SSSS
Obfuscated Ads Example Special Offer Exclusive Deal
პოლიტიკა
როგორ გააგრძელებენ მუშაობას ,,რესპუბლიკელებისა" და ,,ეროვნული ფორუმის" წევრები თვითმმართველობებში
,,რესპუბლიკური პარტიისა“ და ,,ეროვნული ფორუმის“ გადაწყვეტილებას, რომ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა ინდივიდუალურად მიიღონ, ახალციხეში აფასებენ. ,,რესპუბლიკური პარტია“ კოალიციაში უნდა დარჩენილიყო – ფიქრობს ქალაქ ახალციხის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე და პარტიის წევრი. თამარ გოგოლაძე ამბობს, რომ აღნიშნულ გადაწყვეტილებას წარმომადგენლობით ორგანოში, უმრავლესობასთან ურთიერთობის გაფუჭება არ გამოუწვევია.
15:00 / 06.04.2016
,,თავისუფალმა დემოკრატებმა“ სამცხე–ჯავახეთში ორდღიანი ტურნე დაასრულეს
,,თავისუფალმა დემოკრატებმა“ სამცხე–ჯავახეთში რეგიონული ტურნე დაასრულეს. ირაკლი ალასანია პარტიის სხვა ლიდერებთან ერთად, ბორჯომსა და ახალციხეში, ორი დღის განმავლობაში მოსახლეობას ხვდებოდა. პარტიის წევრებმა ადგილობრივების პრობლემები მოისმინეს და ,,თავისუფალი დემოკრატების“ სამომავლო გეგმებსა და წინასაარჩევნო პროგრამაზე ისაუბრეს. ბორჯომში, ბაზრის მოვაჭრეებთან და დევნილებთან შეხვედრის შემდეგ, ალასანია ახალციხის სავაჭრო ცენტრს ეწვია. მან სოციალურ საკითხებსა და ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობაზე ისაუბრა და მოსახლეობას ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანის გზები გააცნო.
00:02 / 31.03.2016
ზურაბ ჯაფარიძე: „სანამ ასეთი დემოკრატია იარსებებს, ეკონომიკა ვერ განვითარდება“
ახალი პოლიტიკური ცენტრის  დამფუძნებელი ზურაბ ჯაფარიძე ახალციხეში მოსახლეობას შეხვდა. მან ადგილობრივებს „გირჩის“ სამომავლო ხედვები გააცნო.  პოლიტიკოსმა ვრცლად  ისაუბრა, თუ როგორ უნდა მოხდეს ქვეყნის წინაშე არსებული მთავარი გამოწვევების დაძლევა, როგორიცაა, ლარის გაუფასურება, ფასების ზრდა, სამუშაო ადგილების სიმცირე და სხვა.  ზურაბ ჯაფარიძეს მიაჩნია, რომ აღნიშნული პრობლემების გადასაჭრელად, ქვეყანაში ერთადერთი სწორი ხედვა ახალ პოლიტიკურ ცენტს გააჩნია. „გირჩის“ ლიდერის თქმით, საქართველოს ეკონომიკის სერიოზული რეფორმები სჭირდება, რომელიც გარკვეული ნაწილისთვის მტკივნეული იქნება.
21:00 / 06.03.2016
გიორგი კოპაძე "ოცნების" რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარედ აირჩიეს
ახალციხის „ქართული ოცნების“ რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე ისევ გიორგი კოპაძე გახდა. ქალაქის მერი პარტიის თავმდომარედ დელეგატებმა  უკვე მეორედ აირჩიეს. ,,ქართული ოცნების“ პარტიული ყრილობა,  მესხეთის სახელმწიფო დრამატულ თეატრში გაიმართა, რომელსაც პარტიის გენერალური მდივანი კახა კალაძე და აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე დაესწრნენ.  დარბაზში ,,ქართული ოცნების“  500–მდემხარდამჭერი იმყოფებოდა.
