რეგიონი
უკრაინის დიდ ქალაქებზე კვლავ დამანგრეველი დარტყმები ხორციელდება
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი, მიხაილ პოდოლიაკი აცხადებს, რომ უკრაინის დიდ ქალაქებზე თავდასხმები კვლავ გრძელდება. მისი თქმით, რუსეთის დესტრუქციული ომის სამიზნე მშვიდობიანი მოსახლეობა და ქვეყნის დიდი ქალაქებია.
„უკრაინის დიდ ქალაქებზე კვლავ დამანგრეველი დარტყმები ხორციელდება. პირველი აფეთქება მოხდა ლუცკში და დაზიანდა შენობა, ივანო-ფრანკოვსკში მოხდა 3 ძლიერი აფეთქება. თავდასხმის ქვეშ იმყოფება დნიპროც. რუსეთის დესტრუქციული ომი მშვიდობიანი მოსახლეობისა და დიდი ქალაქების წინააღმდეგ გრძელდება", - წერს ის.
ბოლო მონაცემებით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსი მაიორი, გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე დაზვერვის საკითხებში და პოლკის დაზვერვის უფროსი ანდრეი ბურლაკოვი მოკლეს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია, უკრაინის შეიარაღებული ძალების ოფიცერ ანატოლი შტეფანზე დაყრდნობით ავრცელებს.
მაიორი ბურლაკოვი მონაწილეობდა ხერსონში აეროპორტის აღებაში.
ასევე იხილეთ: რუსულ ჯარს ადგილობრივი მოსახლეობა ტყვედ აჰყავთ და აწამებენ
გააზიარეთ :