მიკოლაევის სამხედრო ადმინისტრაციაზე თავდასხმის შედეგად 14 პირი გარდაიცვალა
მიკოლაევში, ადმინისტრაციულ შენობაზე თავდასხმის შემდეგ, შენობის ნანგრევებისგან გასათავისუფლებლად, სამაშველო სამუშაოები გრძელდება, - აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას უკრაინის საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, მიკოლაევის რეგიონულ სამხედრო ადმინისტრაციაზე თავდასხმის შედეგად, გარდაცვლილთა რიცხვმა 14-ს მიაღწია. ნანგრევებიდან 13 ადამიანის ცხედრის გამოყვანა მოხერხდა, ხოლო 1 ადამიანი კი - რეანიმაციულ განყოფილებაში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა.
ამასთან, როგორც ცნობილია, ადგილზე 8 ერთეული ტექნიკა და საგანგებო სიტუაციების მართვის, 38 თანამშრომელია მობილიზებული.
შეგახსენებთ, გუშინ, სამხრეთ უკრაინის ქალაქ მიკოლაევში, რუსულმა ძალებმა ქალაქის ადმინისტრაციულ შენობაზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს.