SSSS
Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [2]: File "/var/www/temur/public_html//images/old/2016/01/12593761_1042843689137375_8072571359671684505_o.jpg?w=291" not exists.
Obfuscated Ads Example Special Offer Exclusive Deal
სხვადასხვა
,,ეს იყო ჩვენი ხარვეზი" – ახალციხის მერია სტიპენდიებზე
მერის სტიპენდიანტები მათ ანგარიშზე დეკემბრის თვის 100 ლარის ჩარიცხვას ელოდებიან. სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და პროფესიული კოლეჯის – ,,ოპიზარის“ 12 სტუდენტმა  ოქტომბრისა და ნოემბრის სტიპენდია უკვე აიღო. თვითმმართველობა დაპირდა, რომ ამჯერად ისინი ხუთი თვის სტიპენდიას მიიღებენ. მერის პირველი სტიპენდიანტები ამბობენ, რომ თავის დროზე მერია მათაც სემესტრის სტიპენდიას დაპირდა, თუმცა მხოლოდ ორი თვის მიიღეს.
14:34 / 29.01.2016
მაღალმთიანობის სტატუსის მინიჭებას მოსახლეობის პროტესტი მოჰყვა
მაღალმთიანის სტატუსის მქონე დასახლებები სამცხე–ჯავახეთში და მასთან დაკავშირებული პრობლემები– სხვილისის მოსახლეობა სტატუსის მინიჭების გამო, სოფლის ორად გაყოფას აპროტესტებს. სხვილისის მოსახლეობა სოფლის ორად გაყოფას  აპროტესტებს. მაღალმთიანის სტატუსი ქვემო სხვილისს მიენიჭა, ზემო სხვილისი კი სტატუსისა და შესაბამისი შეღავათების გარეშე დარჩა. ადგილობრივებისთვის გაუგებარია, რა კრიტერიუმით გაიყო სოფელი. 
20:04 / 28.01.2016
ახალქალაქის ნაწილსა და მიმდებარე სოფლებს ხვალ ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება
ახალქალაქის ნაწილსა და მიმდებარე სოფლებს ხვალ ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება
ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ახალქალაქის ნაწილსა და მიმდებარე სოფლებს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება. “ენერგო-პრო ჯორჯიას” ცნობით, ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 29 იანვარს, 12:00 საათიდან 15:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება 3460 აბონენტს ახალქალაქის ნაწილსა და მიმდებარე სოფლებში; ხოლო 15:00 საათიდან 18:00 საათამდე 7050 აბონენტს ახალქალაქში მთლიანად და მის მიმდებარე სოფლებში. “სარეაბილიტაციო სამუშაოების შედეგად მნიშვნელოვნად უმჯობესდება ქსელის ინფრასტრუქტურა და ელექტროენერგიის მიწოდების ხარისხი“, – ნათქვამია “ენერგო-პრო ჯორჯიას” მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
18:11 / 28.01.2016
ვალუტის გადამცვლელ ჯიხურებში ამერიკული დოლარის დეფიციტია
საქართველოში დოლართან მიმართებაში ლარის გაუფასურების ისტორიული მაქსიმუმი დაფიქსირდა. ეროვნული ბანკის ბოლო მონაცემებით, ეროვნული ვალუტის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2,50 თეთრს შეადგენს. ლარი, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, დოლართან მიმართებაში რამდენიმე ერთეულით გაუფასურდა. მცურავი კურსის მიზეზებზე საუბრისას, ექსპერტებს სხვადასხვა არგუმენტი აქვთ.
13:22 / 28.01.2016
ახალციხის თემი სიმბოლოების შეცვლისთვის ემზადება
ახალციხის თემის საკრებულომ, მუნიციპალიტეტის გერბისა და დროშის პროექტის შესარჩევი კონკურსის დებულება დაამტკიცა. წარმომადგენლობითი ორგანოს იურიდიული კომისიის თავმჯდომარე განმარტავს, რომ რამდენიმე დღეში შვიდკაციანი სამუშაო ჯგუფი შეიქმნება და კონკურსს გამოცხადებენ. საკრებულოს სხდომაზე, დეპუტატებმა, ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესში ცვლილებების შეტანაზეც იმსჯელეს. დღესვე, გამგეობის საფინანსო–საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა, 2015 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშიც წარმოადგინა, გელა ლომიძის თქმით, ხარჯვით ნაწილში ბიუჯეტის 88 პროცენტი შესრულებულია, დარჩენილი 12 პროცენტი კი გარდამავალი პროექტებია.
21:10 / 27.01.2016
ეშტიის სკოლის მოსწავლეები ახალციხის სამხატვრო სკოლას ესტუმრნენ
„პატარა და ლამაზი კუთხე“– ასე ჰქვია პროექტს, რომლის ფარგლებშიც  ნინოწმინდის სოფელ ეშტიის საჯარო სკოლის მოსწავლეები ახალციხის სამხატვრო სკოლას ესტუმრნენ. ახალგაზრდები სხვადასხვა სუვენირის დამზადების წესს გაეცნენ და პრაქტიკული გამოცდილებაც მიიღეს. ორი საგანმანათლებლო დაწესებულების პარტნიორობა,  სამოქალაქო განათლების პროგრამა „ მომავლის თაობის“ ფარგლებში მოეწყო, რომელსაც ორგანიზაცია PH Initenational–ი აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით ახორციელებს.
21:06 / 27.01.2016
ახალციხელი მოზარდები სახალხო დამცველის აპარატის მუშაობას გაეცნენ
როგორ მუშაობს სახალხო დამცველის აპარატი, რა გზით არის შესაძლებელი მასთან დაკავშირება, რა საკითხებზე უნდა მიმართო აპარატს და რაზე მახვილდება ყურადღება?– ამ და სხვა მსგავს საკითხებზე არასამთვრობო ორგანიზაცია ,,ადამიანი, კანონი, თავისუფლების“ ახალგაზრდული საკრებულოს წევრებს სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელი  გულო კოხოძე ესაუბრა. დამამთავრებელი კლასის 15–მდე მოსწავლეს ინფორმაცია განსაკუთრებით გენდერისა  და არასრულწლოვანთა ქორწინების შესახებ დააინტერესდათ. შეხვედრა ახალციხის დემოკრატიული ჩართულობის ცენტში გაიმართა. საინფორმაციო ხასიათის შეხვედრის მიზანს, სახალხო დამცველის აპარატის შესახებ ახალგაზრდების ინფორმირება წარმოადგენდა.
21:04 / 27.01.2016
ახალციხეში ნინოობა აღინიშნა
27 იანვარს, მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა ნინოს ხსენების დღეს აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით, ქრისტიანულ ტაძრებში წირვა აღევლინა. რაბათის წმინდა მარინეს სახელობის ეკლესიაში ღვთისმსახურება მამა გიორგიმ აღასრულა. ქადაგებისას, მრევლს წმინდა ნინოს შესახებ ესაუბრა და აღნიშნა, რომ ისტორიული კვლევების მიხედვით, ქრისტიანობა საქართველოში პირველ საუკუნეში შემოვიდა, თუმცა დროთა განმავლობაში მრევლი შემცირდა და გაიზარდა კერპთაყვანისმცემელთა რიცხვი. სწორედ ამიტომ, მეოთხე საუკუნეში, წმინდა ნინო უფალმა საქართველოში მოავლინა, რისი შედეგიცაა ის, რომ 326 წელს ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად გამოცხადდა.
