Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [2]: File "/var/www/temur/public_html//images/old/2015/12/20151221_190335.jpg?w=559" not exists.



სხვადასხვა
ახალციხის გამგეობამ მრავალშვილიან ოჯახებს საჩუქრები გადასცა
ახალციხის მუნიციპალიტეტის  გამგეობისა  და საკრებულოს თანამშრომლებმა, მინაძესა და ურაველში მრავალშვილიან სოციალურად შეჭირვებულ ოჯახებს, დამდეგი ახალი წელი მიულოცეს და საჩუქრები გადასცეს. როგორც ახალციხის გამგებელი განმარტავს, ბავშვებს,  ტკბილეული და სათამაშოები საკუთარი დანაზოგით შეუძინეს. საახალწლოდ გამგეობა, მსგავსი სახის საქველმოქმედო ღონისძიების გამართვას ახალციხის სხვა  სოფლებშიც გეგმავს.
01:42 / 26.12.2015
UDM-ის ახალგაზრდული ცენტრის წევრებმა კვლევის შედეგები წარმოადგინეს
არასამთავრობო ორგანიზაცია  „დემოკრატ მესხთა კავშირში“ პროექტის „ნდობის მშენებლობა სამხრეთ კავკასიაში“ ფარგლებში ჩატარებული კვლევის პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიებას ახალციხის  მერის მოადგილე  და ორგანიზაციასთან არსებული ახალგაზრდული ცენტრის წევრები დაესწრენენ. როგორც პროექტის კოორდინატორი განმარტავს, კვლევები არსებული პრობლემების შესახებ, ქალაქში და ახალციხის სოფლებში  ჩატარდა.
01:40 / 26.12.2015
კათოლიკური სამყარო ქრისტეშობას აღნიშნავს
კათოლიკურმა სამყარო 25 დეკემბერს ქრისტეს შობის ბრწყინვალე დღესასწაული იზეიმა. საქართვლოს ყველა მოქმედ კათოლიკურ ტაძარში საზეიმო ლიტურგია შესრულდა. რაბათის წმინდა სავარდის სახელობის ეკლესიაში, ლოცვა ღამის 12 საათზე დაიწყო. უფლის დაბადებას მრევლი ღამისთევით შეხვდა. კათოლიკური სამყარო, გრიგორიანული კალენდრის მიხედვით, ,  ქრისტეს შობის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს. მომლოცველთა დიდი ნაწილი უფლის დაბადებას, ბეთლემში ხვდება.
20:27 / 25.12.2015
პრემიერ მინისტრობის პოსტზე გიორგი კვირიკაშვილის კანდიდატურა დაასახელეს
პრემიერ მინისტრობის პოსტზე გიორგი კვირიკაშვილის კანდიდატურა დაასახელეს
საპარლამენტო უმრავლესობა პრემიერ მინისტრობის პოსტზე პრეზიდენტისთვის გიორგი კვირიკაშვილის კანდიდატურის წარდგენაზე შეთანხმდა. პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი მიიჩნევს, რომ პარლამენტი კვირიკაშვილს ნდობას გამოუცხადებს. პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი კვირიკაშვილმა  ირაკლი ღარიბაშვილს, ასევე საპარლამენტო უმრავლესობას ნდობისთვის მადლობა გადაუხადა. “მინდა მადლობა გადავუხადო ბატონ ირაკლის. ჩვენ ძალიან ბევრი კარგი საქმე ერთად გავაკეთეთ და მე წილად მხვდა ბედნიერება, რომ ვყოფილიყავი ვიცე-პრემიერი, როდესაც ბატონი ირაკლი პრემიერ-მინისტრი იყო. ასევე მადლობა მინდა გადავუხადო იმ ნდობისთვის, რომელიც მან ცოტა ხნის წინ გამომიცხადა. ასევე, მინდა დიდი მადლობა გადავუხადო უმრავლესობის თითოეულ წევრს, რომელმაც ნდობა გამოხატა ჩემი პრემიერ-მინისტრობის პოსტზე წარსადგენად. ეს არის უდიდესი პასუხისმგებლობა ქვეყნის და თითოეული მოქალაქის წინაშე და მე ვეცდები, რომ მაქსიმალურად დავიხარჯო ამ პასუხისმგებლობის აღსრულებაში”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.  
