SSSS
Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [2]: File "/var/www/temur/public_html//images/old/2016/06/13330284_1130732540318182_103830441_n.jpg" not exists.
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [2]: File "/var/www/temur/public_html//images/old/2016/06/shss.jpg" not exists.
Obfuscated Ads Example Special Offer Exclusive Deal
სამართალი
ქრთამის სახით, 3 000 ლარის აღების ფაქტზე, ასპინძის საკრებულოს დეპუტატი დააკავეს
სახელწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ქრთამის აღების ფაქტზე ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატი, საბიუჯეტო-საფინანსო, ეკონომიკისა და ქონების მართვის კომისიის თავმჯდომარე, თემურ პლაჭიაშვილი დააკავეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ თემურ პლაჭიაშვილმა კანონით გათვალისწინებული პროცედურების გვერდის ავლით, სახელმწიფოს კუთვნილი 150 ჰა მიწის ფართობის დროებით სარგებლობაში გადაცემისა და შემდგომი მფარველობის სანაცვლოდ, მოქალაქეს ქრთამის სახით, 3 000 ლარი გამოართვა.
18:54 / 13.06.2016
ახალციხეში ახალგაზრდა გოგონას ავტომობილი დაეჯახა
ახალციხეში ახალგაზრდა გოგონას ავტომობილი დაეჯახა
ახალციხეში ახალგაზრდა გოგონას “ნისანის” მარკის ავტომობილი დაეჯახა. გოგონამ გონება დაკარგა. ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფი. მედიკოსებმა დაშავებულს პირველადი დახმარება ადგილზევე გაუწიეს,  რის შემდეგაც გოგონა ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანეს. “მეცხრე არხის” ინფორმაციით, ამ დროისათვის დაშავებული გონებაზეა. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. გოგონას მსუბუქი დაზიანებები აღებიშნება.არ აქვს მოტეხილობები. ავტომობილის მძღოლს შემთხვევის ადგილიდან მიმალვა არ უცდია. თვითმხილველთა თქმით, გოგონა ფეხით გადაადგილდებოდა. ავტოსაგზაო შემთხვევა ახალცხის ცენტრალური პარკის ტერიტორიაზე მოხდა, რის გამოც ტერიტორიაზე მოძრაობა დროებით შეფერხდა. შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებილნი. შსს–ს ინფორმაციით, გამოძიება საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც  ავტომობილის, ტრამვაის, ტროლეიბუსის, ტრაქტორის ან სხვა მექანიკური ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება. ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების შეზღუდვით ვადით სამ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით იმავე ვადით, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ. თიკო კურტანიძე, ნანა ინასარიძე
20:03 / 08.06.2016
ბორჯომში იუსტიციის სახლი გაიხსნა
იუსტიციის სახლის 400-მდე სერვისით სარგებლობა უკვე ბორჯომელებსაც შეუძლიათ. იუსტიციის სახლის რიგით მეჩვიდმეტე ფილიალი ბორჯომში იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა გახსნა. ბორჯომის იუსტიციის სახლი მომხმარებელს იუსტიციის სახლებისთვის დამახასიათებელი უმაღლეს ხარისხის მომსახურებას სთავაზობს. სახელმწიფო და კერძო სექტორის სერვისების მიღება ბორჯომშიც მინიმალურ დროშია შესაძლებელი.
17:13 / 07.06.2016
ავტომობილის პარკირების წესები, ახალციხეში, სამართალდამცველებზე არ ვრცელდება
ავტომობილის პარკირების წესები, ახალციხეში, სამართალდამცველებზე არ ვრცელდება
ავტომობილის პარკირების წესებს ახალციხეში სამართალდამცველები არ ემორჩილებიან.
