სხვადასხვა
ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზის ხულოს მონაკვეთზე მოძრაობა პარალიზებულია
ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზის ხულოს მონაკვეთზე მოძრაობა პარალიზებულია
ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზის 84-ე კილომეტრის ხულოს მონაკვეთზე მოძრაობა პარალიზებულია. სოფელ დიაკონიძეების გზაზე მეწყერი ჩამოწვა. მძღოლების განცხადებით, გზის გაწმენდას ისინი უკვე რამდენიმე საათია ელოდებიან. ადგილზე მობილიზებულია სამაშველო სამსახური რომლებიც, მგზავრების შემოვლითი გზით გადაყვანას უზრუნველყოფენ. ინფორმაციას “პირველი რადიო” ავრცელებს.
19:25 / 22.12.2015
ახალციხელები 2015 წელს აჯამებენ
ახალციხელები 2015 წელს აჯამებენ. ადგილობრივები „მეცხრე არხთან“ მიმდინარე წელს განვითარებული მოვლენების დადებით და უარყოფით მხარეებზე   საუბრობენ. მათი თქმით, ქალაქში კეთილმოწყობის სამუშაოები განხორციელდა, წლის განმავლობაში სხვადასხვა სახის კულტურული ღონიძიება  ჩატარდა, თუმცა მოუგვარებელი დარჩა სოციალური და ინფრასტრუქტურული პრობლემები. ადგილობრივები  ხელისუფლებას  ურჩევენ აღნიშნული,  მომავალ წელს გაითვალისწინონ. ქალაქის მოსახლეობა „მეცხრე არხთან“ მიმდინარე წელს აფასებს. ახალციხელები, ქალაქში, ადგილობრივი ხელისუფლების მიერ, წლის ბოლოს განხორციელებულ, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებასა და ნაგვის ურნების დადგმას დადებითად აფასებენ, თუმცა ამბობენ, რომ ეს ძალიან მცირეა და მთავარი საკითხი სოციალური პრობლემების მოგვარებაა.
18:40 / 22.12.2015
22 დეკემბრის ,,ექოს" ანონსი
როგორ აფასებს მოსახლეობა 2015 წელს; ახალციხე საახალწლოდ ემზადება. ქალაქის მორთვა უკვე დაიწყო; სამოქალაქო განათლების პროგრამა „მომავლის თაობა“ შუალედურ ღონისძიებას მართავს;
12:47 / 22.12.2015
გენდერული თანასწორობა და ადრეული ქორწინება – დისკუსია ეთნიკური უმცირესობებისთვის
გენდერული თანასწორობის საკითხებსა და ადრეული ქორწინების პრობლემებზე იმსჯელეს დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში. მესამე საჯარო სკოლის ეთნიკურად სომეხ მოსწავლეებს, ქალთა ოთახის დირექტორი შეხვდა. ნინო რუხაძის თქმით, სტერეოტიპული შეხედულებები, საზოგადოების მსგავსად, ახალგაზრდებშიცაა. შეხვედრის მიზანი გენდერული ცნობიერების ამაღლება იყო. შეხვედრის მონაწილეებისთვის, ძალადობის თემაზე შექმნილი დოკუმენტური ფილმის – „ხმა ამოიღეთ!“ ჩვენება და დისკუსია მოეწყო. შეხვედრის ორგანიზატორი ახალციხის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრია.
12:21 / 22.12.2015
შალვა ხაჭაპურიძე: "განაჩენი კი არა, ეს იყო ვენდეტა შალვა აბულაძის წინააღმდეგ"
ერთი პოლიციელის მკვლელობისათვის, 4–ის მკვლელობის მცდელობისა  და იარაღის უკანონოდ შეძენა–შენახვა–ტარებისათვის სამუდამო პატიმრობა –  ეს განაჩენი ახალციხის რაიონულმა სასამართლომ შალვა აბულაძეს გამოუტანა. მოსამართლის  გადაწყვეტილებას შურისძიებად მიიჩნევს დაცვის მხარე. საქმის 8 თვიანი განხილვის შემდეგ, სასამართლომ შალვა აბულაძეს  საბოლოო განჩენი გამოუტანა. გოჩა ჯეირანაშვილის გადწყვეტილებით, აბულაძე ყველა წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ იქნა ცნობილი და თავისუფლების სამუდამოდ აღკვეთა მიესაჯა.
21:07 / 21.12.2015
ახალციხეში, ახალი ბინების გადაცემამ, დევნილთა ნაწილის უკმაყოფილება გამოიწვია
იძულებით გადაადგილებულ პირებს ახალციხეში საცხოვრებელი ფართი გადაეცათ. ბინის გასაღები მათ დევნილთა და განსახლების მინისტრმა და ახალციხის მერიის პირველმა პირებმა გადასცეს.  ფართის გადაცემის პროცესმა ხმაურის ფონზე ჩაიარა. დევნილთა ნაწილმა ბინები ვერ მიიღეს, რამაც მათი უკმაყოფილება გამოიწვია. ირმა ჩაკაბერია ახალ წელს ახალ საცხოვრებელ ფართში შეხვდება. ოთხსულიანი ოჯახის დიასახლისი  ოროთახიან ბინაში პირველად დევნილთა და განსახლების მინისტრთან ერთად შევიდა.
21:07 / 19.12.2015
დევნილ ოჯახებს ახალციხეში საცხოვრებელი ბინები გადაეცემათ
დევნილ ოჯახებს ახალციხეში საცხოვრებელი ბინები გადაეცემათ
იძულებით გადაადგილებულ პირებს ახალციხეში საცხოვრებელი ფართი გადაეცემათ. ბინის გასაღებს მათ დღეს დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი გადასცემს. ბინების გადაცემამდე იძულებით გადაადგილებულ პირთა შორის კენჭისყრა ჩატარდა, რომლის მეშვეობითაც გამოვლინდა, ვინ რამდენოთახიან ბინას და რომელ სართულზე მიიღებს. იძულებით გადაადგილებულ პირებს, საცხოვრებელი ფართი, რუსთაველის №113–ში მდებარე კორპუსში გადაეცემათ, რომელიც თანამედროვე სტანდარტებითაა აღჭურვილი. სამინისტროს მიერ რეაბილიტირებულ შენობაში სულ 66 ბინაა, აქედან 13 – ერთოთახიანია, 32 – ოროთახიანი და 21 – სამოთახიანი. შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ  შპს „სენმა“ განახორციელა. პროექტის სატენდერო ღირებულებამ 763 983 ლარი შეადგინა. კორპუსის რეაბილიტაცია 2014 წლის აპრილის თვეში დაიწყო. საცხოვრებელი ფართის გადაცემის თარიღმა, სხვადასხვა მიზეზით, რამდენჯერმე გადაიწია. 2012 წლიდან დღემდე, საქართველოს მასშტაბით, საცხოვრებელი ფართები საკუთრებაში უკვე 10 747 დევნილ ოჯახს გადაეცა.
12:04 / 19.12.2015
სამხარეო საკონსულტაციო საბჭომ რეგიონის განვითარების გეგმა განიხილა
სამხარეო საკონსულტაციო საბჭომ რეგიონის განვითარების გეგმა განიხილა
სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციაში სამხარეო საკონსულტაციო საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა, რომელსაც მხარის გუბერნატორი აკაკი მაჭუტაძე გაუძღვა. სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, სხდომაზე რეგიონის განვითარების სტრატეგიის 2015-2017 წლების განახლებული სამოქმედო გეგმის პროექტი განიხილეს. სამხარეო საკონსულტაციო საბჭოს წევრებს რეგიონის განვითარების სტრატეგიის განახლებული სამოქმედო გეგმის პროექტი სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაციის რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსმა მარინა გაჩეჩილაძემ წარუდგინა. პროექტი სამხარეო ადმინისტრაციისა და მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებით დაკომპლექტებული ხუთი სამუშაო ჯგუფის მიერ იქნა შემუშავებული. რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დასაფინანსებელი პროექტებიდან სავარაუდო ლიმიტების გათვალისწინებით 100 პროექტი შეირჩა, მათ შორის 2016 წელს 51, ხოლო 2017 წელს 49 პროექტი. საკონსულტაციო საბჭომ, ასევე იმსჯელა მუნიციპალიტეტების ბიუჯეტებიდან 2016-2017 წლებში დასაფინანსებელი 373 პროექტის შესახებ, თუმცა აღინიშნა, რომ პროექტების რაოდენობა, შესაძლოა გაიზარდოს. საბჭოს წევრები გაეცნენ სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი და რეგიონში ცენტრალური სახელმწიფო სტრუქტურების მიერ დაგეგმილი პროექტების გეგმას. სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, სამცხე-ჯავახეთის განვითარების სტრატეგიის განახლებული სამოქმედო გეგმა, განსახილველად საქართველოს რეგიონული განვითარების სამთავრობო კომისიას წარედგინება.
00:21 / 19.12.2015
23 დეკემბრის "ფერმერის საათის" ანონსი

მეცხოველეობაში ჯიშთა განვითარებას ფერმერები ხელოვნური განაყოფიერების გზით ცდილობენ.

21:22 / 18.12.2015
ადვოკატი შალვა აბულაძის ყველა ეპიზოდში გამართლებას მოითხოვს
შალვა აბულაძის საქმის განხილვა სრულდება. დღეს დასკვნითი სიტყვა სასამართლოს, დაცვის მახარემ წარუდგინა. ბრალდებულის ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე სხდომაზე ისევ არ გამოცხადდა, ამიტო მის მიერ გამოგზავნილი საბოლოო სიტყვა, მოსამართლის დანიშნულმა სახაზინო ადვოკატმა, ტარიელ ბალაბანიშვილმა წარადგინა. დასკვნით სიტყვაში ძირითადი დრო, ადვოკატმა ბორჯომის ეპიზოდსა და დაჭრილი პოლიციელის გიორგი მახარაშვილის ჩვენებას დაუთმო, სადაც განაცხადა, რომ მისი ჩვენება სიცრუეა და მოსამართლემ გადაწყვეტილების მიღებისას იგი არ უნდა გაითვალისწინოს.
20:57 / 18.12.2015
18 დეკემბრის ,,ექოს" ანონსი
რას შეცვლის საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზალიბერალიზაცია; ორი პოლიციელის მკვლელობაში ბრალდებულის საქმის სასამართლო განხილვა სრულდება; საფარაში დღეს ტაძრის დღესასწაულს – საბა განწმენდილის ხსენების დღეს აღნიშნავენ.
16:29 / 18.12.2015
აშშ–ს საელჩო მცირე გრანტების კონკურსს აცხადებს
აშშ–ს საელჩო მცირე გრანტების კონკურსს აცხადებს
აშშ–ს საელჩო დემოკრატიის კომისიის მცირე გრანტების პროგრამის კონკურსს აცხადებს. მასში მონაწილეობის მიღება არაკომერციულ, არასამთავრობო, საგანმანათლებლო და მედია ორგანიზაციებს შეუძლიათ. 2016 წლისათვის კომისია გრანტს მაქსიმუმ 24 000 დოლარის ოდენობით გასცემს. პროგრამისა და მცირე გრანტებისა შესახებ დღეს, 18 დეკემბერს, ახალციხის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში აშშ–ს საელჩოს საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების წარმომადგენლებმა პრეზენტაცია გამართეს. მათი თქმით, საელჩო თანხას რამდენიმე პრიორიტეტული მიმართულებით გასცემს. კერძოდ: სამოქალაქო ჩართულობა– სამოქალქო საზოგადოების ჩართვა გადაწყვეტილების მიღების პროცესში; სამოქალაქო განათლებისა და ადვოკატირების ხელშეწყობა; კრიტიკული აზროვნებისა და პრობლემის გადაჭრის უნარ–ჩვევების განვითარება ახალგაზრდებში; ქალების, უმცირესობების, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისა და სხვა ჯგუფების უფლებების დაცვა და ლიდერის უნარ–ჩვევების გაღრმავება; დემოკრატიული პროცესების განვითარების ხელშეწყობა; სხვა. საარჩევნო სისტემის ხელშეწყობა –ამომრჩევეთა მიუკერძოებელი განათლება; საზოგადოების ინფორმირებულობა საარჩევნო პროცესის შესახებ და აქტიური მონაწილეობის ხელშეწყობა, საარჩევნო