20:57 / 27.01.2016
სამცხე–ჯავახეთის 39 სკოლაში სწავლა შეწყდა
სამცხე–ჯავახეთის 39 სკოლაში სწავლა შეწყდა
    გრიპის ვირუსის გავრცელების პრევენციისა და უამინდობასთან დაკავშირებით, საქართველოს 400–მდე სკოლებში სასწავლო პროცესი, 3 დღით შეწყდა. აქედან, 195 სასწავლო დაწესებულება, ვირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით დაიხურა. ამ მიზეზით, სწავლა შეწყდა სამცხე–ჯავახეთის 39 საჯარო სკოლაში. ახალციხის მუნიციპალიტეტში ანდრიაწმინიდის, გურკელის, საძელისა და დიდი პამაჯის საჯარო სკოლებში, ბორჯომის მუნიციპალიტეტში კი მხოლოდ ბალანთას საჯარო სკოლაში. ნინოწმინიდის მუნიციპალიტეტის 12 და ახალქალაქის მუნიციპალიტეტის  22 სასწავლო დაწესებულებაში. განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ეს გადაწყვეტილება დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრიდან მიღებული რეკომენდაციების საფუძველზე მიიღო.  სასწავლო პორცესი  იმ კონკრეტულ სკოლებში შეწყდა, სადაც გაცდენების რაოდენობა 20%-ს აღემატება. თუმცა, გაცდენილი საათები შაბათი დღეების ხარჯზე ანაზღაურდება. განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო სკოლებს მოუწოდებს, დაიცვან ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციისა და საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციები, რომელიც ძირითადად პრევენციულ ღონისძიებებს უკავშირდება. კერძოდ, სკოლაში არ დაიშვას პირი, რომელსაც დაავადების ნიშნები აქვს, გაძლიერდეს შენობის სველი წესით დამუშავება, მერხებისა და იატაკების გაწმენდა შესაბამისი ხსნარებით, განიავდეს საკლასო ოთახები ყოველ შესვენებაზე, მაქსიმალურად მოხდეს პირადი ჰიგიენის, განსაკუთრებით ხელის დაბანის რეჟიმის დაცვა და ა.შ.
16:42 / 27.01.2016
რა თანხა გაიცა სამცხე–ჯავახეთის გუბერნიაში, პრემიისა და დანამატის სახით
რა თანხა გაიცა სამცხე–ჯავახეთის გუბერნიაში, პრემიისა და დანამატის სახით
     ,,საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ” კვლევა სამხარეო ადმინისტრაციებში 2015 წელს გაცემული პრემიებისა და სახელფასო დანამატების შესახებ გამოაქვეყნა. შედეგების მიხედვით, გასულ წელს, პრემიებსა და დანამატებში 1 114 928.69 ლარი გაიცა, მათ შორის პრემია – 463 817.5 ლარი, სახელფასო დანამატი კი – 680 111.19 ლარი. კვლევაში აღნიშნულია, რომ 2015 წლის განმავლობაში სახელფასო დანამატი ყველა სამხარეო ადმინისტრაციაში ყოველთვიურად გაიცემოდა. ასევე ნათქვამია ისიც, რომ 2012-2014 წლებთან შედარებით, შემცირებულია პრემიების გაცემის სიხშირე და ოდენობა, თუმცა 2015 წელს მნიშვნელოვნად არის გაზრდილი სახელფასო დანამატის გაცემის მაჩვენებელი. სამცხე–ჯავახეთში უფრო მეტი პრემია გაიცა, ვიდრე დანამატი. ,,საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” ინფორმაციით, სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორის ადმინისტრაციაში პრემიის რაოდენობამ 43,690 ლარი შეადგინა, დანამატმა კი – 35,400. ჯამში, პრემიებსა და დანამატებზე 2015 წელს 79.090 ლარი გაიცა.