22:34 / 03.06.2016
კორცხელის ინციდენტში მონაწილე 6 პირს ბრალი წარედგინა
კორცხელის ინციდენტში მონაწილე 6 პირს ბრალი წარედგინა
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კორცხელის ინციდენტში მონაწილე ექვს პირს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბრალი წარუდგინა. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კორცხელში, შუალედური არჩევნების დროს მომხდარი ინციდენტის ფაქტზე სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტში გამოძიება 2016 წლის 22 მაისს საქართველოს სსკ-ის 125-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო. შსს–ს ინფორმაციით, აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე, 2016 წლის 24 მაისს, შინაგან საქმეთა სამინისტროში ნებაყოფლობით გამოცხადდა ინცინდენტში მონაწილე ექვსი პირი, რომლებიც მოწმის სახით გამოიკითხნენ. გამოძიების მსვლელობისას, ასევე გამოიკითხა ინციდენტის მონაწილე მეორე მხარეც. დაინიშნა სასამართლო-სამედიცინო და ფიზიო-ტექნიკური ექსპერტიზები. აღნიშნულთან დაკავშირებით, 2016 წლის 1 ივნისს, ინციდენტში მონაწილე 5 პირს: გიორგი გ.-ს, კობა ტ.-ს, გიორგი გ.-ს, ნოშრევან წ.-ს და გრიგოლ ტ.-ს ბრალი წარედგინათ საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ხოლო ვლადიმერ გ.-ს ბრალი წარედგინა საქართველოს სსკ-ს 239-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით. შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 22 მაისს, კორცხელის #53-ე უბანზე “ნაციონალური მოძრაობისა” და “ქართული ოცნების” წარმომადგენლებს შორის, ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. არსებული ინფორმაციით, ჩხუბში ჩართულები იყვნენ სპორტსმენებიც და გამოყენებული იყო ხელკეტები. ინციდენტის დროს  “ნაციონალური მოძრაობის” წევრები, მათ შორის ნიკა მელია, გიგა ბოკერია და თენგიზ გუნავა, ასევე, “ქართული ოცნების” მხარდამჭერები და აქტივისტები დაშავდნენ. თიკო კურტანიძე
10:59 / 02.06.2016
ადიგენის საკრებულომ, ორი ინსტანციის გადაწყვეტილება, უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრა
ადიგენის საკრებულომ, ორი ინსტანციის გადაწყვეტილება, უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრა
ადიგენის საკრებულომ ორი ინსტანციის გადაწყვეტილება უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრა. საქმე ეხება წარმომადგენლობითი ორგანოს ყოფილ თავმჯდომარეს ლევან ლობჯანიძეს, რომელმაც თანამდებობიდან გადაყენება უკანონოდ მიიჩნია და უფლებების დასაცავად სარჩელი ახალციხის რაიონულ სასამართლოში შეიტანა. მიღებული გადაწყვეტილება კი ადიგენის საკრებულომ მეორე ინსტანციაში გაასაჩივრა. ადიგენის წარმომადგენლობითმა ორგანომ უზენაეს სასამართლოს წინა კვირას მიმართა. ადვოკატის განმარტებით, უმაღლესი ინსტანცია გადაწყვეტილებას მათ სასარგებლოდ გამოიტანს. ოთარ კაჭკაჭიშვილის ინფორმაციით, სასამართლოს საჩივრის განსახილველად ექვსი თვის ვადა აქვს. “ჩვენი საკასაციო საჩივარი დასაბუთებულია და ვფიქრობთ, რომ უზენაესი სასამართლო გადაწყვეტილებგას ჩვენს სასარგებლოდ გამოიტანს” – აცხადებს “მეცხრე არხთან” ოთარ კაჭკაჭიშვილი. შეგახსენებთ, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლომ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება ძალაში დატოვა, რომლის მიხედვითაც, ლევან ლობჯანიძე თანამდებობაზე უნდა აღდგეს, განაცდური 25 000 ლარის ოდენობით აუნაზღაურდეს და მოქმედი  თავმჯდომარე, იმედა მღებრიშვილი თავმჯდომარის პოსტიდან გადადგეს. თიკო კურტანიძე
13:52 / 31.05.2016
"შვილი მოგვიკლეს, დამნაშავე თავისუფალია“ – გოგოლაძეები გამოძიებას უმოქმედობაში ადანაშაულებენ
გოგოლაძეების ოჯახი მათი შვილის გარდაცვალების საქმის გამოძიებას და დამნაშავის დასჯას ითხოვს. მშობლებს ეჭვი აქვთ, რომ გამოძიება საქმის გახსნითა და ბრალდებულის დაკავებით დაინტერესებული არ არის. გოგოლაძეები ამბობენ, რომ მათ ეჭვებს არაერთი ფაქტი უმყარებს. მიუხედავად იმისა, რომ შემთხვევას რამდენიმე მოწმე ჰყავს და საჭესთან მჯდომი პირის ვინაობაც ყველასთვის ცნობილია, შემთხვევიდან ერთი თვის შემდეგ, დამნაშავე დაკავებული არ არის. ავტოსაგზაო შემთხვევა პირველ მაისს, აღდგომის ღამეს მოხდა, როცა ლევან გოგოლაძე, მეგობართან ერთად, სოფელ ბოლაჯურიდან სახლში, დიდ სმადაში ბრუნდებოდა. 20 წლის ახალგაზრდას ავტომობილი დაეჯახა, რომელშიც სამი პირი იჯდა.
12:00 / 28.05.2016
,,ბაკურიანის მიწების საქმეზე“ დაკავებულს, წინასწარი პატიმრობა შეეფარდა
ე.წ. ,,ბაკურიანის მიწების საქმეზე“ დაკავებულ ადგილობრივს, ახალციხის რაიონულმა სასამართლომ, აღკვეთის ღონისძიება შეუფარდა. დაცვის მხარემ, ბრალდებულისთვის, აღკვეთის ღონისძიებად 15 000 ლარი გირაოს შეფარდება და ქვეყნიდან გაუსვლელობის პირობა შესთავაზა. მოსამართლე გიორგი ლონდარიძემ, პროკურორის მოთხოვნა დააკმაყოფილა და ალექსანდრე ბოლოთაშვილი წინასწარ პატიმრობაში დატოვა. პროკურატურა ბრალდებულს 180 მუხლით თაღლითობის გზით, სხვისი ნივთის დაუფლებას და 362 მუხლით ყალბი დოკუმენტების დამზადება–გამოყენებას ედავება.
20:24 / 26.05.2016
ბაკურიანში თაღლითობის ბრალდებით, მიწის კიდევ ერთი მფლობელი დააკავეს
ე.წ „ბაკურიანის საქმეზე“ კიდევ ერთი პიროვნება დააკავეს. ადგილობრივი მცხოვრები   ალექსანდრე ბოლოთაშვილი დღეს 24 მაისს, სამართალდამცვლებმა ბაკურიანში აიყვანეს. ბრალდებულის მხარდასაჭერად დღესვე მოსახლეობა შეიკრიბა და მისი დაკავება გააპროტესტა. „ეს არის  ტერორი ბაკურიანელებზე სახელმწიფოს მხრიდან, ამას ახორცილებს პროკურატურა და მას ეხმარება სასამართლო“ – აცხადებს დაკავებულის ადვოკატი ირაკლი ბარძიმაძე. მისი თქმით, ბაკურიანელებმა პროკურატურას განუმარტეს, რომ დამალვას არ აპირებენ და  თავიანთი უფლებებისთვის იბრძოლებენ, მიუხედავად ამისა დაკავებები დღემდე გრძელდება.
22:29 / 24.05.2016
ახალციხეში ქარმა საცხოვრებელ კორპუსს სახურავი გადახადა
ახალციხეში ქარმა საცხოვრებელ კორპუსს სახურავი გადახადა
საბა პარუნაშვილის ფოტო ახალციხეში თამარაშვილის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ სახლს ქარმა სახურავი  ნაწილობრივ გადახადა. შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია.  დაზიანებულია ავტომობილები. ძლიერი ქარი და წვიმა ახალციხეში, დაახლოებით 20:00 საათზე დაფიქსირდა. ქარმა დააზიანა ელექტროგადამცემი ხაზებიც, რის გამოც ქალაქის ნაწილს ელექტრო–ენერგია არ მიეწოდება. შემთხვევის ადგილზე ადგილობრივი ხელისუფლების პირველი პირები მივიდნენ. თამარაშვილის ქუჩაზე ამ დრომდე მუშაოებენ სამაშველო სამსახურის ჯგუფები.
23:55 / 23.05.2016
შსს–მ კორცხელში მომხდარ ჩხუბის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
შსს–მ კორცხელში მომხდარ ჩხუბის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კორცხელში მომხდარ ჩხუბის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. უწყების ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა პოლიცია და ჩხუბის ფაქტზე მყისიერად მოხდა რეაგირება. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლით დაიწყო, რაც ცემას გულისხმობს. შსს-ს ცნობით, ამ დროისთვის დამნაშავეთა დადგენისა და დაკავების მიზნით, საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. კორცხელის #53-ე უბანზე “ნაციონალური მოძრაობისა” და “ქართული ოცნების” წარმომადგენლებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. არსებული ინფორმაციით, ჩხუბში სპორტსმენებიც იყვნენ ჩართულები და გამოყენებული იყო ხელკეტები. დაშავებულები არიან “ნაციონალური მოძრაობის” წევრები, მათ შორის ნიკა მელია, გიგა ბოკერია და თენგიზ გუნავა, ასევე, “ქართული ოცნების” მხარდამჭერები და აქტივისტები. ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, ზუგდიდის მაჟორიტარულ ოლქში, სადაც გუშინ დაპირისპირება მოხდა, “ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატმა გაიმარჯვა. ოფიციალური შედეგებით, “ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატ ვარადებულ ლაშხიას ხმა ამომრჩეველთა 49,76 %-მა (623 ხმა) მისცა, “ქართული ოცნების” კანდიდატ ამირან ლაგვილავას კი 48,96 %-მა (613 ხმა). შესაბამისად, მმართველი პარტიის კანდიდატი “ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატთან 10 ხმით დამარცხდა. წყარო: ინტერპრესნიუსი.
11:19 / 23.05.2016
ბორჯომში სატყეო რეინჯერს ავტომანქანა დაუწვეს
20 მაისს, გამთენიისას, ახალდაბაში, ბლიაძეების ოჯახი ხმაურმა გამოაღვიძა. ეზოში გასულ ოჯახის უფროსს საკუთარი ავტომანქანა ცეცხლში გახვეული დახვდა. ბორჯომის სატყეო უბნის ტყის მცველის გარდა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ცნობით, ბრაკონიერებმა შური ამავე უბნის უფროს – მიხეილ ცხაკაიაზეც იძიეს და მის საცხოვრებელ სახლს ქვები დაუშინეს. პირადი ავტომანქანის გადაწვას ოჯახის წევრები და მეზობლები სამსახურს უკავშირებენ. ბორჯომის სატყეო სამსახურის თანამშრომლების გარდა, ფიზიკური ზეწოლა ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის უბნის უფროს რეინჯერზე განხორციელდა.
23:50 / 20.05.2016
ე.წ. ბაკურიანის მიწების საქმეზე, თაღლითობის მუხლით დაკავებული ვლადიმერ ჩახალიანი თავისუფალია
ე.წ. ბაკურიანის მიწების საქმეზე, თაღლითობის მუხლით დაკავებული ვლადიმერ ჩახალიანი თავისუფალია. იგი მოსამართლე მარიკა ჩიტაშვილმა, 25 000 ლარისა და 4–წლიანი პირობითი სასჯელის სანაცვლოდ, ახალციხის რაიონული სასამართლოს დარბაზიდანვე გაათავისუფლა. ჩახალიანს ბრალი ბაკურიანში, მიწის ორი ნაკვეთის თაღლითური გზით დარეგისტრირებაში ედებოდა.
