SSSS
Obfuscated Ads Example Special Offer Exclusive Deal
სამართალი
ახალციხის მერიისა და შსს–ს წინააღმდეგ ადვოკატი სარჩელს თავიდან შეიტანს
მიწის ფართობის უკანონოდ მითვისებასთან დაკავშირებით, მოქალაქე ელგუჯა მაზმიშვილის სარჩელი ადვოკატმა ახალციხის რაიონული სასამართლოდან უკან გაიტანა. როგორც ნუგზარ სამარჯიშვილმა მედიასთან განმარტა, მოსარჩელე და მოპასუხე მხარეებმა შეთანხმებას მიაღწიეს, თუმცა, სარჩელის ვადის ამოწურვამდე, მორიგებასთან დაკავშირებული პროცდურები ვერ ესწრება, ამიტომ იგივე მოთხოვნებით ადვოკატი სარჩელს თავიდან შეიტანს. შეგახსენებთ, რომ მოსარჩელე მაზმიშვილის საკუთრება – 19 კვადრატული მეტრი მიწის ფართობი, რაიონული სამმართველოსა და საპატრულო პოლიციის მშენებლობის დროს, მეპატრონესთან შეთანხმებისა და ნებართვის გარეშე, შსს–ს ბალანსზე გადავიდა. ელგუჯა მაზმიშვილი სახელმწიფოს მხრიდან ალტერნატიულ მიწის ფართს მოითხოვს.
21:08 / 11.05.2016
ახალციხის მერმა სასამართლოს გადაწყვეტილება, სააპელაციოში გაასაჩივრა
ახალციხის მერმა სასამართლოს გადაწყვეტილება, სააპელაციოში გაასაჩივრა
      გიორგი კოპაძემ, მოსამართლე გია ბერაიას 23 მარტის გადაწყვეტილება, მაღალ ინსტანციაში გაასაჩივრა. ახალციხის რაიონულ სასამართლოში ამბობენ, რომ ქალაქის მერმა საჩივარი 4 მაისს შეიტანა, მათგან კი სააპელაციო სასამართლოს,  დღეს, 10 მაისს გადაეგზავნა. ქალაქის მერის განცხადებაში აღნიშნულია, რომ იგი მოსამართლე ბერაიას მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას არ ეთანხმება.
15:32 / 10.05.2016
შს მინისტრი ახალციხეში, პოლიციის დეპარტამენტების ხელმძღვანელებს შეხვდა
შს მინისტრმა სამცხე-ჯავახეთში,  გასვლითი თათბირი ჩაატარა. გიორგი მღებრიშვილი თბილისისა და რეგიონების პოლიციის დეპარტამენტების ხელმძღვანელებს, ახალციხეში შეხვდა. სამუშაო შეხვედრაზე შს მინისტრმა რეგიონების მიხედვით არსებული ვითარების შესახებ ანგარიში ჩაიბარა.
12:17 / 04.05.2016
მინასიანს გამგებლისგან, მომხდარის გამო საყვედური არ მიუღია – ილია ზარდიაშვილი
ახალციხის გამგებლის მოადგილემ გადადგომის თაობაზე განცხადება დაწერა. გამგეობაში  აცხადებენ, რომ კალენ მინასიანმა აღნიშნული მოთხოვნით გამგებელს 28 აპრილს მიმართა. მისი განცხადება დღეს, 3 მაისს დაკმაყოფილდა. გახდა თუ არა კარლენ მინასიანის მიერ თანამდებობის დატოვების მიზეზი “კადასტრი რეესტრი+”–ის დირექტორთან მომხდარი ინციდენტი – ახალციხის გამგეობაში აცხადებენ, რომ ამ ორ შემთხვევას შორის კავშირი არ არის, თუმცა მინასიანმა “მეცხრე არხის” კორესპოდენტთან პირად საუბარში, ჯერ კიდევ 22 აპრილს განაცხადა, რომ იგი, აღნიშნული შემთხვევის გამო, თანამდებობის დატოვებას აპირებდა.
00:55 / 04.05.2016
სამცხე–ჯავახეთში სომხეთის ელჩს ელოდებიან
სამცხე–ჯავახეთში სომხეთის ელჩს ელოდებიან
სამცხე–ჯავახეთში სომხეთის რესპუბლიკის ელჩს  ელოდებიან. იური ვარდანიანი, 24 აპრილს ქართველ და სომეხ ახალგაზრდებს შორის მომხდარი დაპირისპირების შემდეგ განვითარებულ მოვლენებს, ადგილობრივ ხელისუფლებასთან და მოსახლეობასთან განიხილავს. “მეცხრე არხის” ინფორმაციით, ელჩი რეგიონს უახლოეს დღეებში ეწვევა. 24 აპრილს ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ აბათხევთან მომხდარი დაპირისპირების დროს, ვალეში მცხოვრები 24 წლის ი.ხ. დაჭრეს. იგი ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანეს, სადაც მას სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა. ქირურგიული განყოფილების უფროსის ალექსანდრე მარტინენკოს თქმით, პაციენტს მუცლის არეში ბასრი იარაღით ჰქონდა ჭრილობა მიყენებული, რამაც კუჭის წინა კედლის დაზიანება გამოიწვია. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქმის გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117–ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის.  ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე. ინციდენტში მონაწილე პირები დაკავებულები არ არიან. შსს–ს ინფორმაციით, ამ დროისათვის საქმე ძიებაშია. მომხდართან დაკავშირებით ახალგაზრდები დაიკითხნენ, როგორც ვალიდან, ასევე აბათხევიდანაც. პირად საუბრებში ამბობენ, რომ დაკითხვისას პოლიციელები მათ სასტიკად გაუსწორდნენ, თუმცა მათ კამერასთან გამოჩენა არ სურთ. ამ დრომდე არცერთ დაკითხულ პიროვნებას სამართალდამცველების წინააღმდეგ საჩივარი არ დაუწერია. სამართალდამცველების მიერ ახალგაზრდების ცემის ფაქტზე საუბრობენ ვალის მაცხოვრებლებიც, თუმცა, ოფიციალური კომანტარის გაკეთებისგან თავს იკავებენ. “რადგან თქვენამდე მოსულა ეგ ამბავი, ესე იგი მართალიც არის” – აცხადებს ერთ–ერთი ადგილობრივი. შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ პოლიციელების მხრიდან ზეწოლის ფაქტს ადგილი არ ჰქონია და პრეტენზიის არსებობის შემთხვევაში ნებისმიერ მსურველს შეუძლია გენერალურ ინსპექციას მიმართოს. თიკო კურტანიძე
15:55 / 03.05.2016
სოფელ წნისში ქალი მდინარეში გადახტა
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ზიკილიასთან 55 წლამდე ქალის ცხედარი იპოვეს. მოსახლეობა ამბობს, რომ გარდაცვლილის სხეული მდინარემ ხიდთან ახლოს გამორიყა. ქალის ვინაობა დადგენილია. იგი სოფელ წნისში ცხოვრობდა. ადგილობრივების თქმით, მას ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა. როგორ გადახტა ქალი დილით მდინარეში თანასოფლელებმა დაინახეს.
15:24 / 27.04.2016
სოფელ ზიკილიასთან ქალის ცხედარი იპოვეს
სოფელ ზიკილიასთან ქალის ცხედარი იპოვეს
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ზიკილიასთან 55 წლამდე ქალის ცხედარი იპოვეს. მოსახლეობა ამბობს, რომ გარდაცვლილის სხეული მდინარემ ხიდთან ახლოს გამორიყა. ქალის ვინაობა დადგენილია. იგი სოფელ წნისში ცხოვრობდა. ადგილობრივების თქმით, მას ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა. „თანასოფლელებმა დაინახეს, როგორ გადახტა დილით აღნიშნული პიროვნება წყალში. მდინარემ ზიკილიაში გამორიყა“ – აცხადებს გამგებლის წარმომადგენელი კლდის ტერიტორიულ ერთეულში ვლადიმერ კურტანიძე. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციისა და სამაშველო სამსახურის ჯგუფები. ქალბატონის ცხედარს ახალციხის რაიონულ პროზექტურაში ექსპერტიზა უტარდება. შსს–ს ინფორმაციით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115–ე მუხლით მიმდინარეობს. რაც თვითმკვლელობამდე ან თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანას გულისხმობს. თიკო კურტანიძე
10:45 / 27.04.2016
მოქალაქე ელგუჯა მაზმიშვილი მერიასა და შსს–ს ტერიტორიის უკანონოდ მითვისებას ედავება
ახალციხის საკრებულოს სხდომაზე, დეპუტატების აზრთა სხვადასხვაობა, ერთ–ერთი საკითხის განხილვას მოჰყვა. ახალციხის მერიამ საკრებულოს, მოქალაქე ელგუჯა მაზმიშვილის, სასამართლო საქმის მორიგებაზე, შეთანხმებით მიმართა. სხდომას დაზარალებულის ადვოკატი დაესწრო. ნუგზარ სამარჯიშვილმა აღნიშნა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფის უფლება მაშინ დაირღვა, როცა მაზმიშვილის საკუთრება – 19 კვ.მ. მიწის ფართობი, რაიონული სამმართველოს და საპატრულო პოლიციის მშენებლობის დროს, მეპატრონესთან შეთანხმების და ნებართვის გარეშე, შსს–ს ბალანსზე გადავიდა. ქალაქის მერი და უმრავლესობის დეპუტატები ფიქრობენ, რომ დაზარალებულს ალტერნატიული მიწის ნაკვეთი, ქალაქის გარეუბანში შესთავაზონ. ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები ამბობენ, რომ შენობა შსს–ს ბალანსზეა და მაზმიშვილს კომპენსაცია ძალოვანმა უწყებამ უნდა გადაუხადოს.
22:22 / 25.04.2016
ახალციხის მერი სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს
ახალციხის მერი სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს
     ახალციხის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებას, გიორგი კოპაძე სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს. ამის შესახებ მან ,,მე–9 არხის“ ჟურნალისტს, სატელეფონო საუბრისას განუცხადა.    ,,ვადები მაქვს. გავასაჩივრებ როცა საჭირო იქნება. რას ნიშნავს ნაწილობრივ დაკმაყოფილება? მესამეში მართალია და მეორეში არ არის?“  – ამბობს გიორგი კოპაძე. ახალციხის რაიონულ სასამართლოში ამბობენ, რომ 23 მარტს მიღებული მოსამართლის გადაწყვეტილების წასაღებად, მხარეებს ერთი თვე ჰქონდათ, მაგრამ დოკუმენტს, სასამართლოში არც ერთმა მიაკითხა. გია ბერაიას გადაწყვეტილება ძალაში 12 დღეში შევა. ათვლა 23 აპრილს დაიწყო. ქალაქის მერს, გასაჩივრებისთვის ორი კვირა აქვს.
13:13 / 25.04.2016
აქტიური მოქალაქეობის შესახებ ტრენინგების ციკლი დაიწყო
ცენტრალურ ბიბლიოთეკაში არასამთაავრობო ორგანიზაციამ ,,ნაბიჯი წარმატებისკენ“ და ,,მომავალ ლიდერთა გაცვლითი პროგრამის“ მოხალისეებმა ტრენინგების ციკლი დაიწყეს. პროექტი ახალციხის შემდეგ მთელი ქვეყნის მასშტაბით გაგრძელდება. ღონისძიების ორგანიზატორის მარიამ ღვამიჩავას თქმით, დღევანდელი ტრენინგი დასუფთავებას მიეძღვნა. სამომავლოდ მონაწილეები ინფორმაციას ლიდერობის, აქტიური მოქალაქეობის, მოხალისეობის, პირველადი დახმარებისა და აქტუალური თემების შესახებაც მიიღებენ.
11:19 / 21.04.2016
აბასთუმნის ყოფილმა რწმუნებულმა საპატიმრო დატოვა
აბასთუმნის ყოფილმა რწმუნებულმა საპატიმრო დატოვა
     ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომამდგენელი კურორტ აბასთუმანში, გივი ყულჯანიშვილი თავისუფალია. მან საპატიმრო დაწესებულება, სამი თვით ადრე დატოვა. პირობით ვადამდე გათავისუფლებას ადასტურებენ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში. საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენლი განმარტავს, რომ ყულჯანიშვილს პატიმრობის ვადა ივნისში ეწურებოდა. თბილისის საქალაქო სასამართლოში ამბობენ, რომ გივი ყულჯანიშვილს განაჩენი 2015 წლის დეკემბერში გამოუტანეს. მან ბრალი აღიარა, ამიტომ მასთან საპროცესო შეთანხმება გაფორმდა. მოსამართლის გადაწყვეტილებით, ყულჯანიშვილს ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. გარდა ამისა, მას 10 ათასი ლარი ჯარიმა და 5 წელი პირობით გამოსაცდელი ვადა შეეფარდა.  ამასთან, 2 წლით თანამდებობის დაკავების უფლებაც ჩამოერთვა. გამოძიება ქრთამის აღების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობდა, რაც 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. შეგახსენებთ, რომ 2015 წლის  24 ივნისს ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომამდგენელი კურორტ აბასთუმანში, შსს-ს ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ გივი ყულჯანიშვილი თავის სამოქმედო ტერიტორიაზე მოქალაქეს მფარველობას დაჰპირდა. შესაბამისი ნებართვისა და პროექტის გარეშე ორი სარეკლამო ბანერის განთავსების სანაცვლოდ მან მოქალაქეს ქრთამის სახით  400 აშშ დოლარი და 1200 ლარი გამოართვა. რუსუდან გვარამაძე
15:29 / 18.04.2016
ირაკლი ბარძიმაძე : "პოლიციას შეუძლია გვცემოს, პროკურატურამ კი დანაშაული დაფაროს"
ირაკლი ბარძიმაძე : "პოლიციას შეუძლია გვცემოს, პროკურატურამ კი დანაშაული დაფაროს"
იარაღის უკანონო შეძენა–შენახვისთვის მსჯავრდებულის, გიორგი კაპანაძის ცემის ფაქტზე, პროკურატურამ გამოძიება დანაშაულის ნიშნების არარსებობის გამო შეწყვიტა – უწყების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განმარტავენ, რომ საქმესთან დაკავშირებით ყველა საჭირო მოკვლევა ჩატარდა, თუმცა დანაშაულის ნიშნები არ გამოიკვეთა. გიორგი კაპანაძის უფლებების დამცველი ირაკლი ბარძიმაძე აღნიშნულს სიცრუეს უწოდებს და აცხადებს, რომ საქმეში დანაშაულის დამამტკიცებელი არაერთი სამხილი დევს. გარდა იმისა, რომ ექსპერტიზამ  ცემის ფაქტი დაადასტურა, არსებობს ქვითრები, რომელიც ამოწმებს, რომ პოლიციის შენობიდან სასწრაფო დახმარების ჯგუფი გამოიძახეს. “განმცხადებლები ჩვენ ვართ. განმცხადებელს უნდა ჩაბარებოდა გამოძიების შეწყვეტის შესახებ დადგენილება, რაც ჩვენ არ მიგვიღია.  ის, რომ დანაშაულის ნიშნები არ იკვეთება – ტყუილია. საქმეში დევს ექსპერტიზის დასკვნა მსუბუქ დაზიანებაზე, არსებობს სასწრაფოს გამოძახების ქვითრები, რომელიც ადასტურებს, რომ პოლიციის შენობიდან სასწრაფო დახმარების ჯგუფი გამოიძახეს.  ნაცემი და მომაკვდავი პიროვნება 12:00 საათზე პოლიციის შენობაში იმყოფებოდა. მათ კი ოქმი გააყალბეს, რომ თითქოსდა გიორგი კაპანაძე პოლიციის შენობაში პირველ საათზე შეიყვანეს. ასევე, არსებობს  თავად მსრჯავდებულის ჩვენება, რომელიც ამტკიცებს რომ სამართალდამცველებმა სცემეს.  ეს ნიშნავს, რომ საქმეზე ძიების შეწყვეტის დადგენილება არასრულყოფილი და მიკერძოებული იქნება. გამოდის,  რომ პოლიციას შეუძლია გვცემოს, შემდეგ კი პროკურატურამ დანაშაული დაფაროს. ჩვენ ვართ დაუცველები.  მივიღებთ დადგენილებას და აუცილებლად გავასაჩივრებთ. ერთი კაცი არ დარჩება, ვინც აღნიშნულზე პასუხს არ აგებს” – აცხადებს ირაკლი ბარძიმაძე. შეგახსენებთ, რომ გიორგი კაპანაძე სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორს, თეიმურაზ კალანდაძეს და მის ყოფილ მოადგილეს ალექსანდრე კენჭოშვილს ცემაში ადანაშაულებს. აღნიშნულთან დაკავშირებით, პროკურატურამ საქმეზე ძიება 333-ე მუხლით დაიწყო, რაც უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს, თუმცა უწყებამ გამოძიება მალევე  შეწყვიტა. თიკო კურტანიძე
18:38 / 16.04.2016
გიორგი კაპანაძის ცემის ფაქტზე პროკურატურამ გამოძიება შეწყვიტა
გიორგი კაპანაძის ცემის ფაქტზე პროკურატურამ გამოძიება შეწყვიტა