16:21 / 27.01.2016
ხანძრის შედეგად დაზარალებული ოჯახი ადიგენის გამგეობის წარმომადგენლებმა მოინახულეს
ხანძრის შედეგად დაზარალებული ოჯახი ადიგენის გამგეობის წარმომადგენლებმა მოინახულეს
ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობის პირველმა პირებმა სოფელ ხარჯამში ხანძრის შედეგად დაზარალებული გოჩა მორჩიაშვილის საცხოვრებელი სახლი მოინახულეს. შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა ზარალის დამთვლელი კომისიაც. ადიგენის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ზიანის დადგენის შემდეგ ადგილობრივი ხელისუფლება დახმარების გაწევის შესახებ იმსჯელებს.   შეგახსენებთ, რომ საცხოვრებელ სახლს ცეცხლი 25 იანვარს დილის საათებში გაუჩნდა, რა დროსაც ოჯახის წევრები სახლში არ იმყოფებოდნენ. შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია.
19:39 / 26.01.2016
სამცხე–ჯავახეთის ტურისტული პოტენციალის განვითარებისათვის პროექტი იწყება
სამცხე–ჯავახეთისა და შირაქის ოლქში ტურისტული პოტენციალის განვითარებისათვის ახალი პროექტი იწყება. მისი პრეზენტაცია დღეს ახალციხის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში მოეწყო. პროექტის მიხედვით,  საზღვრისპირა რეგიონებში 20 ახალგაზრდა შეირჩევა, რომლებიც  საერთაშორის ბანაკის ფარგლებში, ორი რეგიონის, გეოგრაფიის, ისტორიისა და  ტურისტული პოტენციალის შესახებ ცოდნას გაიღრმავებენ და  მოწვეულ ექსპერტებთან ერთად, ტურისტული სახელმძღვნალოების, რუკებისა და მარშუტების შედგენაში მონაწილეობას მიიღებენ.
19:24 / 25.01.2016
აბასთუმანში პირველი მაღალი კლასის სასტუმრო აშენდება
აბასთუმანში პირველი მაღალი კლასის სასტუმრო აშენდება
აბასთუმანში პირველი მაღალი კლასის სასტუმროს პროექტზე მუშაობენ. საპარტნიორო ფონდის ცნობით,  კომპანია „რედიქს ჯგუფთან“ ერთად,   4–ვარსკვლავიანი სასტუმრო დაბა აბასთუმანში, აღობილის დასახლებაში აშენდება. 160 ნომრიანი სასტუმრო მოიცავს კაფე-რესტორანს, საკონფერენციო დარბაზს, შეხვედრების ოთახს, აუზს, ბარსა და კლუბს, ფიტნეს კლუბსა და სპას. მშენებლობის დაწყების სავარაუდო თარიღი 2016 წლის გაზაფხულია, სასტუმროს მშენებლობა 2018 წელს დასრულდება. პროექტის საინვესტიციო მოცულობა კი 26 მლნ აშშ დოლარია. როგორც ფონდის საინვესტიციო დეპარტამენტის დირექტორი გიორგი ჩერქეზიშვილი აღნიშნავს, აბასთუმანში, რომელიც ერთ-ერთი სტრატეგიული საკურორტო დასახლებაა, დღესდღეისობით მხოლოდ საოჯახო ტიპის რამდენიმე სასტუმრო ფუნქციონირებს. მისივე თქმით, აბასთუმანში არსებობს მაღალი კლასის სასტუმროზე მოთხოვნა და ეს პროექტი ტურისტების რაოდენობასაც გაზრდის. სააქციო საზოგადოება საპარტნიორო ფონდი საქართველოს მთავრობამ 2011 წელს დააარსა. სახელმწიფო ფლობს ფონდის 100 პროცენტს. საპარტნიორო ფონდის აქტივები 5 მილიარდ ლარს აჭარბებს. ფონდის საკუთრებაშია „საქართველოს რკინიგზის“, „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“, ელექტროსისტემების კომერციული ოპერატორისა“ და ნაწილობრივ „თელასის“ აქციები. ამჟამად, საპარტნიორო ფონდის დირექტორი საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილი ლიდერი დავით საგანელიძეა. რაც შეეხება რედიქს ჯგუფს, კომპანია საქართველოს უძრავი ქონების ბაზარზე 2007 წლიდან არის. 2008 წლიდან კომპანია ახალი, განსხვავებული ფუნქციური დანიშნულების ობიექტების მართვასა და განვითარებას ითავსებს. ჯგუფმა განახორციელა ინვესტიცია სიღნაღსა და ბათუმში  (სასტუმრო „კაბადონი“ და აპარტ-ოტელი „ლე პორტი“). ამჟამად ჯგუფის მიმდინარე პროექტების პორტფოლიო მოიცავს თბილისში სასტუმრო ჰილტონის მშენებლობას ჭავჭავაძის გამზირზე (გაიხსნება 2017 წელს) და A კლასის საოფისე უძრავი ქონების მშენებლობას ლეონიძის ქუჩაზე (გაიხსნება 2016 წლის ზაფხულში).
