პოლიტიკური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, ეთნიკური უმცირესობებისთვის ინფორმაციის ხელმისაწვდომობაზე იმსჯელეს. შეხვედრა ახალციხის ციხის საკონფერენციო დარბაზში ორგანიზაციის – ,,ნიდერლანდების ინსტიტუტი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის” ორგანიზებით გაიმართა.
თემატურ დისკუსიაზე კვლევის შედეგები განიხილეს, სადაც აღნიშნულია, რომ არაქართულენოვანი მოსახლეობის დიდი ნაწილი ინფორმაციას რუსული მედიასაშუალებებიდან იღებს, რის გამოც მათ საქართველოში არსებული სიტუაციის შესახებ, ინფორმაცია არ აქვთ და მოსახლეობის ეს ნაწილი ადვილად ექცევა რუსული გავლენის ქვეშ. დისკუსიის მონაწილეებმა კვლევის შედეგებს საგანგაშო უწოდეს და გამოსავლის გზებზე იმსჯელეს. დისკუსია პროექტის – ,,ეროვნული უმცირესობების ჩართულობის გაძლიერება საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში“ ფარგლებში გაიმართა.
|