საზოგადოება
ბორჯომში სახელმწიფო ქონება აუქციონზე 628 000 ლარად გაიყიდა
საქართველოს მთავრობამ პროგრამის „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს", რიგით მე-3 აუქციონზე 128 სახელმწიფო ქონებიდან მხოლოდ 13 გაიყიდა, აქედან ერთი სამცხე-ჯავახეთში მდებარეობს.
ბორჯომის მუნიციპალიტეტში, დაბა ახალდაბაში, ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე მდებარე 41 625 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული N1-N4 (დანგრეული) და N5 (აუზი) შენობა-ნაგებობები 628 000 ლარად გაიყიდა. აუქციონის დაწყებამდე მისი საწყისი ფასი 625 000 ლარი იყო.
მე-3 აუქციონზე გაყიდული ქონებიდან მიღებულმა შემოსავალმა 3 942 000 ლარი შეადგინა, საწყისი ფასი კი 3 886 000 ლარი იყო.
ჯამში, აუქციონზე 128 ქონება იყო გამოტანილი, აქედან 15 სამცხე-ჯავახეთში მდებარეობს. ჩამონათვალი ნახეთ აქ:
გააზიარეთ :