14:08 / 25.12.2015
25 დეკემბრის ,,ექოს" ანონსი
მშენებელი კომპანია, მესხეთის სახემწიფო დრამატულ თეატრის ადმინისტრაციას, სასამართლოში უჩივის; კათოლიკური სამყარო ქრისტეშობის დღესასწაულს აღნიშნავს; პოლიციელებზე თავდასხმაში ბრალდებულთა სასამართლო სხდომა, ახალციხის რაიონულ სასამართლოში.
14:07 / 25.12.2015
გიორგი კოპაძე: "პრემიერი იყო გულანთებული ქართველი"
ირაკლი ღარიბაშვილის პოსტიდან გადადგომას ახალციხეში  ადგილობრივი ხელისუფლების პირველი პირები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და პოლიტოლოგები აფასებენ. ისინი ფიქრობენ, რომ ღარიბაშვილის მიერ თანამდებობის დატოვება 2016 წლის არჩევნების სამზადისს უკავშირდება და არ არის გამორიცხული იგი „ქართული ოცნების“  სიის პირველ ნომრად მოგვევლინოს. პრემიერი იყო გულანთებული ქართველი–ასე აფასებს ახალციხის მერი, ბოლო წლებში  ირაკლი ღარიბაშვილის საქმიანობას. გიორგი კოპაძე არ მალავს, რომ  ყოფილი პრემიერ–მინისტრის მიერ პოსტის დატოვება მოულოდნელი იყო.
23:48 / 24.12.2015
ახალციხის მერიამ, ვეტერან სპორტსმენებს, მადლობის სიგელები და 500 ლარი გადასცა
ახალციხეში მცხოვრებ, 14 ვეტერან სპორტსმენს, ახალციხის მერმა დღეს უმასპინძლა. გიორგი კოპაძემ, სპორტის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა და ამ სფეროს პოპულარიზაციაში დახმარებას დაპირდა. ქალაქის მერმა, სპორტსმენებს, წინასაახალწლოდ 500 ლარი და მადლობის სიგელები გადასცა. გიორგი კოპაძემ, ვეტერანი სპორტსმენების ნაწილისგან, არჩევნებში მხარდაჭერის პირობა მიიღო.
17:52 / 24.12.2015
ბორჯომში შალვა აბულაძის ყოფილ კაფეს ცეცხლი გაუჩნდა
ბორჯომში შალვა აბულაძის ყოფილ კაფეს ცეცხლი გაუჩნდა
ბორჯომში 9 აპრილის ქუჩაზე კაფე „1+2“ ცეცხლი დღეს გამთენიისას გაუჩნდა. კაფეში დამწვარია 5 კვ.მ. ფართობი. კაფეს პოლიციელების მკვლელობისთვის ბრალდებული შალვა აბულაძე გასულ წელს ამუშავებდა. კაფე ამჯერად მისი მეგობრის საკუთრებაშია. შემთხვევის ადგილზე ამ წუთებში კრიმინალისტები მუშაობენ. საქმეზე გამოძიება დაწყებულია. ინფორმაციას ტელეკომპანია “ბორჯომი” ავრცელებს.