იარაღის უკანონო შეძენა–შენახვაში მსჯავრდებულის გიორგი კაპანაძის ცემის ფაქტზე პროკურატურამ გამოძიება შეწყვიტა. ადვოკატი ირაკლი ბარძიმაძე მისი დაცვის ქვეშ მყოფის ცემაში სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორს თეიმურაზ კალანდაძეს და მის ყოფილ მოადგილეს ალექსანდრე კენჭოშვილს ადანაშაულებს. მისივე მოთხოვნით, პროკურატურამ საქმეზე ძიება 333-ე მუხლით დაიწყო, რაც უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს, თუმცა პროკურატურამ გამოძიება მალევე  შეწყვიტა. “პროკურატურამ გამოძიება შეწყვიტა ისე, რომ ჩვენ არც გვაცნობა მიზეზი. პროკურატურიდან საქმე გამოვითხოვეთ. გავეცნობით და ვფიქრობ, რომ გავასაჩივრებთ” – აცხადებს ირაკლი ბარძიმაძე. შეგახსენებთ, რომ ახალციხის რაიონულმა სასამართლომ იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვისათვის, გიორგი კაპანაძეს 6 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. სააპელაციო სასამართლომ კი სასჯელის ვადა ორი წლით შეუმცირა. გიორგი კაპანაძის საქმე ირაკლი  ბარძიმაძემ უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრა. ადვოკატი პატიმრობის მოხსნას მოითხოვს. გიორგი კაპანაძე, ორ მეგობართან ერთად, 2014 წლის 23 ივლისს, სამცხე-ჯავახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ სხვილისში დააკავეს. თუმცა მისი ორივე მეგობარი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენის შემდეგ მალევე გაათავისუფლეს. კაპანაძეს კი ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მეორე ნაწილით წარუდგინეს. თიკო კურტანიძე
12:26 / 15.04.2016
ავტოავარიის შედეგად დაშავებული ახალგაზრდა მამაკაცი, სამედიცინო დაწესებულებაში რჩება
ახალციხეში, 9 აპრილისა და რუსთაველის ქუჩების კვეთაზე, ქვეითად მოსიარულეს, BMW-ს მარკის მსუბუქი  ავტომობილი დაეჯახა. ახალგაზრდა მამაკაცი, სასწრაფო–სამედიცინო დახმარების ბრიგადამ, კლინიკა ,,იმედში“ გადაიყვანა. დაშავებული, სამედიცინო დაწესებულებაში შეყვანისას, უგონო მდგომარეობაში იმყოფებოდა და სხეულის მრავლობითი დაზიანება აღენიშნებოდა. მას შესაბამისი კვლევები ჩაუტარდა. კლინიკაში ამბობენ, რომ ამჟამად მისი მდგომარეობა სტაბილურია. მამაკაცი ამ დრომდე სამედიცინო დაწესებულებაში, ექიმების დაკვირვების ქვეშ იმყოფება. BMW-ს მძღოლი, სამართალდამცველებს, შემთხვევის ადგილზე დახვდა. დაზიანებულია ავტომობილის საქარე მინა.
21:19 / 14.04.2016
ახალციხეში ქვეითს ავტომობილი დაეჯახა
ახალციხეში ქვეითს ავტომობილი დაეჯახა
ახალციხეში 9 აპრილისა და რუსთაველის ქუჩების კვეთაზე ქვეითად მოსიარულეს მსუბუქი მარკის ავტომობილი დაეჯახა. ახალგაზრდა მამაკაცი კლინიკა “იმედში” უგონო მდგომარეობაში გადაიყვანეს. სამედიცინო დაწესებულებაში განმარტავენ, რომ დაშავებული კვლავ უგონოდ არის. აღენიშნება სხეულის მრავლობითი დაზიანება. ამ დროისათვის მამაკაცს შესაბამისი გამოკვლევები უტარდება. რაც შეეხება ავტომობილის მძღოლს, იგი დაშავებული არ არის. ამბობს, რომ ახალგაზრდა, რომელსაც დაეჯახა, მისივე თანაკურსელია. შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია სამართალდამცველთა ჯგუფი. შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განმარტავენ, რომ გამოძიება საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ავტომობილის, ტრამვაის, ტროლეიბუსის, ტრაქტორის ან სხვა მექანიკური ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება. ისჯება ჯარიმით, ან თავისუფლების შეზღუდვით ვადით სამ წლამდე, ანდა თავისუფლების აღკვეთით იმავე ვადით, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.