21:09 / 02.03.2016
ახალციხეში ,,ქართული ოცნების" რაიონულ თავმჯდომარეს ირჩევენ
ახალციხეში ,,ქართული ოცნების" რაიონულ თავმჯდომარეს ირჩევენ
ამ წუთებში, მესხეთის სახელმწიფო დრამატულ თეატრში ,,ქართული ოცნების“ პარტიული ყრილობა მიმდინარეობს. ახალციხეს პარტიის გენერალური მდივანი კახა კალაძე და აღმასრულებელი მდივანი, ირაკლი კობახიძე სტუმრობენ. ,,მე–9 არხის“ ინფორმაციით, სხდომაზე  “ქართული ოცნების” რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარეს აირჩევენ, რომლის ერთ–ერთი კანდიდატი ქალაქის მერი, გიორგი კოპაძეა. აღნიშნული ინფორმაცია ტელეკომპანიას, თავად მერმა დაუდასტურა. შეხვედრას 500–მდე ,,ქართული ოცნების“ მხარდამჭერი ესწრება. ყრილობაზე დასწრების საშუალება არ მიეცათ მედიის წარმომადგენლებს. მიუხედავად იმისა, რომკ ,,ქართული ოცნების“  საზოგადოებსასთან ურთიერთობის სამსახური ჟურნალისტებს დაპირდა, რომ სხდომის გადაღების საშუალება ექნებოდათ, ბოლო მომენტში, პარტიის პირველი პირების დაცვის წევრებმა  ოპერატორებს დარბაზი დაატოვებინეს და გადაღების საშუალება არ მისცეს.
18:31 / 02.03.2016
ახალციხეში კახი კალაძეს ელოდებიან
ახალციხეში კახი კალაძეს ელოდებიან
ახალციხეში, საქართველოს ენერგეტიკის მინისტრსა და “ქართული ოცნების” აღმასრულებელ მდივანს ელოდებიან. კახი კალაძე და ირაკლი კობახიძე, პარტიის რაიონული ორგანიზაციის  წევრებს, მესხეთის სახელმწიფო, პროფესიული დრამატული თეატრის შენობაში შეხვდება. როგორც “მეცხრე არხს” ახალციხის მერის მოადგილემ ზაზა გელაძემ განუცხადა, “ქართული ოცნების” რაიონული ორგანიზაციის წევრებთან შეხვედრისას, თავმჯდომარის არჩევა მოხდება, თუმცა ამ თანამდებობას ვინ დაიკავებს, ეს ჯერ უცნობია. შეგახსენებთ, რომ “ქართული ოცნების” რაიონული ორგანიზაციების თავმჯდომარეები უკვე არჩეულია ასპინძაში, ადიგენსა და ბორჯომში.  
14:14 / 02.03.2016
სოფლის მხარდაჭერის პროგრამით, ახალციხის თემისათვის 667 ათასი ლარი გამოიყო
სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, ახალციხის თემისათვის  667 ათასი ლარი გამოიყო – ამის შესახებ საკრებულოს სხომაზე გახდა ცნობილი. მიმდინარე წელს, დაფინანსება, გასულ წელთან შედარებით, 17 ათასი ლარით მეტია, ეს თანხა კი ვალეში, მეორე შახტის დასახლებაში ერთ–ერთი კორპუსის გადახურვას მოხმარდება. ადგილობრივ თვითმმართველობაში ამბობენ, რომ თანხის გაზრდა ქვეყნის სხვა მნუნიციპალიტეტებში მოსახლეობის მიგრაციამ გამოიწვია.
20:03 / 29.02.2016
დავით ბაქრაძე სამცხე–ჯავახეთში მოსახლეობას შეხვდა
,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ერთ–ერთი ლიდერი, დავით ბაქრაძე სამცხე–ჯავახეთის მოსახლეობას შეხვდა. ადგილობრივების პრობლემები პარტიის სხვა წევრებთან ერთად, ბორჯომში, ვალესა და ახალციხეში მოისმინა. მისი თქმით, ვიზიტის მიზანი, მოქალაქეების პრობლემების შესახებ ინფორმაციის მოძიება იყო, რასაც წინასაარჩევნო პროგრამის და საარჩევნო გეგმის შედგენისას გაითვალისწინებენ.
17:41 / 26.02.2016
დავით ბაქრაძემ სამცხე–ჯავახეთში შეხვედრები გამართა
დავით ბაქრაძემ სამცხე–ჯავახეთში შეხვედრები გამართა
,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ერთ–ერთი ლიდერი, დავით ბაქრაძე დღეს სამცხე–ჯავახეთის მოსახლეობას შეხვდა. ადგილობრივების პრობლემები პარტიის სხვა წევრებთან ერთად, ბორჯომში, ვალესა და ახალციხეში მოისმინა. მისი თქმით, ვიზიტის მიზანი, მოქალაქეების პრობლემების შესახებ ინფორმაციის მოძიება იყო, რასაც წინასაარჩევნო პროგრამის და საარჩევნო გეგმის შედგენისას გაითვალისწინებენ. პარტიის ლიდერმა აქცენტი, რეგიონში არსებულ ეკონომიკურ და სოციალურ პრობლემებზე გააკეთა. დავით ბაქრაძემ სამცხე–ჯავახეთში ვიზიტი ახალციხის  ოფისში, პარტიის ადგილობრივ წევრებთან შეხვედრით დაასრულა.
17:52 / 25.02.2016
25 თებერვალი საქართველოს ოკუპაციის დღეა
25 თებერვალი საქართველოს ოკუპაციის დღეა
   25 თებერვალი საქართველოს ოკუპუციის დღეა. 95 წლის წინ, 1921 წლის 25 თებერვალს, თბილისში ბოლშევიკების მე-11 არმია შევიდა და საქართველო საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკად გამოაცხადა. რუსეთის წითელი არმია საქართველოში 12 თებერვალს შემოიჭრა. მე-11 არმიას ქართული ჯარი, სახალხო გვარდია და მოხალისეები თბილისის მისადგომებთან შეებრძოლნენ. ძირითადი ბრძოლები კოჯრისა და ტაბახმელას მიდამოებში გაიმართა. 
11:59 / 25.02.2016
NATO–ში გაწევრიანების პრესპექტივა და მასთან დაკავშირებული მითები
ევროატლანტიკურ კავშირში, საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივასთან ერთად, საზოგადოებაში არაერთგვაროვანი მოსაზრებებიც ჩნდება. მოსახლეობის ნაწილი ფიქრობს, რომ ნატოში გაწევრიანებით ქვეყანა სტაბილურობისა და უსაფრთხოების გარანტს მიიღებს. ამის მიუხესდავად, სამცხე–ჯავახეთში საუბრობენ, რომ საქართველოს ნატოში გაწევრიანებას  ხელს ოკუპიურებული ტერიტორიები შეუშლის. ევროატლანტიკური ინტეგრაციის შემდეგ, საქართველო, ეგრედწოდებული ,,ნატოს ჯარის“ ბაზად გადაიქცევა – ეს კიდევ ერთი მითია, რომელიც სამცხე–ჯავახეთის მოსახლეობას აღელვებს.  მესხეთში თვლიან, რომ ამ მხრივ საფრთხე სწორედ მათ რეგიონს დაემუქრება, რადგან სამხედრო ბაზები საზღვრისპირა რეგიონის ტერიტორიაზე განთავსდება. ამ მითის სჯერათ არა მხოლოდ რიგით მოქალაქეებს, არამედ ისტორიკოსებსა და კავკასიოლოგებს.
18:40 / 12.02.2016
როგორ შეიცვლება საქართველოს უსაფრთხოების პოლიტიკა, დასავლეთთან ინტეგრაციის შემთხვევაში?
პიროვნების თავისუფლება, კანონის უზენაესობა,  დემოკრატიული ღირებულებების დაცვა და კონფლიქტების მოგვარება სამხედრო ძალის გარეშე – სამცხე–ჯავახეთის მოსახლეობის ნაწილი ფიქრობს, რომ ჩვენი ქვეყანა მხოლოდ დასავლეთთან ინტეგრაციის შემთხვევაში შეძლებს, ეფექტურად გაუმკლავდეს იმ საფრთხეებსა და გამოწვევებს, რომლის წინაშეც საქართველო დგას. თუმცა, ადგილობრივები ფიქრობენ, რომ ეს შორეული პერსპექტივაა. ამის მიზეზად კი დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარების დონეს ასახელებენ. საქართველო ნატოს წევრი აუცილებლად გახდება – ეს ოფიციალური თბილისის პოზიციაა.  ამაზე 2008 წელს, ბუქარესტის სამიტზე, ნატოს წევრი  ქვეყნების პირველი პირები შეთანხმდნენ.
