SSSS
Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [2]: File "/var/www/temur/public_html//images/old/2016/04/karlen-manasiani.jpg?w=680" not exists.
Obfuscated Ads Example Special Offer Exclusive Deal
პოლიტიკა
ტარიელ ლონდარიძე, პარლამენტის სხდომაზე, "ოცნების" წევრებს დაუპირისპირდა
ტარიელ ლონდარიძე, პარლამენტის სხდომაზე, "ოცნების" წევრებს დაუპირისპირდა
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ”ქართული ოცნებისა” და ”ნაციონალური მოძრაობის” წევრები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. ჩხუბი სესიაზე დეპუტატ ზაზა პაპუაშვილის ინიციატივას მოჰყვა. ის  წინადადებით გამოვიდა, რომ 2011 წლის 26 მაისსა და წინა ხელისუფლების დროს დაღუპულთა ხსოვნისთვის წუთიერი დუმილით პატივი მიეგოთ. პაპუაშვილის წინადადების შესაბამისად უმრავლესობის წევრები ფეხზე წამოდგნენ. წუთიერი დუმილისთვის არ წამომდგარან ”ნაციონალური მოძრაობის” წევრები, რასაც მმართველი გუნდის წევრის, ოთარ ჩრდილელის მხრიდან მათდამი რეპლიკა მოჰყვა. შედეგად ოთარ ჩრდილელი და ”ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელი ტარიელ ლონდარიძე ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ, მოგვიანებით კი ლონდარიძესთან ჩხუბში ზურაბ ზვიადაურიც ჩაერთო. ზვიადაურის მიერ სხდომათა დარბაზის დატოვების შემდეგ სიტყვიერი დაპირისპირება და შეხლა-შემოხლა უკვე ”ქართული ოცნების” წევრ ომარ ნიშნიანიძესა და ”ნაციონალების” წარმომადგენელ გიორგი თედორაძეს შორის გაგრძელდა.
22:47 / 25.05.2016
ბორჯომსა და ადიგენში "გირჩი"–ს ოფისები გაიხსნა
24 მაისს, ახალი პოლიტიკური ცენტრის გირჩის ლიდერებმა სამცხე–ჯავახეთში ოფისები გაიხსნეს. გირჩის თავმჯდომარე ზურაბ ჯაფარიძე ბორჯომის ახალ ოფისში მხარდამჭერებს შეხვდა და მათ მომავალ პოლიტიკურ გეგმებზე ესაუბრა. დღესვე გაირკვა, რომ ბორჯომის ორგანიზაციის ადგილობრივი ოფისს ნიკოლოზ ჯავახიძე უხელმძღვანელებს. ჯავახიძე მედიასთან აქცენტს ბორჯომში არსებულ სოციალურ ვითარებასა და სამართლიანობის აღდგენაზე აკეთებს.
22:13 / 24.05.2016
ბორჯომის მუნიციპალიტეტში, 147 165  ლარის პრემია და დანამატი გაიცა
ბორჯომის მუნიციპალიტეტში, 147 165 ლარის პრემია და დანამატი გაიცა
     ბორჯომის მუნიციპალიტეტში, 2016 წლის განმავლობაში, პრემიისა და დანამატის სახით, 147 165 ლარი გაიცა. თანხა თანამდებობის პირებსა და საჯარო მოხელეებზე გადანაწილდა. 2016 წელს, ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობაში, პრემიის სახით, 140 780 ლარი გაიცა. ამავე წლის ოთხ თვეში, 6 385,12 ლარის სახელფასო დანამატი გაიცა ბორჯომის გამგეობაში.
13:56 / 17.05.2016
"ქართული ოცნების" პოლიტიკური საბჭოს შემადგენლობა ცნობილია
"ქართული ოცნების" პოლიტიკური საბჭოს შემადგენლობა ცნობილია
გიორგი კვირიკაშვილმა მხარდამჭერებს წესდებისა და პოლიტიკური საბჭოს გადაწყვეტილების შესაბამისად, პარტიის პოლიტიკური საბჭოს განახლებული შემადგენლობა წარუდგინა: პარტიის გენერალური მდივანი: კახა კალაძე, გიორგი ვოლსკი, მანანა კობახიძე, ეკა ბესელია, ირაკლი სესიაშვილი, ირაკლი ტრიპოილსკი, თემურ ჭკუასელი, დავით საგანელიძე, ნოდარ ხადური, ზვიად კვაჭანტირაძე, გედევან ფოფხაძე. ირაკლი კობახიძე. პარტიის თავმჯდომარემ მხარდამჭერებს პოლიტსაბჭოს ახალი წევრებიც წარუდგინა, ესენი არიან: დავით ბაქრაძე, დავით კოღუაშვილი, მამუკა მდინარაძე, ირინე ფრუიძე, რომან კაკულია, სოფიო კილაძე, აკაკი ზოიძე, ზვიად დონაძე. გიორგი კვირიკაშვილმა თითოეული მათგანი დაახასიათა. პარტიის პოლიტიკური საბჭოს წარმოდგენილი შემადგენლობა დელეგატებმა აბსოლუტური უმრავლესობით აირჩიეს. “ჩვენ მივაღწევთ დასახულ მიზანს. მე როგორც პარტიის თავმჯდომარე, დარწმუნებული ვარ, რომ “ქართული ოცნება” დამაჯერებლად გაიმარჯვებს ამ არჩევნებში. ჩვენ ერთად გავიმარჯვებთ და ამით ჩვენი სამშობლო გაიმარჯვებს” – ამ სიტყვებით დაასრულა გამოსვლა გიორგი კვირიკაშვილმა. “ქართული ოცნების” ყრილობა დასრულდა. თიკო კურტანიძე
18:21 / 14.05.2016
გიორგი კვირიკაშვილი "ოცნების" თავმჯდომარედ აირჩიეს
გიორგი კვირიკაშვილი "ოცნების" თავმჯდომარედ აირჩიეს
”ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” რიგით IV ყრილობაზე  გიორგი კვირიკაშვილის კანდიდატურა, პარტიის თავმჯდომარის პოსტზე, ერთხმად აირჩიეს. “ჩემთვის დიდი პატივია, ვიყო იმ პარტიის თავმჯდომარე, რომელიც უახლესი ისტორიის ერთ–ერთ მძიმე ეტაპზე შეიქმნა და გარდამტეხი როლი შეასრულა ქვეყნის განვითარების გზაზე. უახლოეს მომავალში ჩვენს რიგებში იხილავთ ბევრ ახალ ადამიანს, ბევრ პროფესიონალს, რომლებიც, დარწმუნებული ვარ, სრულიად განსხვავებულ, პოზიტიურ დინამიკას შემოიტანენ არა მარტო ჩვენს პარტიაში, არამედ ზოგადად ქართულ პოლიტიკაში. დღეიდან, როგორც პარტია ,,ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, პირადად ვიღებ პასუხისმგებლობას ჩვენი გუნდის საქმიანობაზე და ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ ეს იყოს წარმატებული ადამიანების გუნდი, რომელიც უანგაროდ იდგება ქვეყნის სამსახურში” – აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა. “ქართული ოცნების” ყრილობა თბილისის სპორტის სასახლეში მიმდინარეობს, რომელსაც პარტიის ლიდერები და მხარდამჭერები საქართველოს ყველა კუთხიდან ესწრებიან. თიკო კურტანიძე
17:48 / 14.05.2016
"ქართული ოცნების" ყრილობა დაიწყო
"ქართული ოცნების" ყრილობა დაიწყო
თბილისის სპორტის სასახლეში „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ყრილობა მიმდინარეობს. მხარდამჭერებს კოალიციის გენერალური მდივანი კახა კალაძე მიმართავს. მან სიტყვით გამოსვლისას განაკუთრებული მადლობა გადაუხადა ყოფილ პრემიერ მინისტრებს: ირაკლი ღარიბაშვილსა და ბიძინა ივანიშვილს. “ჩვენ წინ გველის უმნიშვნელოვანესი არჩევნები, სადაც დარწმუნებული ვარ, თქვენი თანადგომით შევძლებთ ღირსეული და დამაჯერებელი გამარჯვების მოპოვებას. ეს არ იქნება მხოლოდ “ქართული ოცნების” გამარჯვება. ეს იქნება ქართველი ხალხის გამარჯვება” – აღნიშნა კახა კალაძემ. მისი თქმით, პარტია განახლებული ძალებით შეუდგება პოლიტიკურ საქმიანობას. სპორტის სასახლეში “ქართული ოცნების” რიგით მეოთხე ყრილობა მიმდინარეობს. თიკო კურტანიძე
17:41 / 14.05.2016
სამცხე–ჯავახეთის გუბერნიაში 44 254 ლარის პრემია და დანამატი გაიცა
სამცხე–ჯავახეთის გუბერნიაში 44 254 ლარის პრემია და დანამატი გაიცა
სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის ადმინისტრაციის თანამშრომლებზე, 2016 წლის ოთხ თვეში გაცემული პრემიისა და დანამატის შესახებ ინფორმაცია ,,მე–9 არხმა“ ოფიციალურად გამოითხოვა. ოფიციალური ინფორმაციის მიხედვით, აპრილის თვეში, სააღდგომო პრემია როგორც შტატით გათვალისწინებულ, ისე შტატგარეშე თანამშრომლებზე გაიცა. თანხამ სულ 20 910 ლარი შეადგინა. სააღდგომო პრემია არ აუღია სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორს აკაკი მაჭუტაძეს. პრემიის გარდა, იანვარში, თებერვალში, მარტსა და აპრილში გაიცა სახელფასო დანამატიც. ჯამში 23 344 ლარის ოდენობით. დანამატს ძირითადად, შტატით გათვალისწინებული თანამშრომლები იღებდნენ. დანამატის სახით გაცემული თანხა თვების მიხედვით: იანვარი             2 950 ლარი თებერვალი     8 680 ლარი მარტი              8 775 ლარი აპრილი           2950 ლარი რუსუდან გვარამაძე
15:51 / 14.05.2016
ქალაქ ახალციხის მერიასა და საკრებულოში, პრემიისა და დანამატის სახით, 133 001  ლარი გაიცა
ქალაქ ახალციხის მერიასა და საკრებულოში, პრემიისა და დანამატის სახით, 133 001 ლარი გაიცა
     ქალაქ ახალციხის მერიასა და საკრებულოში, 2016 წლის ოთხი თვის მანძილზე გაცემული პრემიებისა და დანამატების შესახებ ინფორმაცია, ,,მე–9 არხმა“ ოფიციალურად გამოითხოვა.  პასუხად მიღებული წერილის მიხედვით, აპრილის თვეში, მერიის თანამშრომლებზე, პრემიის სახით, 57 710 ლარი გადანაწილდა. საკრებულოში კი ყველა თანამშრომელმა, ერთი თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობის სააღდგომო პრემია მიიღო, რამაც ჯამში 21 210 ლარი შეადგინა.