14:35 / 25.01.2016
ადიგენსა და ბორჯომში ხე–ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტები გამოვლინდა
ადიგენსა და ბორჯომში ხე–ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტები გამოვლინდა
ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ წახანში,  უკანონოდ მოქმედი სახერხი სააქმრო აღმოაჩინეს. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის სამმართველოს თანამშრომლებმა დაადგინეს, რომ საამქროში არსებული მორი უკანონოდ იყო მოპოვებული. სახერხი–საამქრო დემონტაჟის შემდეგ ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში გადაიტანეს. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, სამართალდარღვევის ფაქტი დაფიქსირდა ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ანდეზიტშიც, სადაც რეგისტრირებული სახერხი საამქროს მხრიდან არ იყო დაცული რეგლამენტით გათვალისწინებული პირობები. კერძოდ, სახერხი საამქრო არ იყო შემოღობილი და არ გააჩნდა სანარჩენე ორმო. ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტები გამოვლინდა ბორჯომსა და სოფელ ანდეზიტში. სამცხე-ჯავახეთის სამმართველოს თანამშრომლებმა უკანონოდ მპოვებული მორისა და ფიცრის გადატანის მცდელობა აღკვეთეს. აღნიშნული ავტომანქანები დაილუქა. გარდა ამისა, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონო მოპოვების 4 ფაქტი გამოავლინეს. ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ მზეთამზეში, ტაძრისსა (2 ფაქტი) და საკირეში ნანახი იქნა უკანონოდ მოპოვებული მორები. სამართალდამრღვევების ვინაობა ამ ეტაპზე უცნობია. შედგენილია შესაბამისი აქტები.    
13:31 / 25.01.2016
ხერთვისელი კახა გელიაშვილი, პროკურატურისგან გამოძიების დაწყებას მოითხოვს
ხერთვისის მკვიდრი კახა გელიაშვილი პროკურატურას მიმართავს და მის საქმეზე გამოძიების დაწყებას მოითხოვს.  ამბობს, რომ დაზარალებულია და ამის სამართლებრივად დამტკიცებას, 9 თვეა ცდილობს.
13:46 / 23.01.2016
სომხეთის სამოციქულო ეკლესია დღეს, სურბ სარგისის დღესასწაულს აღნიშნავს
სომხეთის სამოციქულო ეკლესია დღეს, სურბ სარგისის დღესასწაულს აღნიშნავს
    23 იანვარს, სომხეთის სამოციქულო ეკლესია, ქრისტიანობისთვის წამებული სურბ სარგის მხედართმთავრის, მისი ვაჟის – მარტიროსისა და მათი 14 თანამებრძოლის ხსენების დღეს აღნიშნავს. სომეხთა კათალიკოსის ინიციატივით, სარგის მხედართმთავრის დღესასწაული, ახალგაზრდების კურთხევის დღედაა გამოცხადებული. სურბ სარგისი სიყვარულის მფარველად მიიჩნევა. ხალხური ტრადიციის თანახმად, დღესასწაულის დადგომამდე, ახალგაზრდები მარილიან კვერებს ჭამენ, მათ სჯერათ, რომ ღამე სასიძო ან საპატარძლო დასიზმრებათ. დღესასწაული მოძრავია.    