პროცესის მონიტორინგი და დამკვირვებლების გადამზადება; სხვა. გარემოს  დაცვა – საზოგადოების ინფორმირება; გარემოსდაცვითი სათემო პროექტების ხელშეწყობა; ნარჩენების გადამუშავების წახალისება; სხვა. მასმედიის განვითარება მეტად ინფორმირებული და აქტიური საზოგადოებისათვის– ადგილობრივი პროგრამების გამრავალფეროვნება; პროფესიული ზრდის ხელშეწყობა; მედიის გამჭვირვალობა და უფლებების ადვოკატირება; ჟურნალისტური ეთიკის ხელშეწყობა; სხვა. პროექტები 2016 წლის 25 იანვრამდე მიიღება, მხოლოდ ინგლისურ ენაზე. სპეციალური აპლიკაციის შევსება შეგიძლიათ ვებ–მისამართზე: http://georgia.usembassy.gov  
16:24 / 18.12.2015
გენდერული თანასწორობის თემაზე ახალციხეში შეხვდრა გაიმართა
რა არის გენდერული თანასწორობა, როგორ უნდა მოხდეს მსგავსი პრობლემების აღმოფხვრა და რა უნდა იცოდეს საზოგადოებამ გენდერზე – აღნიშნულ საკითხებზე დღეს ახალგაზრდებთან  შეხვედრა გაიმართა. ახალციხის მერიაში არსებული ქალთა ოთახის ხელმძღვანელმა ნინო რუხაძემ მონაწილეებს ის პრობლემები გააცნო, რომელიც საკითხთან დაავშირებით საზოგადოებაში ჩნდება. შეხვედრის ფარგლებში ფილმის ჩვენებაც მოეწყო, სადაც გადმოცემული იყო ძალადობასთან დაკავშირებული პრობლემები და ნაადრევი ქორწინების უარყოფითი მხარეები. 
23:06 / 17.12.2015
თამარ გოგოლაძე "მეცხრე არხის" ჟურნალისტს: "ბევრს ვითმენ–ხოლმე, მაგრამ მერე კარგი დარტყმა ვიცი"
მერიის მიერ, ქალაქის 2016 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებულ რეკომენდაციებს, საკრებულოს ბიუროები განიხილავენ. ქალაქის მერი „მეცხრე არხთან“ განმარტავს, რომ შენიშვნები ბევრი იყო, თუმცა ყველა მათგანის მიღება ვერ მოხერხდა. ქალაქის საკრებულოს  თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლისათვის დასმულ კითხვას თუ რა რეკომენდაციები გაითვალისწინა მერიამ, მისი  მხრიდან გაღიზიანება მოჰყვა. ქალაქის საკრებულოს  კომისიები ამ ეტაპზე, მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტის შესწორებულ ვარიანტს განიხილავენ, რომელიც მერიამ წარმომადგენლობით ორგანოს რამდენიმე დღის წინ გადაუგზავნა.
17:28 / 17.12.2015
ქალაქ ახალციხის საკრებულოში რიგგარეშე სხდომა გაიმართა
ქალაქ ახალციხის საკრებულოში რიგგარეშე სხდომა გაიმართა. დეპუტატებმა მიმდინარე წლის ბიუჯეტში ცვლილებების შეტანაზე იმსჯელეს, რომლის მიხედვითაც, ახალციხის სამუსიკო სკოლის პედაგოგებს ხელფასი 35 პროცენტით მოემატებათ. ახალციხის მერის განმარტებით, იგეგმება ქალაქში არსებული სხვა ა(ა)იპ–ების სახელფასო ანაზღაურების გაზრდაც. ცვლილებები შევიდა  სამშენებლო ინფრასტრუქტურის მოვლა–შენახვასთან დაკავშირებითაც.