20:22 / 13.05.2016
პაატა ბურჭულაძის პოლიტიკაში წასვლას მესხი პოლიტიკოსები აფასებენ
წინასაარჩევნოდ ახალი პოლიტიკური მოძრაობა – სახელმწიფო ხალხისთვის ყალიბდება”, რომელსაც სათავეში “საქართველოს განვითარების ფონდის” დამფუძნებელი პაატა ბურჭულაძე ჩაუდგება.  პოლიტიკაში წასვლის თაობაზე მან განცხადება დღეს, 12 მაისს გაავრცელა. „ამოცანა შემდეგია: ჩვენ უნდა შევცვალოთ ხალხი პოლიტიკაში, ჩვენ უნდა შევცვალოთ თავად პოლიტიკა და გვექნება შანსი შევცვალოთ ქვეყანა. ეპოქა დასრულდა! ჩვენ, უბრალოდ, უნდა გავაცნობიეროთ ეს! აღარ არის პოლიტიკაში არც უმეცრების, არც უსინდისოების ადგილი, ისინი მაინც იქნებიან, მაგრამ შევეცადოთ, რომ ისინი იყვნენ უმცირესობაში. რას გპირდებით? ბრძოლას! ჩვენ ვიწყებთ პოლიტიკურ მოძრაობას „სახელმწიფო ხალხისათვის“
00:14 / 13.05.2016
პოლიტიკური მოძრაობა "სახელმწიფო ხალხისთვის" – პაატა ბურჭულაძე პოლიტიკაში მიდის
პოლიტიკური მოძრაობა "სახელმწიფო ხალხისთვის" – პაატა ბურჭულაძე პოლიტიკაში მიდის
პოლიტიკური მოძრაობა “სახელმწიფო ხალხისთვის” – პაატა ბურჭულაძე პოლიტიკაში მიდის. ”საქართველოს განვითარების ფონდის” დამფუძნებელი აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს: “ძვირფასო თანამოქალაქეებო, 25 წელი გავიდა. 25 წლის განმავლობაში ბევრმა ადამიანმა იშრომა და იბრძოლა ამ ქვეყნისთვის, მისი დამოუკიდებლობისათვის, და პირველი, რაც მინდა გითხრათ, რის ვალდებულებასაც ვგრძნობ, არის ჩემი განუსაზღვრელი პატივისცემა ყველა იმ ადამიანისადმი, ვინც ქვეყანა შეინარჩუნა, ვინც ქვეყნის დამოუკიდებლობის მიღწევაში, მისი განვითარების საქმეში თავისი წვლილი შეიტანა. ჩემი უდიდესი მადლობა და პატივისცემა ყველა ამ ადამიანს, გმადლობთ!
15:00 / 12.05.2016
საქართველოში წინასაარჩევნო კამპანია 8 ივნისიდან დაიწყება
საქართველოში წინასაარჩევნო კამპანია 8 ივნისიდან დაიწყება – ამის შესახებ განცხადება პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა დღეს გააკეთა. ქვეყნის პირველმა პირმა პრემიერთან, პარლამენტის სპიკერსა და ცესკოს თავმჯდომარესთან გამართული კონსულტაციები შეაჯამა და აღნიშნა, რომ ისინი გარკვეულ კონსენსუსამდე მივიდნენ.
13:46 / 11.05.2016
"ნაციონალების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები ცნობილია
"ნაციონალების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები ცნობილია
ახალციხესა და ადიგენში ვაჟა ჩიტაშვილი, ბორჯომსა და ასპინძაში ტარიელ ლონდარიძე – ,,ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების ვინაობა ცნობილია ,,ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ,“ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის, სამცხე–ჯავახეთში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები დაასახელა. აღნიშნული ინფორმაცია დღეს, 10 მაისს გამართულ სამცხე-ჯავახეთის რეგიონულ კონფერენციაზე გახდა ცნობილი, რომელიც ახალციხის ოფისში გაიმართა. კონფერენციას სამცხე-ჯავახეთის დელეგატები და ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები მიხეილ მაჭავარიანი, ვაჟა ჩიტაშვილი, ტარიელ ლონდარიძე და ზურაბ ჩილინგარაშვილი ესწრებოდნენ. დღესვე შეირჩნენ ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საპარლამენტო სიაში წარსადგენი პირები. დელეგატებმა ზურაბ ჩილინგარაშვილი, გევორქ შუშანიანი და ბესიკ ბექაური დაასახელეს, რომელთაც მაისის თვეში ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭო დაამტკიცებს. შეხვედრის დეტალებსა და ფოტოებს პარტიის ფეისბუქ-გვერდი ავრცელებს.
20:23 / 10.05.2016
ახალციხის მერმა სასამართლოს გადაწყვეტილება, სააპელაციოში გაასაჩივრა
ახალციხის მერმა სასამართლოს გადაწყვეტილება, სააპელაციოში გაასაჩივრა
      გიორგი კოპაძემ, მოსამართლე გია ბერაიას 23 მარტის გადაწყვეტილება, მაღალ ინსტანციაში გაასაჩივრა. ახალციხის რაიონულ სასამართლოში ამბობენ, რომ ქალაქის მერმა საჩივარი 4 მაისს შეიტანა, მათგან კი სააპელაციო სასამართლოს,  დღეს, 10 მაისს გადაეგზავნა. ქალაქის მერის განცხადებაში აღნიშნულია, რომ იგი მოსამართლე ბერაიას მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას არ ეთანხმება.
15:32 / 10.05.2016
ნინოწმინდის გამგეობასა და საკრებულოში, სააღდგომოდ 89 300 ლარის პრემია გაიცა
ნინოწმინდის გამგეობასა და საკრებულოში, სააღდგომოდ 89 300 ლარის პრემია გაიცა
       ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობის თანამშრომლებმა, აპრილის თვეში, ხელფასის ერთმაგი ოდენობის პრემია მიიღეს. თანამდებობის პირებსა და საჯარო მოხელეებზე გაცემულმა თანხამ, სულ 89 300 ლარი შეადგინა. მუნიციპალიტეტის გამგებლის, გაგიკ კარსლიანის ინფორმაციით, სააღდგომო პრემიის სახით,  საკრებულოს თანამშრომლებზე, 23 480 ლარი გადანაწილდა, გამგეობის თანამდებობის პირებსა და საჯარო მოხელეებზე კი 65 820 ლარი გაიცა.
11:36 / 06.05.2016
"რესპუბლიკური პარტიის" ლიდერებმა ახალქალაქში შეხვედრა გამართეს
“რესპუბლიკური პარტიის” ლიდერებმა სამცხე–ჯავახეთში შეხვედრა გამართეს. ახალციხის, ადიგენის, ასპინძის, ბორჯომისა და ახალქალაქის საკრებულოს წევრები “რესპუბლიკური პარტიიდან” და მხარდამჭერები, ლიდერებთან შესახვერად ახალქალაქში შეიკრიბნენ. შეხვედრაზე ადგილობრივი პრობლემები და რეგიონისთვის მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს. მოსახლეობასთან დისკუსია მედია საშუალებებისთვის დახურულ კარს მიღმა შედგა.
22:40 / 04.05.2016
კარლენ მინასიანმა ახალციხის გამგებლის მოადგილის პოსტი დატოვა
კარლენ მინასიანმა ახალციხის გამგებლის მოადგილის პოსტი დატოვა
ახალციხის გამგებლის მოადგილემ გადადგომის თაობაზე განცხადება დაწერა. გამგეობაში ინფორმაციას ადასტურებენ და აცხადებენ, რომ კალენ მინასიანმა აღნიშნული მოთხოვნით ადგილობრივ ხელმძღვანელობას 28 აპრილს მიმართა. მისი განცხადება დღეს, 3 მაისს დაკმაყოფილდა. გახდა თუ არა კარლენ მინასიანის მიერ თანამდებობის დატოვების მიზეზი “კადასტრი რეესტრი+”–ის დირექტორთან დავით გოგოლაძესთან მომხდარი ინციდენტი – ახალციხის გამგეობაში ამაზე არ საუბრობენ და აცხადებენ, რომ მან პოსტი პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა. თავად კარლენ მინასიანს “მეცხრე არხი” ვერ დაუკავშირდა. მას მობილური ტელეფონი გამორთული აქვს. შეგახსენებთ, რომ ინციდენტი 20 აპრილს, “კადასტრი რეესტრი+”–ის ოფისში მოხდა. როგორც დავით გოგოლაძე ამტკიცებს, კარლენ მანასიანი მასთან სამსახურებრივი საკითხის გასარკვევად მივიდა, რასაც შელაპარაკება და ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა. კარლენ მინასიანმა “მეცხრე არხის” კორესპონდენტთან პირად საუბარში, ჯერ კიდევ 22 აპრილს განაცხადა, რომ იგი თანამდებობის დატოვებას აპირებდა. თიკო კურტანიძე
13:12 / 03.05.2016
არტაანის დელეგაციას ახალციხის მერმა და უნივერსიტეტმა უმასპინძლეს
თურქეთის დელეგაცია ახალციხეში. ქალაქ არტაანის მერი, გამგეობისა და საკრებულოს წევრები და კულტურის სამსახურის წარმომადგენლები, სამცხე–ჯავახეთში ვიზიტის ფარგლებში, ახალციხის თვითმმართველობისა და სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლებს შეხვდნენ. სტუმრებს ქართველმა კოლეგამ, ქალაქის მერმა უმასპინძლა. გიორგი კოპაძემ და ფარუქ ქოქსოიმ, განათლების სფეროში პარტნიორობაზე, ტურიზმში თანამშრომლობასა და ადგილობრივი ბიზნესმენებისთვის ხელის შეწყობის აუცილებლობაზე ისაუბრეს.
17:57 / 29.04.2016
ბორჯომში „მემარცხენე ალიანსის“ ოფისი გაიხსნა
ბორჯომში პოლიტიკური გაერთიანება მემარცხენე ალიანსის ოფისი გაიხსნა. პარტიის ლიდერები ბორჯომელ  მხარდამჭერებს შეხვდნენ, მათ ადგილობრივებს  პრიორიტეტები და პარტიის ძირითადი მიმართულებები გააცნეს. შეხვედრის ბოლოს კი მათ შეკითხვებს უპასუხეს.
16:20 / 14.04.2016
გარდაცვლილი ჯარისკაცები და დუმილის რეჟიმი ყარაბაღში
დღეს ყარაბაღში დუმილის რეჟიმი გამოცხადდა. 15-დან 20 საათამდე დრო, ორივე მხარემ, დაღუპულთა მოსაძებნად გამოიყენა. არაღიარებული მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის მმართველობაში განაცხადეს, რომ აღნიშნული რეჟიმის დაწყება წითელი ჯვრის დახმარებით მოხდა, რასაც ორგანიზაციაშიც ადასტურებენ.   მშვიდობიან მოლაპარაკებას ალტერნატივა არ აქვს – ამბობენ ახალციხეში. ეთნიკურად სომეხი და ქართველი მოსახლეობა თანხმდება, რომ საქართველომ ნეიტრალური პოზიცია უნდა შეინარჩუნოს.
21:46 / 08.04.2016
არის თუ არა ოჯახი ქალისა და მამაკაცის ერთობა – საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა ახალციხეში
ახალციხეში საკონსტიტუციო ცვლილებები განიხილეს, რომელიც ქორწინებას და ოჯახის მცნებას განმარტავს.  საქართველოს პარლამენტის წევრებმა, კანონპროექტთან დაკავშირებით, რეგიონის მოსახლეობის აზრი მოისმინეს. დამსწრე საზოგადოების უმრავლესობამ ცვლკილებების შეტანას მხარი დაუჭირა. არის თუ არა ოჯახი ქალისა და მამაკაცის ერთობა – საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებმა, კონსტიტუციის 36–ე მუხლში ცვლილებების შეტანის აუცილებლობაზე ისაუბრეს. კანონპროექტზე მუშაობა უკვე დაწყებულია. მას სპეციალური კომისია განიხილავს. ცვლილებების დამტკიცებისთვის პარლამენტს 113 ხმა სჭირდება. თუ კანონპროექტი ამ ფორმით ვერ დამტკიცდა, დეპუტატები არ გამორიცხავენ, რომ აღნიშნულზე რეფერენდუმი ჩატარდეს. კონსტიტუციის 36–ე მუხლში წერია, რომ ქორწინება არის ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირი, რომელიც მიზნად  ოჯახის შექმნას ისახავს.