12:21 / 23.01.2016
როგორ ხვდებიან ვირუსების სეზონს სკოლებსა და საბავშვო ბაღებში
ახალციხის თემის გაერთიანების 12 ბაგა–ბაღში სასწავლო პროცესი 25 იანვრამდე გადაიდო. სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანებაში, მიზეზად იმას ასახელებენ, რომ ვირუსული ინფექციების პრევენციის მიზნით, შენობებისა და ინვენტარის დაქლორვა მიმდინარეობს. მუნიციპალიტეტის მსგავსად, ვირუსების სეზონს მომზადებული ხვდებიან ქალაქ ახალციხის საბავშვო–ბაღებშიც. სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანების დირექტორის თქმით, მათთან კონტროლი გამკაცრდა. ბაღში მისულ ბავშვს ექთანი ამოწმებს, გრიპის რომელიმე სიმპტომის არსებობის შემთხვევაში, უკან აბრუნებენ.
15:52 / 22.01.2016
ადიგენში, 5 000 აბონენტი, ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი
ადიგენში, 5 000 აბონენტი, ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი
       ადიგენის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას ელექტროენერგია დღეს, 11:00 საათიდან არ მიეწოდება. ,,ენერგო–პრო ჯორჯიას” სამხრეთ საქართველოს ფილიალის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში დენის გათიშვის მიზეზად, გეგმიურ სამუშაოებს ასახელებენ. გიორგი ბალახაშვილის თქმით, ელექტროენერგიის მიწოდება 5 000 აბონენტს, დღეს, 17:00 საათზე აღუდგება.
15:04 / 22.01.2016
რაბათის ისტორიულ აბანოს რეაბილიტაციისთვის ამზადებენ
რაბათში, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის, ისტორიული აბანოს გაწმენდითი სამუშაოები დაიწყო. 6 ადამიანი კომპლექსს, ჩახერგილობისა და ნაშალისგან წმენდს. შენობის დიდი ნაწილი, მამაკაცთა და ქალთა აუზები და ოთახები მიწითაა ამოვსებული. გაწმენდითი სამუშაოები არქეოლოგის მეთვალყურეობის ქვეშ ხორციელდება.   ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის ძეგლის გაწმენდითი სამუშაოების ჩასატარებლად, ახალციხის მერიამ ტენდერი 1 დეკემბერს, 34 ათას ლარზე გამოაცხადა. მასში მონაწილეობა მხოლოდ ერთმა პრეტენდენტმა მიიღო და სამუშაოების შესრულებაც მას, ააიპ ,,ჭულეს“ დაეკისრა. მას ტერიტორიის გაწმენდისთვის 4თვიანი ვადა აქვს.
11:25 / 22.01.2016
,,ქართული ოცნება“ პროკურატურის გამოყენებით, რეპრესიებზე გადავიდა“ – ბორჯომის დეპუტატი დაკითხვაზე დაიბარეს
ბორჯომის საკრებულოს დეპუტატი, ,,ლეიბორისტული პარტიის“ წევრი დაკითხვაზე დღეს დაიბარეს. გიორგი გიუაშვილი სამცხე–ჯავახეთის საოლქო პროკურატურაში მისვლას, ბრიფინგის გამართვასა და ჟურნალისტებთან შეხვდრას აპირებდა, თუმცა როგორც ის ამბობს, დაკითხვამდე ცოტა ხნით ადრე დაურეკეს და უთხრეს, რომ მასთან გასაუბრება დღეს აღარ შედგებოდა. რა საკითხზე მოუწევს საუბარი პროკურატურაში – ამის შესახებ დეპუტატი დეტალურ ინფორმაციას არ ფლობს, თუმცა ამბობს, რომ საქმე 2013 წელს,  გამგებლის მოადგილის პოსტზე მუშაობის პერიოდს ეხება. მისივე ინფორმაციით, პროკურატურამ, სისხლის სამართლის საქმე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიმართვის საფუძველზე აღძრა.  გიუაშვილი აღნიშნულს, მის პოლიტიკურ საქმიანობას უკავშირებს, რადგან 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებას აპირებს. იგი ბორჯომის  ,,ლეიბორისტული პარტიის“ მაჟორიტარობის კანდიდატი იქნება.
