რეგიონი
უკრაინაში ოკუპანტებს მოწამლული ღვეზელებით “გაუმასპინძლდნენ” – მოწამლულია 500-მდე რუსი სამხედრო
უკრაინელები რუს ოკუპანტების მოწამვლას კვლავ განაგრძობენ. ამჯერად უკრაინელები ხარკოვის ოლქში, იზიუმის რაიონში, რუსეთის მესამე მოტომსროლელი დივიზიის შემადგენლობას “გაუმასპინძლდნენ” და 500-მდე რუსი სამხედრო საავადმყოფოში ინტოქსიკაციით საავადმყოფოში მოხვდა, საიდანაც 28 ამ დრომდე რეანიმაციაში რჩება, ორი კი მაშინვე გარდაიცვალა. აღნიშნულ ინფორმაციას, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველო სოციალურ ქსელში ავრცელებს.
,,უკრაინელები ოკუპანტებს ყველა საშუალებით ებრძვიან. ჩვენი მონაცემებით, იზიუმის რაიონის მაცხოვრებლები გაუმასპინძლდნენ რუსეთის ფედერაციის მესამე მოტომსროლელი დივიზიის შემადგენლობას მოწამლული ღვეზელებით. ამას გარდა, მესამე მოტომსროლელი დივიზიის 500 სამხედრო მოსამსახურე საავადმყოფოში უცნობი წარმომავლობის ალკოჰოლით მოწამლული წევს. რუსეთის სარდლობა ამ შემთხვევებს ე.წ. „არასაბრძოლო დანაკარგებად“ აღწერს“, - ნათქვამია უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს განცხადებაში.
გააზიარეთ :