რეგიონი
უკრაინაში რუსმა ოკუპანტებმა 1862 წელს აგებული ეკლესია დაბომბეს
უკრაინის ჩრდილოეთით, ჟიტომირის ოლქში რუსმა ოკუპანტებმა 160 წლის წინ აგებული ეკლესია დაბომბეს. ეროვნული მნიშვნელობის არქიტექტურულ ძეგლს ოკუპანტები 7 მარტს, გამთენიისას დაესხნენ თავს.
ჟიტომირის ოლქის სოფელ ვიაზოვკაში ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის ტაძარი 1862 წელს ააგეს. ჯერჯერობით უცნობია, შესაძლებელია თუ არა ისტორიული ძეგლის აღდგენა, თუმცა, როგორც ფოტოზე ჩანს, ხის კონსტრუქცია თითქმის მთლიანად განადგურებულია.
ჟიტომირის ოლქს რუსი ოკუპანტები თავს საჰაერო სივრციდან დაესხნენ. თავდასხმის შედეგად, რამდენიმე სამოქალაქო ობიექტი განადგურდა.
უკრაინაში რუსი ოკუპანტების მიერ ტაძრის დაბომბვის ეს პირველი შემთხვევა არ არის. 6 მარტს მათ მიერ კიევის აღმოსავლეთით სოფელ ბობრიკის მართლმადიდებლური ეკლესია დაიბომბა.
გააზიარეთ :