ახალგაზრდა ქალის გარდაცვალების გაქტის შესწავლა სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტომ დაიწყო და ამ მიზნით, ბორჯომის სამედიცინო ცენტრიდან, გარდაცვლილის სამედიცინო ისტორია მოითხოვა.
აღნიშნულ ინფორმაციას ადასტურებს ცენტრის დირექტორი. ირაკლი დიასამიძემ 33 წლის ნინო თეთვაძის ახლობლების ბრალდებასაც უპასუხა. გარდაცვლილის ოჯახის წევრები ამბობენ, რომ ახალგაზრდა ქალი არასწორად ჩატარებული საკეისრო კვეთის შემდეგ გარდაიცვალა.
შეგახსენებთ, რომ ჭობისხეველი ნინო თეთვაძე 27 ივნისს გარდაიცვალა. პაციენტს საკეისრო კვეთა ბორჯომის მრავალპროფილურ სამედიცინო ცენტრში, გარდაცვალებიდან 40 დღით ადრე ჩაუტარდა. ოჯახის წევრების თქმით, კლინიკიდან გამოწერისას, ნინო თეთვაძეს მუცლის ძლიერი ტკივილი და მაღალი სიცხე ჰქონდა. აღნიშნული სიმპტომებით, პაციენტმა კლინიკას ორჯერ მიმართა, თუმცა ექიმებმა დაამშვიდეს და ორჯერვე სახლში დააბრუნეს.
ნინო თეთვაძის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
|