ახალციხეში საქართველო-ევროკავშირის საინფორმაციო კამპანია ჩატარდება
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე პეტრე კანკავა და ექსპერტი გოგიტა ღვედიშვილი შეხვედრებს სამცხე-ჯავახეთის რეგიონში გამართავენ.
სტუმრები ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის საკითხებზე, ასევე საქართველო- ევროკავშირის თანამშრომლობაზე ისაუბრებენ.
სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტებთან და პროფესორ-მასწავლებლებთან შეხვედრა 22 მარტს, 13:00 საათზე გაიმართება. შემდეგ კი სტუმრები ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს, სამხარეო ადმინისტაციაში შეხვდებიან.
კამპანია რამდენიმე ეტაპს ითვალისწინებს: საინფორმაციო შეხვედრებს რეგიონებში, ვიდეო-რგოლებისა და მინი-ფილმების ჩვენებას, კონკურსის "გა-მოხატეევროპა" მიმდინარეობას. კამპანიის მიზანი ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობების, ასევე საქართველოსთვის ახალი შესაძლებლობების შესახებ საზოგადოების ინფორმირებაა.
საინფორმაციო კამპანია მაისის ბოლომდე გაგრძელდება და ის მთელ საქართველოს მოიცავს. შეხვედრის ორგანიზატორი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრია.
მოწვეული ექსპერტები და საქართველოს ხელისუფლებისა და საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენლები მოსახლეობას და მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებს ხვდებიან.