11:23 / 12.02.2016
ახალციხის გამგეობის ბიუჯეტი გაიზარდა
ახალციხის თემის საკრებულოში რიგით მესამე სხდომა გაიმართა. დეპუტატებმა კენჭი, დღის წესრიგით გათვალისწინებულ ერთ საკითხს უყარეს, რომელიც 2016 წლის ბიუჯეტში ცვლილების შეტანას შეეხო. გამგეობის საფინასო–საბიუჯეტო სამსახურის უფროსის განმარტებით, მიმდინარე წელს ინფარსტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად, ცენტრალური ბიუჯეტიდან, მუნიციპალიტეტისთვის   2 მილიონ 227 ათას ლარზე მეტი გამოიყო, რომელიც გელა ლომიძის თქმით, სარწყავის სისტემებისა და გზების მშენებლობისათვის დაიხარჯება.
16:45 / 09.02.2016
ახალციხის მერს, ოპოზიციონერი დეპუტატი, სასამართლოში უჩივის
,,გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის“ რეგიონულმა კოორდინატორმა, ჯიმშერ გოგოლაურმა, ახალციხის რაიონულ სასამართლოში სარჩელი, ქალაქის მერის წინააღმდეგ შეიტანა. შელახული რეპუტაციის აღსადგენად, დეპუტატი სამოქალაქო წესით იდავებს. გოგოლაური, გიორგი კოპაძეს, ცრუ დასმენასა და ცილისწამებაში ადანაშაულებს და ქალაქის მერს მედიასაშუალებებით ბოდიშის მოხდას სთხოვს. ფაქტის გამოძიების მოთხოვნით, გოგოლაურმა თავდაპირველად, პროკურატურას მიმართა. საქმეზე მოკვლევა ახალციხის რაიონულმა სამმართველომ დაიწყო.
17:54 / 01.02.2016
,,ქართული ოცნება“ პროკურატურის გამოყენებით, რეპრესიებზე გადავიდა“ – ბორჯომის დეპუტატი დაკითხვაზე დაიბარეს
ბორჯომის საკრებულოს დეპუტატი, ,,ლეიბორისტული პარტიის“ წევრი დაკითხვაზე დღეს დაიბარეს. გიორგი გიუაშვილი სამცხე–ჯავახეთის საოლქო პროკურატურაში მისვლას, ბრიფინგის გამართვასა და ჟურნალისტებთან შეხვდრას აპირებდა, თუმცა როგორც ის ამბობს, დაკითხვამდე ცოტა ხნით ადრე დაურეკეს და უთხრეს, რომ მასთან გასაუბრება დღეს აღარ შედგებოდა. რა საკითხზე მოუწევს საუბარი პროკურატურაში – ამის შესახებ დეპუტატი დეტალურ ინფორმაციას არ ფლობს, თუმცა ამბობს, რომ საქმე 2013 წელს,  გამგებლის მოადგილის პოსტზე მუშაობის პერიოდს ეხება. მისივე ინფორმაციით, პროკურატურამ, სისხლის სამართლის საქმე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიმართვის საფუძველზე აღძრა.  გიუაშვილი აღნიშნულს, მის პოლიტიკურ საქმიანობას უკავშირებს, რადგან 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებას აპირებს. იგი ბორჯომის  ,,ლეიბორისტული პარტიის“ მაჟორიტარობის კანდიდატი იქნება.
11:19 / 21.01.2016
ახალციხეში, ოპოზიციური პარტიების მიერ შემუშავებული საარჩევნო სისტემის განხილვა მოეწყო
ახალციხეში ოპოზიციური პარტიების მიერ, საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით მომზადებული საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა მოეწყო. 12 პოლიტიკური ძალის მიერ შედგენილი  ცვლილებები პროპორციულ არჩევნებს, პროპორციულ–რეგიონულ სიებს გულისხმობს. ,,ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გიგი წერეთელმა ადგილობრივებს განუმარტა, ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ გააუქმოს ამჟამად მოქმედი სისტემა, რომლის მიხედვითაც გარკვეულ რეგიონებში მაჟრიტარული არჩევნები არ ჩატარდება და 5 რეგიონს ერთი დეპუტატი ეყოლება.
21:08 / 12.01.2016
ქალაქ ახალციხის საკრებულოს ახალი თავმჯდომარე ჰყავს
ქალაქ ახალციხის საკრებულოს თავმჯდომარის პოსტი დავით ლომიძემ დაიკავა. იგი ფარული კენჭისყრით დეპუტატებმა დღეს, 28 დეკემბერს, რიგგარეშე სხდომაზე, აირჩიეს. წარმომადგენლობით ორგანოში, თავმჯდომარის ადგილზე, სულ ორი განცხადება იყო შესული. ცხრა მომხრე და ხუთი  წინააღმდეგი – ქალაქ ახალციხის საკრებულომ ახალი თავმჯდომარე აირჩია. ერთმა დეპუტატმა არჩევანის გაკეთებისგან თავი შეიკავა.
22:23 / 28.12.2015
ახალციხის საკრებულოს თავმჯდომარის პოსტი დავით ლომიძემ დაიკავა
ახალციხის საკრებულოს თავმჯდომარის პოსტი დავით ლომიძემ დაიკავა
ქალაქ ახალციხის საკრებულოს თავმჯდომარის პოსტი დავით ლომიძემ დაიკავა. იგი ფარული კენჭისყრით დეპუტატებმა დღეს, 28 დეკემბერს, რიგგარეშე სხდომაზე, აირჩიეს. საკრებულოში თავმჯდომარეობის მსურველის ორი  განაცხადი შევიდა:  ესენია ზურაბ სადათიერაშვილი – “ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან და დავით ლომიძე – კოალიცია “ქართული ოცნებიდან” ფარული კენჭისყრის შედეგები ასეთია: 9 ხმა დავით ლომიძეს, 5 ხმა ზურაბ სადათიერაშვილს, ხოლო ერთი – ბათილი. შეგახსენებთ, რომ საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობას თამარ გოგოლაძე მას შემდეგ ასრულებდა, რაც პოსტი კახა ბერიძემ დატოვა.  მას საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობა 2014 წლის 14 ივლისიდან 2015 წლის 7 აგვისტომდე ეკავა.
12:33 / 28.12.2015
ქალაქ ახალციხეში საკრებულოს თავმჯდომარეს ირჩევენ
ქალაქ ახალციხეში საკრებულოს თავმჯდომარეს ირჩევენ
ქალაქ ახალციხეში საკრებულოს თავმჯდომარეს ირჩევენ.  ამ დროისათვის, საკრებულოში თავმჯდომარეობის მსურველის ორი განაცხადია შესული. “ქართულმა ოცნებამ” დავით ლომიძის კანდიდატურა დაასახელა, ხოლო “ნაციონალურმა მოძრაობამ” ზურაბ სადათიერაშვილის. საკრებულოს ახალ თავმჯდომარეს ფარული კენჭისყრით ირჩევენ. რიგგარეშე სხდომას 15 დეპუტატი ესწრება. შეგახსენებთ, რომ საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობას თამარ გოგოლაძე მას შემდეგ ასრულებდა, რაც პოსტი კახა ბერიძემ დატოვა.  მას საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობა 2014 წლის 14 ივლისიდან 2015 წლის 7 აგვისტომდე ეკავა.
12:26 / 28.12.2015
გიორგი კოპაძე: "პრემიერი იყო გულანთებული ქართველი"
ირაკლი ღარიბაშვილის პოსტიდან გადადგომას ახალციხეში  ადგილობრივი ხელისუფლების პირველი პირები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და პოლიტოლოგები აფასებენ. ისინი ფიქრობენ, რომ ღარიბაშვილის მიერ თანამდებობის დატოვება 2016 წლის არჩევნების სამზადისს უკავშირდება და არ არის გამორიცხული იგი „ქართული ოცნების“  სიის პირველ ნომრად მოგვევლინოს. პრემიერი იყო გულანთებული ქართველი–ასე აფასებს ახალციხის მერი, ბოლო წლებში  ირაკლი ღარიბაშვილის საქმიანობას. გიორგი კოპაძე არ მალავს, რომ  ყოფილი პრემიერ–მინისტრის მიერ პოსტის დატოვება მოულოდნელი იყო.
23:48 / 24.12.2015
სხვა სტატიები
კვირის პოპულარული
ამინდი
ახალციხე 9 °C
img
ახალქალაქი 7 °C
img
ასპინძა 7 °C
img
ადიგენი 15 °C
img
ბორჯომი 10 °C
img
თბილისი 16 °C
img
აბასთუმანი 6 °C
img
ბაკურიანი 5 °C
img
ნინოწმინდა 7 °C
img
ვალუტა
AMD
AMD
1000
7.1187
EUR
EUR
1
3.1202
RUB
RUB
100
3.4423
TRY
TRY
1
0.0696
USD
USD
1
2.7315
კალენდარი
«« დეკემბერი  »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31 1234
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.

hacklink hack forum hacklink film izle hacklink Marsbahis girişhttps://w88fm.top/marsbahislink vao w88 moi nhatantep escortramadabethttps://12betno1.help/메이저놀이터pornoAnadolu Yakası Escortmanga okumanga scansDeneme Bonusu Veren Siteler 2025olimpos casinoikasbetwww.giftcardmall.com/mygiftwww.giftcardmall.com/mygiftwww.giftcardmall.com/mygift activategrandpashabetramadabetfree live tv streamingบาคาร่า1 tv liveสล็อตเว็บตรงสล็อตAI 검사기Tahliye planımatadorjojobetjojobetdizipaltürk ifşa킹콩티비배트맨티비jojobettipobettipobet스마일퀄리티mislibetmatbetsahabetsahabetpusulabethuqqabetvizyon iptvสล็อตเว็บตรงgobahiskavbetStreameastkavbet girişmaksibetgobahisonwinDeneme Bonusu Veren SitelerbetofficeGrandpashabetjojobetjojobetholiganbetnakitbahisholiganbet 1181jojobet girişjojobet girişJojobetjojobetgrandpashabet girişgobahisbetofficegobahisgiftcardmall/mygiftmatbetmatbetmatbetmatadorbet girişsetrabetcasibomnerobetiptv satın alcasino sitelericasibomPorno İzlebetoviscasibomcasibom girişmasterbettingmasterbettingyakabetartemisbetbetpuan girişbetnanodinamobet girişvdcasino girişsekabetmarsbahis girişbetkolikonwinyakabetyakabetyakabetHoliganbetHoliganbetholiganbet girişholiganbet girişmavibetmavibetmavibetholiganbetcratosslot girişholiganbetdeneme bonusu veren sitelerizmir escortadana escortcasibomstarzbetjojobetmilanobetmilanobetStreameastfixbetbetofficetimebettimebettimebetbetparkcasibomistanbul escort telegramcasibomprimebahispusulabetbetsmovebetofficebetoffice영문주소vaycasinoสล็อตBetigma girişcasibomBetigmajojobetgoogleрейтинг казинорейтинг онлайн казиноholiganbet 1181jojobetrekabetStreameastbahis siteleri 2025jojobetgiftcardmall/mygiftwww.giftcardmall.com/mygiftholiganbetgrandpashabetmarsbahiscasibomroyalbetholiganbet 1181www.giftcardmall.com/mygiftwww.giftcardmall.com/mygiftCasibomwww.mcgift.giftcardmall.com balancewww.mcgift.giftcardmall.com balancetm menards loginsetrabetsweet bonanzajojobet girişcasibomcasibomcasibomcasinolevantpusulabetvdcasinosahabetumzugsfirma wiencasibomhttps://iqostereabypuff.com/casibom9065 comCasibom GirişdizipalkulisbetkulisbetperabetperabetbetwoonjojobetMarsbahisizmir escort telegramMeritkingmarsbahisjojobetmatbet