2023 წლის ბაკურიანის ჩემპიონატი ოფიციალურად გახსნილია
2023 წლის ბაკურიანის ჩემპიონატი ოფიციალურად გახსნილია.
ბაკურიანში, კოხტას ფერდობზე, დღეიდან ქალებსა და კაცებში არეალსის დისციპლინაში პირველი ოფიციალური ვარჯიში იწყება.
რაც შეეხება პირველ ფინალს, კოხტას ფერდობზე არეალსის პირველი ფინალი 19 თებერვალს გაიმართება.
მასში ჯამში მონაწილეობას 50 სპორტსმენი მიიღებს. შეგახსენებთ, რომ დღეიდან 5 მარტამდე, ბაკურიანი ფრისტაილის სნოუბორდისა და ფრისკის მსოფლიო ჩემპიონატს მასპინძლობს.
მთავარი ლოკაციები დიდველისა და კოხტას მთებია, სწორედ აქ შეიკრიბება ასობით ათლეტი 42 ქვეყნიდან, 7 სახეობაში საასპარეზოდ. მათ შორის იასპარეზებენ ქართველი ათლეტები სქი ქროსის და ფრისტაილის კატეგორიაში.
მსოფლიო ჩემპიონატი საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, მთის ტრასების სააგენტოსა და სათხილამურო ფედერაციის ორგანიზებით ტარდება.