21:39 / 20.05.2016
ბაკურიანელები მიწებს პროკურატურის ზეწოლის შედეგად თმობენ – გოჩა სანაკოევი
სახელმწიფო უწყებების შეცდომაში შეყვანა, დაბა ბაკურიანში მცხოვრებ, 38 ადამიანს ბრალდება. დარეგისტრირებული მიწის ნაკვეთები, სამცხე–ჯავახეთის საოლქო პროკურატურის მოთხოვნით, ახალციხის რაიონულმა სასმართლომ, 24 თებერვალსა და პირველ მარტს დააყადაღა. 30–მდე ბაკურიანელი დღეს სამცხე–ჯავახეთის საოლქო პროკურატურასთან შეიკრიბა. ისინი მთავარ პროკურორთან შეხვედრასა და მათ ნაკვეთებთან დაკავშირებით, სიტუაციის გარკვევას ითხვდნენ. პროკურორმა მოუცლელობის გამო, ბაკურიანელები დღეს ვერ მიიღო. ბაკურიანელები ამბობენ, რომ ყადაღადადებული ნაკვეთების მეპატრონეებს პროკურატურაში იბარებენ და სახელმწიფოს სასარგებლოდ, მიწის დათმობას სთხოვენ. უარის გამო, სამი მამაკაცი დააკავეს და მხოლოდ მას შემდეგ გაათავისუფლეს, როცა საპროცესო შეთანხმებაზე დათანხმდნენ და მიწა სახელმწიფოს დაუბრუნეს.
00:18 / 19.05.2016
მაშველები მამაკაცს ორი დღეა მდინარეში უშედეგოდ ეძებენ
მეორე დღეა  მდინარეში მაშველები მამაკაცს უშედეგოდ ეძებენ. 58 წლის ზიკილიიის მკვიდრი მტკვარში ავტოსაგზაო შემთხვევის დროს გადავარდა. ბორჯომიდან მომავალი ნივის მარკის ავტომობილის მძღოლმა სოფელ აწყურთან  საჭე ვერ დაიმორჩილა და გზიდან გადავიდა. ავტომანქანა მდინარის ნაპირზე ხეებმა შეაჩერა. შეტყობინება ავტოსაგზაო შემთხვევის შესახებ  საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში 15 მაისს საღამოს ექვსის ნახევარზე შევიდა.  სამძებრო სამუშაოებში ახალციხისა და ბორჯომის ჯგუფები ჩაერთვნენ. სამძებრო სამუშაოები აწყურიდან ბორჯომამდე მონაკვეთზე მიმდინარეობს. მამაკაცს მაშველებთან ერთად სოფლის მაცხოვრებლებიც ეძებენ.
20:38 / 16.05.2016
"ფარეხასთან" ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს
"ფარეხასთან" ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს
ადიგენის მუნიციპალიტეტში, ფარეხას დასახლებასთან, მდინარეში ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს. 31 წლის გ.ფ. აბასთუმანში ცხოვრობდა. იგი სამი დღის წინ გაუჩინარდა. აბასთუმნის ადმინისტრაციულ ერთეულში ადიგენის გამგებლის წარმომადგენლის მამაუკა ფირანიშვილის თქმით, იგი სამი დღის წინ ვალეში ნათესავებთან იმყოფებოდა და სახლში მოკლე გზით ფეხით ბრუნდებოდა. “მისი კვალი არალთან შეწყდა. როგორ აღმოჩნდა წყალში არვიცით. დღეს კი გარდაცვლილის ცხედარი მდინარეში მწყემსმა იპოვა” – აცხადებს “მეცხრე არხთან” მამუკა ფირანიშვილი. მისივე თქმით, ცხედარს ექსპერტიზა უკვე ჩაუტარდა. მას აბასთუმანში გადაასვენებენ. შინაგან საქმეთა სამინისტრო საქმეს საქართველოს სსკ–ის 115–ე მუხლით იძიებს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. თიკო კურტანიძე
19:31 / 16.05.2016
მაშველებმა მდინარეში დაკარგული მამაკაცის ძებნა განაახლეს
მაშველებმა მდინარეში დაკარგული მამაკაცის ძებნა განაახლეს
მაშველებმა მდინარეში დაკრგული მამაკაცის ძებნა დილის ექვსი საათიდან განაახლეს. სამაშველო სამსახურში აცხადებენ, რომ მამაკაცის პოვნა ამ დრომდე ვერ მოხერხდა. სამძებრო სამუშაოები კვლავ აწყური – “ჩითახევი ჰესის” მონაკვეთზე მიმდინარეობს. შეგახსენებთ, რომ 58 წლის ზიკილიის მკვიდრს 15 მაისს, აწყურში, სლესის ციხესთან ავტომობილი მოუცურდა და გზიდან გადავიდა. მანქანა მდინარის ნაპირზე ხეებმა შეაჩერა. თავად მძღოლი კი მდინარეში გადავარდა. მისი მეუღლე სხეულის მსუბუქი დაზიანებით საავადმყოფოში გადაიყვანეს. მის სიცოცხლეს საფრთხე არ უმუქრება. სამაშველო სამსახურმა დაკარგული მამაკაცის ძებნა გუშინვე დაიწყო. სამძებრო სამუშაოები დაღამებისას შეწყდა. თიკო კურტანიძე
12:11 / 16.05.2016
დაკარგული მამაკაცის ძებნას მაშველები დილიდან გააგრძელებენ
დაკარგული მამაკაცის ძებნას მაშველები დილიდან გააგრძელებენ
დაკარგული მამაკაცის ძებნას მაშველები მდინარეში ხვალ, 16 მაისს დილით  გააგრძელებენ. ისინი 58 წლის ზიკილიის მკვიდრს დაღამებამდე აწყური – “ჩითახევი ჰესის” მონაკვეთზე უშედეგოდ ეძებდნენ. მამაკაცი აწყურში სლესის ციხესთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევისას მდინარეში გადავარდა. მისი ავტომობილი კი მდინარის ნაპირზე ხეებმა შეაჩერა. შემთხვევისას ავტომანქანაში ორი მგზავრი იმყოფებოდა. დაკარგული მამაკაცის მეუღლის ამოყვანა შესაძლებელი გახდა. მას სამედიცინო დახმარება საავადმყოფოში გაეწია. ქალის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. შინაგან საქმეთა სამინისტრო საქმეს საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის 1-ლი ნაწილით იძიებს, რაც  ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს იმ პირის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება. თიკო კურტანიძე
23:23 / 15.05.2016
მდინარეში გადავარდილი მამაკაცი ზიკილიის მკვიდრია
მდინარეში გადავარდილი მამაკაცი ზიკილიის მკვიდრია
აწყურში, სლესის ციხესთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 58 წლამდე მამაკაცი მდინარეში გადავარდა. იგი ზიკილიის მაცხოვრებელია. მაშველები მამაკაცს ამ დრომდე ეძებენ. ავტომობილში მჯდომი კიდევ ერთი მგზავრი – ქალბატონი, სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა ამოიყვანეს. იგი სასწრაფო დახმარების ჯგუფმა სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა. შემთხვევა დღეს, 15 მაისს საღამოს საათებში მოხდა. თვითმხილველების ინფორმაციით, მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და სავალი ნაწილიდან გადავიდა. მსუბუქი მარკის ავტომობილი მდინარის ნაპირზე ხეებმა შეაჩერა. ადგილზე სამაშველო სამსახურისა და საპატრულო პოლიციის ჯგუფები მუშაობენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც  ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს იმ პირის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება. თიკო კურტანიძე
20:35 / 15.05.2016
აწყურში ავტომობილი გზიდან გადავარდა – მაშველები მამაკაცს ეძებენ
აწყურში ავტომობილი გზიდან გადავარდა – მაშველები მამაკაცს ეძებენ
აწურში, სლესის ციხესთან, მდინარის ნაპირზე ავტომობილი გადავარდა. თვითმხილველების თქმით, მძღოლმა საჭე ვეღად დაიმორჩილა და სავალი ნაწილიდან გადავიდა. ავტომობილი მდინარის ნაპირზე ხეებმა შეაჩერა. “მეცხრე არხის” ინფორმაციით, ავტომობილში ორი ადამიანი იმყოფებოდა. მათგან ქალის ამოყვანა მაშველებმა მოახერხეს. იგი სასწრაფო დახმარების ჯგუფმა სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა. სოფელ აწყურში ახალციხის გამგებლის წარმომადგენლის მოვალეობის შემსრულებელის  ელგუჯა ჯვარიძის ინფორმაციით,  ჯერჯერობით მამაკაცს ვერ პოულობენ. ადგილზე სამაშველო სამსახურისა და საპატრულო პოლიციის ჯგუფები მუშაობენ. შინაგან საქმეთა სამინისტრო საქმეს საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის 1-ლი ნაწილით იძიებს, რაც  ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს იმ პირის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება. თიკო კურტანიძე  
19:57 / 15.05.2016
სხვა სტატიები
ამინდი
ახალციხე 9 °C
img
ახალქალაქი 7 °C
img
ასპინძა 7 °C
img
ადიგენი 15 °C
img
ბორჯომი 10 °C
img
თბილისი 16 °C
img
აბასთუმანი 6 °C
img
ბაკურიანი 5 °C
img
ნინოწმინდა 7 °C
img
ვალუტა
AMD
AMD
1000
7.1187
EUR
EUR
1
3.1202
RUB
RUB
100
3.4423
TRY
TRY
1
0.0696
USD
USD
1
2.7315
კალენდარი
«« დეკემბერი  »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31 1234
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.

hacklink hack forum hacklink film izle hacklink Marsbahis girişhttps://w88fm.top/marsbahislink vao w88 moi nhatantep escortramadabethttps://12betno1.help/메이저놀이터pornoAnadolu Yakası Escortmanga okumanga scansDeneme Bonusu Veren Siteler 2025olimpos casinoikasbetwww.giftcardmall.com/mygiftwww.giftcardmall.com/mygiftwww.giftcardmall.com/mygift activategrandpashabetramadabetcasibom güncel girişfree live tv streamingบาคาร่า1 tv liveสล็อตเว็บตรงสล็อตAI 검사기Tahliye planıviagrajojobetjojobetdizipaltürk ifşa킹콩티비tipobetmatadorbet스마일퀄리티betpasmatbetmatadorbetmatadorbet girişmatbethuqqabetสล็อตเว็บตรงmatbetgorabet girişcasibombetkolik girişjojobetbetpaselexbetStreameastfixbetmatbettimebettimebettimebetcasibomcasibomistanbul escort telegramcasibomcasibompusulabetjojobetbetofficebetoffice영문주소casibomสล็อตBetigma girişcasibomBetigmazirvebetgoogleрейтинг казинорейтинг онлайн казиноholiganbet 1182bets10rekabetStreameastbahis siteleri 2025jojobetgiftcardmall/mygiftwww.giftcardmall.com/mygiftpusulabetgrandpashabetcasibomcasibom girişjojobetholiganbet 1182www.giftcardmall.com/mygiftwww.giftcardmall.com/mygiftCasibomwww.mcgift.giftcardmall.com balancewww.mcgift.giftcardmall.com balancetm menards loginbetwoonholiganbet girişjojobetcasibomcasibomcasibom girişcasinolevantjojobetrokubet girişsahabet girisumzugsfirma wienkralbethttps://vozolturkiyedistributoru.com/casibom9022Casibom GirişdizipalkulisbetkulisbetkulisbetkulisbetbetwoonpusulabetMarsbahisizmir escort telegramMeritking Girişcasibomjojobetgiftcardmall/mygiftbetlikekingbet188 slotsetrabet girişdeneme bonusu veren sitelerвсе казиноcasibom1xbet girişjojobet girişjojobetPadişahbetcasinolevantsekabetmarsbahisextrabetmatbetjojobet girişjustin tvmatbetjojobet