ჩემს ადგილზე ყოფნას მათ ადგილზე ყოფნა ჯობია - Traveler.ge-ს დამფუძნებელი
ტურისტული კომპანია Traveler.ge-ს დამფუძნებელი შალვა ბოლოთაშვილი შატილში მომხდარ ავტოკატასტროფას Facebook-ის პირად გვერდზე ეხმაურება.
ცნობილია, რომ საბედისწერო ტურის ორგანიზატორი სწორედ ტურისტული კონპანია Traveler.ge იყო.
,,სიცოცხლე დამთავრდა ჩემთვისაც. გამანადგურა ამ ტრაგედიამ. ჩემს ადგილზე ყოფნას მათ ადგილზე ყოფნა ჯობია.. აღარ არის ჩემი საუკეთესო მეგობარი სერგო. ვეღარასოდეს ვნახავ ჩემს უსაყვარლეს ნუცის და ხატიას. 17 ადამიანის სიცოცხლე, რომელთაც ჩემი დარჩენილი ცხოვრებაც გაჰყვა. ყველაფერი დამთავრდა, ასეთი ყოფილა ჩემი დასასრულიც" - წერს შალვა ბოლოთაშვილი.
შატილში მომხდარ ტრაგიკულ ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით პირველი განცხადება გამოაქვეყნა თავად ტურისტულმა კომპანიამაც. წერენ, რომ საგამოძიებო უწყებასთან თანამშრომლობენ და ტრაგედიის მიზეზის დასადგენად უწყებას ყველა დეტალს მიაწვდიან.
შეგახსენებთ, რომ 23 აგვისტოს ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის 64-ე კილომეტრზე სამგზავრო მიკროავტობუსი, დაახლოებით, 80 მეტრის სიმაღლიდან კლდოვან ფერდობზე გადავარდა. მომხდარის შედეგად, 17 ადამიანი გარდაიცვალა. მძიმედ დაშავდა 3 მოქალაქე, რომლებიც პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს, სამივე მათგანი რეანიმაციაშია მოთავსებული.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო.
ტრაგედიის გამო 25 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა.