სხვადასხვა
14 დეკემბრის ,,ექოს" ანონსი
როგორ იყოფა სამცხე–ჯავახეთი მაჟორიტარულ საარეჩევნო ოლქებად გადანაწილების კანონპროექტის მიხედვით; სამცხე–ჯავახეთის რეგიონს, ბუნებრივი აირი, ორი დღის განმავლობაში შეუწყდება; ტელეკომპანია ,,მე–9 არხის“ კორესპონდენტის მიერ, ევროკავშირის საკითხზე მომზადებულმა სიუჟეტმა, კონკურსში პირველი ადგილი დაიკავა.
13:05 / 14.12.2015
მესხეთში, ისტორიული ძეგლების სარეაბილიტაციო სამუშაოები, ნიკოლოზ ანთიძემ მოინახულა
მესხეთში, ისტორიული ძეგლების სარეაბილიტაციო სამუშაოები, ნიკოლოზ ანთიძემ მოინახულა
     საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა, ნიკოლოზ ანთიძემ, სამცხე-ჯავახეთში მდებარე ძეგლებზე, 2015 წელს სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში განხორციელებული ეტაპობრივი სარესტავრაციო-სარეაბილიტაციო სამუშაოები შეაჯამა. იგი ვარძიას ეწვია და ძეგლზე განხორციელებული სამუშაოები მოინახულა. 2015 წელს, სამონასტრო კომპლექსზე ჩატარდა არქეოლოგიური სამუშაოები, რის შედეგადაც გამოვლინდა ორი ახალი იარუსი (ათი გამოქვაბული, აქედან ორი დარბაზული ტიპის და სამეურნეო დანიშნულების ოთახები), ჩატარდა კლდის გამაგრებითი სამუშაოები, ნაშალი ქვისგან გაიწმინდა სამრეკლოს და „საპატარძლოს“ მიმდებარე ტერიტორია. დამთვალიერებელთა უსაფრთხოების მიზნით, გაკეთდა ქვის დამჭერი ბადე, მოეწყო ინფრასტრუქტურა და დასრულდა საერთაშორისო ინსტიტუტების მიერ (ლონდონის კურტოს ინსტიტუტი) ვარძიის ღვთისმშობლის ეკლესიის კედლის მხატვრობის წინასაპროექტო კვლევითი სამუშაოები. 2014 წელს, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ შეძენილ იქნა მეტეო და სეისმო სადგურები, რომელიც 2015 წელს დამონტაჟდა და მიმდინარეობს მონაცემთა დამუშავება. სამცხე – ჯავახეთის რეგიონში, ეტაპობრივი სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდა ასევე თისელის ეკლესიაზე, საფარისა და შორეთის სამონასტრო კომპლექსებზე.
13:54 / 13.12.2015
კარწახში, საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით, 10 პირი დააკავეს
შსს-ს სასაზღვრო პოლიციის საგამოძიებო-ოპერატიული მთავარი სამმართველოს, სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის და სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის ახალქალაქის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, მეორე სამმართველოს (ახალციხე) N6 სასაზღვრო სექტორის (კარწახი) დასაცავ მონაკვეთზე ერთობლივად ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით 10 პირი დააკავეს.
13:44 / 13.12.2015
13 დეკემბერი ანდრია პირველწოდებულისა და მეფე ვახტანგ გორგასლის ხსენების დღეა
13 დეკემბერი ანდრია პირველწოდებულისა და მეფე ვახტანგ გორგასლის ხსენების დღეა
     მართლმადიდებელი ეკლესია დღეს საქართველოს განმანათლებელის, წმინდა მოციქულ ანდრია პირველწოდებულისა და წმინდა მეფის, ვახტანგ გორგასლის ხსენების დღეს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით ტაძრებში წირვა-ლოცვა შესრულდა. წმინდა მოციქული ანდრია პირველწოდებული, პეტრე მოციქულის ძმა იყო. უფალმა მოციქულთა შორის პირველად ანდრიას მოუწოდა. ამიტომაც მას პირველწოდებული ეწოდა. საქართველოში წამოსვლამდე მას დედაღვთისამ  ამცნო, რომ წმ. ანდრიას უნდა ექადაგა ღვთისმშობლის წილხვედრ ქვეყანაში. მოციქული პირველად ქართლის ტერიტორიაზე, დიდაჭარაში შემოვიდა. მას თან ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიერ ბოძებული ხელთუქმნელი ღვთისმშობლის ხატი ჰქონდა. წმ. მოციქული ანდრია საბერძნეთის ქალაქ პატრაში ჯვარზე დაკიდებული აღესრულა. მის ხსენებას საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია ორჯერ აღნიშნავს. 12 მაისს წმინდანის საქართველოში შემოსვლის დღე აღინიშნება.        წმინდა მეფე ვახტანგ გორგასალი V საუკუნეებში მეფობდა. მისი მეფობის დროს საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ ავტოკეფალია მოიპოვა.
12:48 / 13.12.2015
12 დეკემბერი აბიბოს ნეკრესელის ხსენების დღეა
12 დეკემბერი აბიბოს ნეკრესელის ხსენების დღეა
მართლმადიდებელი ეკლესია წმიდა მღვდელმოწამე აბიბოს ნეკრესელის ხსენების დღეს აღნიშნავს. ამ დღეს ნეკრესში საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან უამრავი მომლოცველი იკრიბება და წმიდანს შემწეობას სთხოვენ. აბიბოს ნეკრესელი ერთი იმ “ასურელი მამათაგანია”, რომლებიც ქრისტიანობის გავრცელების მიზნით, საქართველოში VI საუკუნის შუა წლებში ჩამოვიდნენ  და აღმოსავლეთ საქართველოს სხვადასხვა კუთხეში არაერთი სავანე დააარსეს. ნეკრესელი თავდაპირველად  ზედაზნის მონასტერში მოღვაწეობდა, შემდეგ იოანე ზედაზნელის კურთხევით, ნეკრესში ჩავიდა და მოციქულებრივ ღვაწლს შეუდგა, სადაც ნეკრესის საეპისკოპოსო კათედრას განაგებდა. წმიდანის მღვდელმთავრობა საქართველოსათვის მძიმე პერიოდს დაემთხვა. ქვეყანაში ცეცხლთაყვანისმცემელი სპარსელები ბატონობდნენ. აბიბოს ნეკრესელი დადიოდა თავისი ეპარქიის სოფლებსა და დაბებში, მოსახლეობას ქრისტიანობას უქადაგებდა და სიმტკიცისკენ მოუწოდებდა. ერთხელ როცა მოგვები აიძულებდნენ ქართველებს, თაყვანი ეცათ ცეცხლისთვის, მათ წინაღმდეგ მკაცრად გაილაშქრა, წყალი დაასხა ცეცხლს და ჩააქრო. მღვდელმთავრის ასეთმა მოქცევამ სპარსელები განარისხა. მათ შეიპყრეს აბიბოსი, სასტიკად ცემეს და ცოცხალ-მკვდარი საპყრობილეში ჩააგდეს. სპარსეთის მარზპანმა აბიბოსი თავისთან დაიბარა და მისი წამება ბრძანა. ნეტარი აბიბოსი ჯალათებმა “ქვით განტვინეს, მოკლეს და განათრიეს გარეშე ქალაქსა”. ცხედარი უპატიოდ დააგდეს ცხოველთა და ფრინველთა საჯიჯგნად და მცველები მიუჩინეს, რომ ქრისტიანთაგან არავის წაესვენებინა და პატივით არ დაეკრძალათ.  ღამით რეხის მღვდლები და ბერები მივიდნენ და მღვდელმოწამის ცხედარი სამთავისის მონასტერში დიდი პატივით დაასაფლავეს. ქართლის ერისთავის, სტეფანოზის დროს მისი უხრწნელი ნაწილები სამთავსიდან მცხეთის სამთავროს მონასტერში გადაასვენეს და წმიდა ტრაპეზის ქვეშ დაკრძალეს.
14:40 / 12.12.2015
ჯიმშერ გოგოლაურმა ახალციხის მერის წინააღმდეგ, პროკურატურაში საჩივარი შეიტანა
ჯიმშერ გოგოლაურმა ახალციხის მერის წინააღმდეგ, პროკურატურაში საჩივარი შეიტანა
ჯიმშერ გოგოლაურმა ახალციხის რაიონულ პროკურატურაში, გიორგი კოპაძის წინააღმდეგ, საჩივარი შეიტანა. „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის“ წარმომადგენელი ახალციხის მერის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას მოითხოვს. გოგოლაურის თქმით, კოპაძემ თოქ–შოუ „დიალოგში“ მას ბრალი დასდო, რომ ძალოვან უწყებაში მუშაობის პერიოდში პატიმრებს აწამებდა და მათგან სასურველი ჩვენების მიღებას ძალისმიერი მეთოდებით ცდილობდა. საკრებულოს წევრი ძალოვან სტრუქტურებს საკითხით დაინტერესებისკენ მოუწოდებს. ახალციხის მერი გიორგი კოპაძე აღნიშნულზე კომენტარს არ აკეთებს. შეგახსენებთ, რომ „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის“ წევრისა და  ქალაქის მერის დაპირისპირება, 10 დეკემბერს გადაცემა „დილოგის“ პირდაპირ ეთერში, ახალციხის მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვას მოჰყვა.
18:36 / 11.12.2015
,,პატიმრებს ბოთლზე სვამდი" – ბრალდებისთვის დეპუტატი ახალციხის მერს პროკურატურაში უჩივის
ტელეკომპანია „მეცხრე არხის“ თოქ–შოუ „დიალოგში“ გაკეთებული განცხადების გამო, ჯიმშერ გოგოლაური ქალაქის მერს პროკურატურაში უჩივის. „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობიდან“  საკრებულოს დეპუტატის განცხადებით, გადაცემაში გიორგი კოპაძემ, მას ბრალი დასდო, რომ ძალოვან უწყებაში მუშაობის პერიოდში პატიმრებს აწამებდა და მათგან სასურველი ჩვენების მიღებას ძალისმიერი მეთოდებით ცდილობდა. ჯიმშერ გოგოლაური ამბობს, რომ ქალაქის მერისგან მის მიმართ, მსგავსი ბრალდება უკვე მეორედ გაისმა. იგი აღნიშნული საკითხით ძალოვანი უწყების დაინტერესებასა და გიორგი კოპაძის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას მოითხოვს. როგორც გოგოლაურმა „მეცხრე არხთან“ განაცხადა, კონსულტაციას ადვოკატთან გაივლის და პროკურატურას საჩივრით მიმართავს. „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის“ წევრისა და  ქალაქის მერის დაპირისპირება, 10 დეკემბერს, გადაცემა „დილოგის“ პირდაპირ ეთერში, ახალციხის მომავალი წლის ბიუჯეტის განხილვას მოჰყვა.
15:36 / 11.12.2015
11 დეკემბრის ,,ექოს" ანონსი
თოქ–შოუ ,,დიალოგში” გაკეთებული განცხადების გამო, ჯიმშერ გოგოლაურს, ახალციხის მერის წინააღმდეგ, პროკურატურაში საჩივარი შეაქვს; ბორჯომში, ინფექციური საავადმყოფოს ყოფილ შენობაში შესახლებულების პრობლემით, გედევან ფოფხაძე დაინტერესდა; მოქალაქეთა ჩართულობის საგრანტო პროგრამის პრეზენტაცია არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის.
14:57 / 11.12.2015
"ფერმერის საათი" – სასოფლო–სამეურნეო ბარათები

ახალციხის მუნიციპალიტეტის მასშტაბით, მიწების 90 % დამუშავებულია.

11:11 / 11.12.2015
ერთი გარდაცვლილი, ორი მოწამლული – უბედური შემთხვევა ახალქალაქში
ერთი გარდაცვლილი, ორი მოწამლული – უბედური შემთხვევა ახალქალაქში
ბუნებრივი აირის გაჟონვის გამო, ერთი ადამიანი გარდაიცვალა, ორი კი მოიწამლა. უბედური შემთხვევა ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კულიკამში, 9 დეკემბერს მოხდა. ახალქალაქის მუნიციპალიტეტის გამგებლის, ედუარდ აღასარიანის თქმით, ორივე დაზარალებულს პირველადი დახმარება რაიონულ საავადმყოფოში აღმოუჩინეს, რის შემდეგაც ისინი თბილისში გადაიყვანეს. მათი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. შსს–ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში ამბობენ, რომ გამოძიება სსკ–ის 240 მუხლით მიმდინარეობს, რაც უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.
14:10 / 10.12.2015
კაპანაძეების ოჯახი დახმარებას ითხოვს
ახალციხეში  მცხოვრებ 34 წლის ქალბატონს ორი საშიში ინფექციური დაავადება დაუდგინდა. კაპანაძეების ოჯახი ჯანდაცვის სამინისტროსგან, ხელისუფლებისგან  და რიგითი ადამიანებისგან დახმარებას ითხოვს. მათ დასახმარებლად, საქართველოს ბანკში გახსნილია ანგარის ნომერი : GE23BG0000000340502600, მიმღები ლალი კაპანაძე.
