23 გაფიცულ თანამშრომელს სასტუმროში დარჩენის უფლებას არ
აძლევენ. ამ წუთებში, ,,თეთრი სახლიდან”, სადაც სამხრეთ
კავკასიური მილსადენის პროექტის სამშენებლო სამუშაოებში
დასაქმებულები რჩებოდნენ, საპროტესტო აქციის მონაწილეებს, პოლიციის
ძალით გამოსახლებას უპირებენ. ,,სად წავიდეთ ამ ღამეს, არ გვინდა
გასვლა, მაგრამ ჩვენ პოლიციას როგორ მოვერევით”– განმარტეს
,,მე–9 არხთან” გაფიცულმა თანამშრომლებმა. მათი თქმით, თუკი
სამართალდამცველები ძალის გამოყენებით გააძევებენ, იძულებულნი
გახდებიან ტერიტორია დატოვონ. აღნიშნული პიროვნებები ,,BECHTEL
& ENKA”-ს ის თანამშრომლები არიან, რომლებსაც დღეს დილით
კომპანიამ ხელშეკრულებები გაუუქმა. თავდაპირველად სამუშოს გარეშე 30
ადამინი დარჩა, დღის განმავლობაში 7 მათგანი სამსახურში აღადგინეს,
დარჩენილი 23–ს კი კოპანია ღამის გასათევი ადგილის გარეშე ტოვებს.
კომპანია ,,BECHTEL & ENKA”–ს წარმომადგენლები მედიასთან
კონტაქტზე უარს ამბობენ.