21:27 / 16.12.2015
სტიქიით დაზარალებულებსა და სოციალურად დაუცველებს სამშენებლო მასალა გადაეცათ
ახალციხის მუიციპალიტეტის გამგეობამ, სტიქიით დაზარალებულ და სოციალურად დაუცველ მოსახლეობას, სამშენებლო მასალები გადასცა. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დღეს აწყურის, ტყემლანის და თისელის მოსახლეობას შეხვდნენ მათ სამშენებლო ბლოკი, ცემენტი  და თუნუქის ფურცელი გადასცეს. 81 ბენეფიციარისთვის, ადგილობრივი ბიუჯეტიდან 29 ათას ლარამდე გამოიყო.
19:18 / 15.12.2015
სამცხე–ჯავახეთში გაზმომარაგება დღესვე აღდგება
სამცხე–ჯავახეთში გაზმომარაგება დღესვე აღდგება
სამცხე–ჯავახეთში გაზმომარაგება დღესვე აღდგება. აღნიშნულის შესახებ “მეცხრე არხს” “ინტერგაზის” ხელმძღვანელმა ვასილ აბულაძემ განუცხადა. მისი განმარტებით, მარნეულში სამუშაოები ვადაზე ადრე დაასრულეს და შესაბამისად, ბუნებრივი აირის მიწოდება დღეს, 14 დეკემბერს აღდგება. შეგახსენებთ, რომ “საქართველოს გაზის ტანსპორტირების კომპანიამ” გაზმომარაგების შეზღუდვის შესახებ ინფორმაცია, 11 დეკემბერს გაავრცელა, რომლის თანახმადაც  ახალციხის, ასპინძისა და ახალქალაქის მუნიციპალიტეტებს ბუნებრივი აირის მიწოდება 4 დეკემბრის 05:00 საათიდან 15 დეკემბრის 15:00 საათამდე შეუწყდებოდათ.  კომპანიის ინფორმაციით, გაზმომარაგების დროებითი შეწყვეტის მიზეზი, მარნეულის განშტოებაზე დაგეგმილი სამუშაოები იყო.  
16:04 / 14.12.2015
ახალციხეში მაღაზია გაქურდეს
ახალციხეში მაღაზია გაქურდეს
ახალციხეში ტანსაცმლის მაღაზია “საუკეთესო არჩევანი” გაქურდეს. “მეცხრე არხის” ინფორმაციით წაღებულია მეპატრონე ნ.ლ–ს საფულე, რომელშიც 4 000 ლარზე მეტი თანხა იდო. შემთხვევა, 13 დეკემბერს დღის, 2-იდან ხუთ საათამდე მოხდა. ამ დროისათვის ტანსაცმლის  მაღაზია დაკეტილია. “მეცხრე არხთან” სატელეფონო საუბარში, მაღაზიის მეპატრონე ამბობს, რომ ქალაქში არ იმყოფება, პირად საქმეებზეა წასული და მაღაზიაც, ამიტომ დაკეტა. “საფულე ჩანთაში მქონდა, რომელიც დახლზე მედო. როდესაც ერთ–ერთი კლიენტისათვის ხურდა უნდა დამებრუნებინა, ვეძებე და ვერ ვნახე. არ ვიცი ვის შეიძლება წაეღო. საფულეში კრედიტისა და ნავაჭრი ფული მქონდა“–ამბობს ნ.ლ. მაღაზიის მეპატრონე, საგამოძოებო უწყებაში უკვე დაიკითხა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქმეზე ძიება, სისხლის სამართლის კოდექსის 177–ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს. ქურდობაში ბრალდებული დაკავებული ჯერ არ არის.
15:14 / 14.12.2015
სხვა სტატიები
ამინდი
ახალციხე 10 °C
img
ახალქალაქი 7 °C
img
ასპინძა 9 °C
img
ადიგენი 17 °C
img
ბორჯომი 11 °C
img
თბილისი 14 °C
img
აბასთუმანი 9 °C
img
ბაკურიანი 6 °C
img
ნინოწმინდა 7 °C
img
ვალუტა
AMD
AMD
1000
6.8978
EUR
EUR
1
2.8837
RUB
RUB
100
2.8914
TRY
TRY
1
0.0829
USD
USD
1
2.6755
კალენდარი
«« მაისი  »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.