23:04 / 09.12.2015
9 დეკემბრის ,,ექოს" ანონსი
პირველი საჯარო სკოლის მოსწავლეები ორ სკოლაში გადაანაწილეს. სასწავლო დაწესებულებაში რემონტი იწყება; ახალციხის ენერგეტიკის, მდგრადი განვითარების გეგმის პრეზენტაცია რაბათის საკონფერენციო დარბაზში; ხუთი თვის წინ მომხდარი შემთხვევის დროს დაზარალებული თემურ კაპანაძე სამშენებლო კომპანიას უყურადღებობაში ადანაშაულებს.
13:21 / 09.12.2015
ურავლის გზის დამეწყრილი მონაკვეთი მოიხრეშება
ახალციხე–ურავლის საავტომობილო გზაზე, რომელიც შემოდგომით მეწყერმა დააზიანა, ადგილობრივი თვითმმართველობა, სარეაბილიტაციო სამუშაოებს გეგმავს. როგორც ინფრასტრუქტურის სამსახურში განმარტავენ, არსებობს რეალური საშიშროება, რომ  გზის ქვეშ არსებული სასმელი წყლის მილი დაზიანდეს, ამიტომ, პირველ ეტაპზე, მიწისგან მისი გათავისუფლება მოხდება. აღნიშული მილი, სასმელი წყლით, ქალაქ ახალციხეს, სოფელ ივლიტას, მინაძესა და ჭაჭარაქს ამარაგებს. გზის დაზიანებული მონაკვეთის ვიზუალური დათვალიერება, გარემოს დაცვის სამინისტროს გეოლოგების ჯგუფმა განახორციელა, დეტალურად კი კერძო საპროექტო კომპანიამ შპს ,,საქგზა მეცნიერებამ“ შეისწავლა.
15:34 / 08.12.2015
8 დეკემბრის ,,ექოს" ანონსი
ადგილობრივი თვითმმართველობის გეგმები ურავლის გზაზე; ახალციხის გამგეობას, მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტში, ცვლილებები არ შეაქვს; ახალციხის ცენტრალური ბიბლიოთეკა 120 წლისაა.  
14:18 / 08.12.2015
სასამართლომ ადიგენის გამგეობის ყოფილი თანამშრომლების სარჩელის განხილვა დაიწყო
ახალციხის რაიონულმა სასამართლომ, ადიგენის გამგეობის ყოფილი თანამშრომლების სარჩელის განხილვა დაიწყო. მოსამზადებელ  სხდომაზე მოსარჩელემ გამგეობის წინააღმდეგ პრეტენზიები კიდევ ერთხელ გამოთქვა. იქიდან გამომდინარე, რომ სარჩელში რატი ტატალაშვილი და ჯემალ იაკობაძე სამსახურში აღდგენას ითხოვენ, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მესამე პირის ჩართვაც გახდა საჭირო. ამიტომ შემდეგ სასამართლო სხდომებს ადგიგენის გამგებლის მოქმედი მოადგილეები და საფინანსო–საბიუჯეტო სამსახურის უფროსიც დაესწრებიან. შემდეგი სხდომა 23 დეკემბერს ჩაინიშნა.
12:31 / 08.12.2015
,,ხმა ამოიღეთ!" – ახალციხეში ფილმის ჩვენება მოეწყო
„ხმა ამოიღეთ!“ – ამ სახელწოდების ფილმის ჩვენება დღეს ახალციხეში მოეწყო. იგი ქალთა ძალადობის წინააღმდეგ იყო მიძღვნილი. 45 წუთიანი დოკუმენტური მასალა რეალურ ფაქტებს შეიცავდა, სადაც ძალადობის შესახებ, საკუთარ ისტორიებს თავად მსხვერპლი ქალები ჰყვებოდნენ. ფილმში ნაჩვენები იყო საზოგადოების წევრთა სხვადასხვა მოსაზრება, თუ როგორ უნდა მოიქცეს ქალი, როცა მასზე ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლა ხორციელდება. შეხვედრის მეორე ნაწილში თემის გარშემო დისკუსია მოეწყო. ფილმის ჩვენება ქალთა და გოგონათა ძალადობის წინააღმდეგ დაწყებული 16 დღიანი აქციის, სახელწოდებით, „ფორთოხლისფერი მსოფლიო, შეაჩერე ძალადობა გოგონებისა და ქალების წინააღმდეგ“ ფარგლებში მოეწყო.
21:11 / 07.12.2015
ებრაელი ხალხი ხანუქას დღესასწაულის დაწყებას აღნიშნავს
ებრაელი ხალხი ხანუქას დღესასწაულის დაწყებას აღნიშნავს
ებრაელი ხალხი ხანუქას დღესასწაულის დაწყებას ზეიმობს. ეს დღე, აღინიშნება ახალციხეში მდებარე უძველეს სინაგოგაშიც, სადაც ეთნიკური ებრაელების სიმცირის გამო, მხოლოდ მენორაზე სანთლის დანთებით შემოიფარგლნენ. დღესასწაულს რვა დღის განმავლობაში ზეიმობენ და სიმბოლურად ყოველდღე მენორაზე თითო სანთელს ამატებენ. ხანუქას დღესასწაული ძვ. წ. II საუკუნეში დაწესდა და იგი მცირერიცხოვანი მაქაბელი ებრაელების მტრის ურიცხვ ლაშქარზე გამარჯვებას უკავშირდება, ბრძოლის დასრულების შემდეგ ებრაული ტაძარი გაიწმინდა და მსახურება აღდგა. სწორედ ამიტომ ხანუქა სინათლის სიბნელეზე, სიკეთის ბოროტებაზე, სამართლიანობის უსამართლობაზე გამარჯვების სიმბოლოა. ხანუქას ებრაელი ხალხი ბერძნებისგან შეურაცხყოფილი ტაძრის განახლების გასახსენებლად და იმ სასწაულის აღსანიშნავად ზეიმობს, რაც დავითის ტაძარში მოხდა. ისტორიული მონაცემებით ებრაელები ახალციხეში, კერძოდ კი რაბათში 1700 წლიდან მკვიდრდებიან. მათი გადინება ისრელში მეოცე საუკუნიდან დაიწყო. სირთულეების მიუხედავად, ხანუქას ახალციხელი ებრაელები წლების განმავლობაში ზეიმობდნენ. საბჭოთა რეჟიმის პერიოდში, მაშინ, როდესაც ნებისმიერი აღმსარებლობის ადამიანს ღვთისმსახურებას უკრძალავდნენ, მრავალწლიანი ტრადიციის დაცვა მათ მაინც შეძლეს დღეისათვის ებრაელი და ქართველი ხალხის მეგობრობის აღსანიშნავად ორი ერის წარმომადგენლები დღესასწაულს ერთად ზეიმობენ. ტრადიციის მიხედვით, ხანუქას პირველ სანთელს ყოველწლიურად ქვეყნის პირველი პირი ანთებს. დღესასწაული ებრაული მთვარის კალენდრის მიხედვით დგინდება და ქისლევის, ანუ ნოემბერ–დეკემბრის თვეებში აღინიშნება.
14:47 / 07.12.2015
7 დეკემბრის საინფორმაციო გამოშვების ანონსი
ადგიგენის 2016 წლის ბიუჯეტის პროექტი გამგეობამ საკრებულოს შენიშვნებით გადაუგზავნა; ახალციხელი კარატისტები ევროპის ჩემპიონობისთვის იბრძოლებენ; „ხმა ამოიღეთ!“ – ფილმის ჩვენება და დისკუსია ახალციხეში.
13:35 / 07.12.2015
9 დეკემბრის "ფერმერის საათის" ანონსი

სოფელ ანში ამ დროისთვის მიწის ნაკვეთების 90 % უკვე დამუშავებულია.

12:51 / 07.12.2015
სხვილისში ვაშლის ბაღები იჩეხება
ტონობით ვაშლის მოსავალი და გაზაფხულზე გაწეული ხარჯი, რომელსაც ფერმერები შემოდგომით ვერ ანაზღაურებენ – სოფელ სხვილისში, სადაც ახალციხის მუნიციპალიტეტის მასშტაბით, ჯერ კიდევ ყველაზე მეტი ვაშლი მოდის, გლეხები ბაღებს ჩეხენ. ამის მიზეზად ადგილობრივები სარეალიზაციო ბაზრების არარსებობას ასახელბენ. ამიტომ მათ ურჩევნიათ ვაშლის ბაღების ადგილზე კარტოფილის მოსავალი მოიყვანონ.
21:12 / 05.12.2015
სხვა სტატიები
ამინდი
ახალციხე 10 °C
img
ახალქალაქი 7 °C
img
ასპინძა 9 °C
img
ადიგენი 17 °C
img
ბორჯომი 11 °C
img
თბილისი 14 °C
img
აბასთუმანი 9 °C
img
ბაკურიანი 6 °C
img
ნინოწმინდა 7 °C
img
ვალუტა
AMD
AMD
1000
6.8978
EUR
EUR
1
2.8837
RUB
RUB
100
2.8914
TRY
TRY
1
0.0829
USD
USD
1
2.6755
კალენდარი
«« მაისი  »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.