ ყვიბისში უკანონოდ მოპოვებული მორები აღმოაჩინეს
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის სამმართველოს თანამშრომლებმა ბორჯომის რაიონის სოფელ ყვიბისში უკანონოდ მოპოვებული 6 ცალი 6 მ სიგრძის მრგვალი მორი აღმოაჩინეს. აღნიშნულთან დაკავშირებით შედგენილია შესაბამისი აქტი.
13:48 / 19.10.2015
პოლიციელების თავდასხხმაში ბრალდებულებს გირაო – 50 000 ლარი შეეფარდათ
ახალციხეში, ოთხ ახალგაზრდას, სამართალდამცავი ორგანოები პოლიციელების თავდასხმაში ედავებიან. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, დღეს, 17 ოქტომბერს, ახალციხის რაიონულ სასამართლოში პროცესი გაიმართა. მართლმსაჯულების ორგანომ ოთხივე მათგანს აღკვეთი ღონისძიების სახით გირაო 50 000 ლარის ოდენობით შეუფარდა. საქმის ძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353–ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც პოლიციელზე თავდასხმასა და ჯანმრთელობის ხელყოფას გულისხმობს, რომელიც 7–11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 
01:02 / 18.10.2015
შალვა აბულაძის საქმეზე ის სტუდენტი დაიკითხა, რომელმაც ძებნილი შეიფარა
ორი  პოლიციელის  მკვლელობაში ბრალდებულის სასამართლო სხდომა დღეს ისევ მოწმეების დაკითხვით გაგრძელდა. სხდომაზე მხარეებმა ბორჯომისა და თბილისის ეპიზოდები განიხილეს. პროცესზე ის თბილისელი სტუდენტიც დაიკითხა, რომელმაც  ძებნილი აბულაძე შეიფარა. რატი გელბახიანმა განაცხადა, რომ ბრალდებულის ვინაობა არ იცოდა.  ასევე, დაიკითხა, ბორჯომში გარდაცვლილი პოლიციელის გიორგი ბერუაშვილის მეუღლე ნატალია ხუციშვილი.
21:29 / 16.10.2015
კანონდარღვევის ფაქტები ახალციხესა და ბორჯომში
კანონდარღვევის ფაქტები ახალციხესა და ბორჯომში
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის სამმართველოს თანამშრომლებმა ახალციხის მუნიციპალიტეტში, გადამოწმების მიზნით, მიკროავტობუსი გააჩერეს. დათვალიერების შედეგად დადგინდა, რომ ავტომანქანა  უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყით იყო დატვირთული. აღნიშნული ავტომანქანა დალუქეს და საფინანსო სააგენტოში გადაიყვანეს. გარდა ამისა, სამმართველოს თანამშრომლებმა უკანონოდ მოქმედი სახერხი საამქრო გამოავლინეს ბორჯომში, სოფელ ყვიბისიში. მოქალაქეს სახერხი საამქრო საცხოვრებელი სახლის ეზოში ჰქონდა განთავსებული. აღმოჩენილი იქნა ასევე, უკანონოდ მოპოვებული მრგვალი მორი. სამმართველოს თანამშრომლებმა სახერხი საამქროს დემონტაჟი განახორციელეს.
14:03 / 15.10.2015
კარტოფილით დაფარული ფიცრები,  მოქალაქეს ადიგენში უკანონოდ გადაჰქონდა
კარტოფილით დაფარული ფიცრები, მოქალაქეს ადიგენში უკანონოდ გადაჰქონდა
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის სამმართველოს თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს. ადიგენის მუნიციპალიტეტში, გადამოწმების მიზნით გაჩერებული იქნა სატვირთო ავტომანქანა, რომლის ძარაზეც განთავსებული იყო პირველადი გადამუშავების პროდუქტი – ფიცარი. სამართალდამრღვევი ტრანსპორტირებას  შესაბამისი დოკუმენტაციის გარეშე ახდენდა. კანონდარღვევის შენიღბვის მიზნით, მოქალაქეს ფიცრები კარტოფილით ჰქონდა დაფარული. ავტომანქანა გადაყვანილი იქნა საფინანსო სააგენტოში. ასევე, სამმართველოს თანამშრომლება, ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალდაბაში ტყის ბუდეში უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყე აღმოაჩინეს. შედგენილია შესაბამისი აქტი.
13:31 / 13.10.2015
სხვა სტატიები
ამინდი
ახალციხე 9 °C
img
ახალქალაქი 7 °C
img
ასპინძა 7 °C
img
ადიგენი 15 °C
img
ბორჯომი 10 °C
img
თბილისი 16 °C
img
აბასთუმანი 6 °C
img
ბაკურიანი 5 °C
img
ნინოწმინდა 7 °C
img
ვალუტა
AMD
AMD
1000
7.1187
EUR
EUR
1
3.1202
RUB
RUB
100
3.4423
TRY
TRY
1
0.0696
USD
USD
1
2.7315
კალენდარი
«« დეკემბერი  »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31 1234
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.

hacklink hack forum hacklink film izle hacklink Marsbahis girişhttps://w88fm.top/marsbahislink vao w88 moi nhatantep escortramadabethttps://12betno1.help/메이저놀이터pornoAnadolu Yakası Escortmanga okumanga scansDeneme Bonusu Veren Siteler 2025olimpos casinoikasbetwww.giftcardmall.com/mygiftwww.giftcardmall.com/mygiftwww.giftcardmall.com/mygift activategrandpashabetramadabetcasibom güncel girişfree live tv streamingบาคาร่า1 tv liveสล็อตเว็บตรงสล็อตAI 검사기Tahliye planıviagrajojobetjojobetdizipaltürk ifşa킹콩티비tipobetmatadorbet스마일퀄리티betlikematbetmatadorbetmatadorbet girişmatbethuqqabetสล็อตเว็บตรงmatbetgorabet girişcasibomonwin girişJojobetmilanobetmilanobetStreameastfixbetmatbettimebettimebettimebetcasibomcasibomistanbul escort telegramcasibomcasibompusulabetbetsmovebetofficebetoffice영문주소casibomสล็อตBetigma girişcasibomBetigmazirvebetgoogleрейтинг казинорейтинг онлайн казиноholiganbet 1182jojobetrekabetStreameastbahis siteleri 2025jojobetgiftcardmall/mygiftwww.giftcardmall.com/mygiftpusulabetgrandpashabetcasibomcasibom girişjojobetholiganbet 1182www.giftcardmall.com/mygiftwww.giftcardmall.com/mygiftCasibomwww.mcgift.giftcardmall.com balancewww.mcgift.giftcardmall.com balancetm menards loginnerobetholiganbet girişjojobetcasibomcasibomcasibom girişcasinolevantjojobetbetpas girişsahabet girisumzugsfirma wienkralbethttps://vozolturkiyedistributoru.com/casibom9022Casibom GirişdizipalperabetrealbahisrealbahiskulisbetbetwoonpusulabetMarsbahisizmir escort telegramMeritking Girişcasibomjojobetgiftcardmall/mygiftbetlikekingbet188 slotbetparkdeneme bonusu veren sitelerвсе казиноcasibom1xbet girişdinamobetmatbetPadişahbetcasinolevantsekabet giriş güncelmarsbahisextrabetmatbetjojobet girişiptv satın almatbetjojobet girişbetnanojojobet