15:19 / 06.04.2016
სხვა სტატიები
კვირის პოპულარული
ამინდი
ახალციხე 9 °C
img
ახალქალაქი 7 °C
img
ასპინძა 7 °C
img
ადიგენი 15 °C
img
ბორჯომი 10 °C
img
თბილისი 16 °C
img
აბასთუმანი 6 °C
img
ბაკურიანი 5 °C
img
ნინოწმინდა 7 °C
img
ვალუტა
AMD
AMD
1000
7.1187
EUR
EUR
1
3.1202
RUB
RUB
100
3.4423
TRY
TRY
1
0.0696
USD
USD
1
2.7315
კალენდარი
«« დეკემბერი  »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31 1234
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.

hacklink hack forum hacklink film izle hacklink Marsbahis girişhttps://w88fm.top/marsbahislink vao w88 moi nhatantep escortramadabethttps://12betno1.help/메이저놀이터pornoAnadolu Yakası Escortmanga okumanga scansDeneme Bonusu Veren Siteler 2025olimpos casinoikasbetwww.giftcardmall.com/mygiftwww.giftcardmall.com/mygiftwww.giftcardmall.com/mygift activategrandpashabetramadabetfree live tv streamingบาคาร่า1 tv liveสล็อตเว็บตรงสล็อตAI 검사기Tahliye planımatadorjojobetjojobetdizipaltürk ifşa킹콩티비배트맨티비jojobettipobettipobet스마일퀄리티mislibetmatbetsahabetsahabetpusulabethuqqabetvizyon iptvสล็อตเว็บตรงgobahiskavbetStreameastkavbet girişmaksibetgobahisonwinDeneme Bonusu Veren SitelerbetofficeGrandpashabetjojobetjojobetholiganbetnakitbahisholiganbet 1181jojobet girişjojobet girişJojobetjojobetgrandpashabet girişgobahisbetofficegobahisgiftcardmall/mygiftmatbetmatbetmatbetmatadorbet girişsetrabetcasibomnerobetiptv satın alcasino sitelericasibomPorno İzlebetoviscasibomcasibom girişmasterbettingmasterbettingyakabetartemisbetbetpuan girişbetnanodinamobet girişvdcasino girişsekabetmarsbahis girişbetkolikonwinyakabetyakabetyakabetHoliganbetHoliganbetholiganbet girişholiganbet girişmavibetmavibetmavibetholiganbetcratosslot girişholiganbetdeneme bonusu veren sitelerizmir escortadana escortcasibomstarzbetjojobetmilanobetmilanobetStreameastfixbetbetofficetimebettimebettimebetbetparkcasibomistanbul escort telegramcasibomprimebahispusulabetbetsmovebetofficebetoffice영문주소vaycasinoสล็อตBetigma girişcasibomBetigmajojobetgoogleрейтинг казинорейтинг онлайн казиноholiganbet 1181jojobetrekabetStreameastbahis siteleri 2025jojobetgiftcardmall/mygiftwww.giftcardmall.com/mygiftholiganbetgrandpashabetmarsbahiscasibomroyalbetholiganbet 1181www.giftcardmall.com/mygiftwww.giftcardmall.com/mygiftCasibomwww.mcgift.giftcardmall.com balancewww.mcgift.giftcardmall.com balancetm menards loginsetrabetsweet bonanzajojobet girişcasibomcasibomcasibomcasinolevantpusulabetvdcasinosahabetumzugsfirma wiencasibomhttps://iqostereabypuff.com/casibom9065 comCasibom GirişdizipalkulisbetkulisbetperabetperabetbetwoonjojobetMarsbahisizmir escort telegramMeritkingmarsbahisjojobetmatbet