11:19 / 21.01.2016
სხვა სტატიები
კვირის პოპულარული
რეგიონი
ამინდი
ახალციხე 9 °C
img
ახალქალაქი 7 °C
img
ასპინძა 7 °C
img
ადიგენი 15 °C
img
ბორჯომი 10 °C
img
თბილისი 16 °C
img
აბასთუმანი 6 °C
img
ბაკურიანი 5 °C
img
ნინოწმინდა 7 °C
img
ვალუტა
AMD
AMD
1000
7.1187
EUR
EUR
1
3.1202
RUB
RUB
100
3.4423
TRY
TRY
1
0.0696
USD
USD
1
2.7315
კალენდარი
«« დეკემბერი  »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31 1234
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.

hacklink hack forum hacklink film izle hacklink Marsbahis girişhttps://w88fm.top/zeta librarymarsbahislink vao w88 moi nhatantep escortramadabethttps://12betno1.help/메이저놀이터dizipalpornoSavabet girişAnadolu Yakası Escortmanga okumanga scansDeneme Bonusu Veren Siteler 2025meritking girişbetivoolimpos casinoikasbetwww.giftcardmall.com/mygiftwww.giftcardmall.com/mygiftwww.giftcardmall.com/mygift activategrandpashabetramadabetgalabethttps://casino-infinity.com/de/bağlama büyüsüfree live tv streamingบาคาร่าfilm kurdu1 tv liveสล็อตเว็บตรงสล็อตเว็บตรงAI 검사기BetigmaTahliye planısahabetjojobetjojobetnycbahispusulabetgalabetdizipaltürk ifşa킹콩티비puff배트맨티비jojobettipobettipobet스마일퀄리티maxwinholiganbetcasibom girişledger livecialis1xbetcasibomfixbet giriştipobettipobetstreameastcratosslot girişjojobetCratosslot Girişлицензионное казиноdeneme bonusu veren sitelerdiyarbakır escortPadişahbethuqqabetdizipalbetpipobetpipotaraftarium24casibomVbetAjaxbetjojobetcasinofastiptv satın alhacklinkhacklinkสล็อตเว็บตรงgobahisbetsmoveStreameastholiganbet giriştimebetpradabetultrabetcasibomorisbettipobet girişjojobetjojobetholiganbetnakitbahisholiganbet 1174pusulabetpusulabetjojobet girişjojobetGrandpashabetgobahisorisbetgobahisgiftcardmall/mygiftcasibomcasibomcasibommatbetpalacebetcasibomganobetiptvcasibomcasibomnitrobahisbetnanocasibom girişcasibombetbigobetbigoaresbetMarsbahisCasibomsekabetDinamobetVdcasinobetpuanMarsbahisjokerbetbets10aresbetaresbetaresbetpusulabetkavbetmatbet girişpusulabet girişbetsmove girişbetsmove girişbetsmove girişholiganbet girişgalabet girişvaycasinodeneme bonusu veren sitelerizmir escortdeneme bonuscasibomonwin girişJojobetmilanobetmilanobetStreameastfixbetartemisbettimebettimebettimebetcasibombetparkSohbet odalarıbetparkcasibompusulabetpusulabetmeritbetbetasus영문주소casibomหวยออนไลน์Betigma girişbetparkBetigmajojobetcasibommatbetрейтинг казинорейтинг онлайн казиноgrandpashabet 7025holiganbet 1174jojobet