15:50 / 24.12.2015
ადიგენის 2016 წლის ბიუჯეტი 3 783 400 ლარით დამტკიცდა
ადიგენის 2016 წლის ბიუჯეტი 3 783 400 ლარით დამტკიცდა
ადიგენის  2016 წლის ბიუჯეტი დამტკიცდა. მუნიციპალიტეტის დეპუტატებმა მთავარ  ფინანსურ დოკუმენტს კენჭი დღეს, 24 დეკემბერს საკრებულოს სხდომაზე უყარეს. ბიუჯეტის დამტკიცების მომხრე 17 დეპუტატი და ორი მათგანი წინააღმდეგი იყო. კენჭისყრისას დეპუტატმა “გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობიდან” კი თავი შეიკავა. ადიგენისთვის მთავარი პრიორიტეტი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება იქნება, რისთვისაც მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება.  აღმასრულებელმა ორგანომ ბიუჯეტში თანამშრომელთა ანაზღაურებისა და პრემია–დანამატებისთვის, დაახლოებით 2 მილიონ ლარამდე თანხა გაწერა. ადიგენის მუნიციპალიტეტის მომავალი წლის მთავარი ფინანსური დოკუმენტი 3 783 400 ლარით განისაზღვრა  
15:43 / 24.12.2015
30 დეკემბრის "ფერმერის საათის" ანონსი

უცხოელების გამოცდილება და თანამედროვე ტექნოლოგიები

15:25 / 24.12.2015
24 დეკემბრის ,,ექოს" ანონსი
ირაკლი ღარიბაშვილმა თანამდებობა დატოვა. რას შეცვლის პრემიერ–მინისტრის გადადგომა ქვეყანაში; რუსეთი, საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზებს ამარტივებს. შეფასებები სამცხე–ჯავახეთიდან; ადიგენის საკრებულო, დღეს, 2016 წლის ბიუჯეტს დაამტკიცებს;
13:02 / 24.12.2015
როგორ დავიჭიროთ "მეცხრე არხი"?
გთავაზობთ ინსტრუქციას: როგორ დავიჭიროთ “მეცხრე არხი”.
23:57 / 23.12.2015
მალხაზ გიქოშვილი: "2016 წლის ბიუჯეტი არის თევზის ჭამის პრინციპი“
ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი დამტკიცდა. მთავარი ფინანსური დოკუმენტის საბოლოო ვარიანტი საკრებულოს სხდომაზე განიხილეს. მის მიღებას ოპოზიციური პარტიის დეპუტატებმა მხარი არ დაუჭირეს.  დღესვე იმსჯელეს მომავალი წლის   სოციალური პაკეტის გაცემის წესზეც. 10 მომხრე და 4 წინააღმდეგი, ქალაქ ახალციხის 2016 წლის ბიუჯეტი  დამტკიცებულია. მთავარ ფინანსურ დოკუმენტს დეპუტატებმა კენჭი დღეს უყარეს. ქალაქის მერის განმარტებით, 2015 წელთან შედარებით, მომავალი წლის ბიუჯეტი მილიონი ლარით მეტს შეადგენს.  
20:40 / 23.12.2015
ახალციხის მერმა პოლიციის დეპარტამენტის წარმომადგენლები და ახალგაზრდა ათლეტები დააჯილდოვა
შსს-ს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი თეიმურაზ კალანდაძე და საპატრულო პოლიციის სამცხე-ჯავახეთის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე კობა კობახიძე ახალციხის მერმა ჩემპიონატში მიღწეული წარმატებისთვის სიგელებით დააჯილდოვა. მათთან ერთად თელავში გიორგი რეხვიაშვილის სახელობის ტურნირში იასპარეზეს ახალციხის სპორტსკოლის ათლეტებმაც, რომლებმაც ჯგუფურ შეჯიბრში პირველი ადგილი დაიკავეს. შვიდს ათლეტს გიორგი კოპაძემ საჩუქრად 200–200 ლარი ჩაურიცხა. ქალაქის მერის განმარტებით, უნდა მოხდეს ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაცია და ამაში ხელი ადგილობრივმა თვითმმართველობამაც უნდა შეუწყოს.
15:31 / 23.12.2015
ქალაქ ახალციხის ბიუჯეტი 9  887 700 ლარით დამტკიცდა
ქალაქ ახალციხის ბიუჯეტი 9 887 700 ლარით დამტკიცდა
ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი დამტკიცდა. მთავარი ფინანსური დოკუმენტის საბოლოო ვარიანტი საკრებულოს სხდომაზე განიხილეს. დეპუტატებმა, ასევე, იმსჯელეს სოციალური პაკეტის გაცემის წესზე. 2016 წლის ბიუჯეტი საკრებულოს წევრებმა, 10 ხმით ოთხის წინააღმდეგ დაამტკიცეს. მომავალი წლის მთავარი ფინანსური დოკუმენტი 9 მილიონ 887 700 ათასი ლარით განისაზღვრა.
14:47 / 23.12.2015
ვინ იმღერებს 31 დეკემბრის ღამეს ახალციხეში?
ვინ იმღერებს 31 დეკემბრის ღამეს ახალციხეში?
უკვე გადაწყდა, ვინ იმღერებს 31 დეკემბრის ღამეს ახალციხეში. კულტურის სამინისტროს გადაწყვეტილებით, მესხ მაყურებელს ახალ წელს ტრიო ,,სიმი“, თბილისური კვარტეტი, კახა კუხიანიძე, ნუკრი კაპანაძე და ნატო გელაშვილი მიულოცავენ. სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ხუთ შემსრულებელს კიდევ სამი ცნობილი მომღერალი დაემატება, თუმცა მათი ვინაობა ჯერ გარკვეული არ არის. ,,მე–9 არხთან“ საუბრისას ქეთი ებანოიძემ განმარტა, რომ ქართული ესტრადის წარმომადგენლები ახალციხის მერიის მოთხოვნის მიხედვით შეარჩიეს. კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, საახალწლო კონცერტი 31 დეკემბერს, საღამოს 10–ის ნახევარზე დაიწყება და 12:00 საათზე ფოიერვერკით დასრულდება. ყველა ხარჯს კულტურის სამინისტრო დაფარავს.
13:39 / 23.12.2015
,,ახალციხის ციხიდან" 16 თანამშრომელს ათავისუფლებენ
,,ახალციხის ციხის” 16 თანამშრომელი, იანვრიდან, ისტორიულ კომპლექსში მუშაობას ვეღარ გააგრძელებს. ადმინისტრაციამ გადაწყვიტა, რომ გიდებს, მეთვალყურეებს და მარეგულირებლებს ხელშეკრულება, რომელიც დეკემბერში უსრულდებათ, აღარ გაუგრძელოს. ამ გადაწყვეტილებას იმ პირების უკმაყოფილება მოჰყვა, ვინც ახალციხის ციხეს რამდენიმე დღეში დატოვებს. დეტალებს ,,მე–9 არხის“ კორესპონდენტი არკვევდა. სახლში წასვლა ახალციხის ციხის 16 თანამშრომელს მოუწევს. გიდების გარდა, ხელშეკრულება აღარ გაუგრძელდებათ მარეგულირებლებსა და მეთვალყურეებს.
13:00 / 23.12.2015
გაზმომარაგება ქალაქში ხვალ, 23 დეკემბერს დილიდან აღდგება
ახალციხეში, 9 აპრილის ქუჩაზე მომხდარი ავტოავარიის გამო, ქალაქში ბუნებრივი აირის მიწოდება შეწყდა. დაახლოებით 20:30 საათზე ,,ფორდის” მარკის მიკროავტობუსი გაყვანილობას შეეჯახა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. როგორც ,,მეცხრე არხთან“ გაზმომარაგების კომპანია ,,ინტერგაზის“ დირექტორმა ვასილ აბულაძემ განმარტა, შემთხვევის შედეგად მილი დაზიანდა, უსაფრთხოების მიზნით კი მთელი ღამის განმავლობაში ბუნებრივი არის მიწოდება შეწყდება.
23:41 / 22.12.2015
ავტოავარიის გამო, ახალციხის მოსახლეობას ბუნებრივი აირის მიწოდება დილამდე შეუწყდა
ავტოავარიის გამო, ახალციხის მოსახლეობას ბუნებრივი აირის მიწოდება დილამდე შეუწყდა
ახალციხეში, 9 აპრილის ქუჩაზე მომხდარი ავტოავარიის გამო, ქალაქში ბუნებრივი აირის მიწოდება შეწყდა. დაახლოებით 20:30 საათზე ,,ფორდის” მარკის მიკროავტობუსი გაყვანილობას შეეჯახა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. როგორც ,,მეცხრე არხთან“ გაზმომარაგების კომპანია ,,ინტერგაზის“ დირექტორმა ვასილ აბულაძემ განმარტა, შემთხვევის შედეგად მილი დაზიანდა, უსაფრთხოების მიზნით კი მთელი ღამის განმავლობაში ბუნებრივი არის მიწოდება შეწყდება. მისივე თქმით, გაზმომარაგება ქალაქში ხვალ, 23 დეკემბერს დილიდან აღდგება. შემთხვევის ადგილზე იმყოფებიან  ,,ინტერგაზის“ თანამშრომლები. ისინი დაზიანებულ ადგილზე სამუშაოებს ახორციელებენ. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი, მათ  მიკროავტობუსის მძღოლს ჯარიმა 250 ლარის ოდენობით დააკისრეს. ამ დროისათვის, ქალაქ ახალციხეში 5 000–ზე მეტი აბონენტი ბუნებრივი აირის გარეშეა დარჩენილი.
22:38 / 22.12.2015
რომან გოგოლაურის წიგნის გამოცემისთვის, ახალციხის მერია 5 000 ლარს დახარჯავს
სამცხე–საათაბაგოს პოლიტიკური ისტორია,  მხარეში არსებული ფეოდალური საგვარეულობები, მათი ვინაობა და წარმომავლობა – ამ საკითხებს ერთად თავი პროფესორმა რომან გოგლაურმა მოუყარა. ისტორიკოსმა წიგნის, სახელწოდებით  – „ჩრდილო–კავკასია, სამცხე–ჯავახეთის ურთიერთობა და ქართ–კახეთი XVIII საუკუნეში“,  პრეზენტაცია დღეს ახალციხის ადმინისტრაციულ შენობაში გამართა. იგი ავტორის 50 წლის იუბილესა და სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის 25 წლის იუბილეს მიეძღვნა. პრეზენტაცია ქალაქის მერიის ინიციატივით მოეწყო, როგორც თვითმმართველობაში განმარტავენ, წიგნის გამოცემა უსახსრობის გამო ვერ მოხერხდა, ამიტომ ქალაქის მერიამ გადაწყვიტა ნაშრომის დაბეჭდვისათვის, დაახლოებით,  5 000 ლარი გამოყოს. აღნიშნული თანხით, პირველ ეტაპზე, დაგეგმილია 500 ეგზემპლიარის  გამოცემა, რომელიც  შემდგომში ბიბლიოთეკებს უფასოდ გადაეცემათ.
22:17 / 22.12.2015
სხვა სტატიები
ამინდი
ახალციხე 10 °C
img
ახალქალაქი 7 °C
img
ასპინძა 9 °C
img
ადიგენი 17 °C
img
ბორჯომი 11 °C
img
თბილისი 14 °C
img
აბასთუმანი 9 °C
img
ბაკურიანი 6 °C
img
ნინოწმინდა 7 °C
img
ვალუტა
AMD
AMD
1000
6.8978
EUR
EUR
1
2.8837
RUB
RUB
100
2.8914
TRY
TRY
1
0.0829
USD
USD
1
2.6755
კალენდარი
«« მაისი  »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.