15:09 / 14.04.2016
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური კლინიკა "იმედის" საქმიანობას იკვლევს
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური  კლინიკა “იმედში” საგამოძიებო მოქმედებებს აწაროებს. საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, უწყება კერძო კომპანიაში დოკუმენტაციას სწავლობს. პირველადი შედეგების გასაჯაროვებას კი ახლო მომავალში აპირებენ.
22:52 / 12.04.2016
სამცხე–ჯავახეთში მოქალაქეებმა საბრძოლო მასალა ჩააბარეს
სამცხე–ჯავახეთში მოქალაქეებმა საბრძოლო მასალა ჩააბარეს
შსს-ს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტში რეგიონის ოცდახუთმა მცხოვრებმა სხვადასხვა დასახელების ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ნებაყოფლობით წარადგინა და ჩააბარა. შსს–ს ინფორმაციით, სულ ჩაბარებულია: სხვადასხვა ტიპის ცეცხლსასროლი იარაღისთვის განკუთვნილი 4 804 საბრძოლო ვაზნა, 400 გრამი ტროტილი, ტროტილის 2 ელექტროდეტონატორი, 42 ხელყუმბარა, 4 გადაჭრილი თოფი, 1 თვითნაკეთი რევოლვერი, 7 ტანკსაწინააღმდეგო ხელყუმბარა, 10 მჭიდი, 5 ნაღმმტყორცნი, 14 ჭურვის ამფეთქი, 14 ამფეთქი ფალია, 4 ტანკსაწინააღმდეგო ნაღმი, 2 ტანკსაწინააღმდეგო ჭურვი, 3 ლულისქვეშა ყუმბარმტყორცნი, 6 საკვამლე კოჭა, ყუმბარმტყორცნის ჭურვის 3 თავი, 5 ამფეთქი კაფსულა, ხელყუმბარის 1 ამფეთქი და ტანკსაწინააღმდეგო ხელყუმბარის 8 ამფეთქი. აღნიშნული პირები, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობიდან თავისუფლდებიან.
20:52 / 10.04.2016
ჯუნა ნათენაძე ახალციხის ციხეზე სამუშაოდ აღარ დაბრუნდება
ჯუნა ნათენაძე ახალციხის ციხეზე სამუშაოდ აღარ დაბრუნდება
ახალციხის ციხიდან გათავისუფლებული თანამშრომელი სამსახურში დაბრუნებას აღარ აპირებს. ჯუნა ნათენაძემ საბოლოო გადაწყვეტილება დღეს, 7 აპრილს მიიღო. მისი განმარტებით, ახალციხის ციხის დირექციამ სამსახურში დაბრუნების შესახებ ბრძანება დაწერა, თუმცა მან დაბრუნება აღარ ისურვა და შესაბამისად, ხელი არც დოკუმენტს მოაწერა. ჯუნა ნათენაძის თქმით, ციხის ადმინისტრაცია მას განაცდური დღეების ანაზღაურებასაც დაპირდა. ახალციხის ციხეს აღნიშნულის აღსრულება რაიონულმა სასამართლომ დააკისრა. “მე სამართლებრივად ვიბრძოლე და ამით მინდოდა ჩემი სიმართლე დამემტკიცებინა. მეჩვენებინა, რომ სამართლებრივად ბრძოლა საშიში არ არის და გაჩუმებას ჯობია იბრძოლო” – აცხადებს ჯუნა ნათენაძე “მეცხრე არხთან”. შეგახსენებთ, რომ მუზეუმის მეთვალყურეს სხვა თანამშრომლებთან ერთად, 31 დეკემბერს ციხის ადმინისტრაციამ ხელშეკრულება აღარ გაუგრძელა. მოგვიანებით, მათი უმრავლესობა სამსახურში დაბრუნდა. ნათენაძისთვის ხელშეკრულების გაგრძელებას ადმინისტრაცია აღარ გეგმავდა, ამიტომ მან ციხის წინააღმდეგ სამართლებრივი ბრძოლა გადაწყვიტა. მისი სარჩელი, მოსამართლე გია ბერაიამ სრულად დააკმაყოფილა. პროცესი ახალციხის რაიონულ სასამართლოში  18 თებერვალს გაიმართა. მოსარჩელე მხარე, გათავისუფლების შესახებ, ახალციხის ციხის #216 ბრძანების ნაწილობრივ გაბათილებას, ჯუნა ნათენაძის თანამდებობაზე აღდგენას, განაცდური დღეების ანაზღაურებასა და ყოველ გაცდენილ დღეზე ასანაზღაურებელი თანხის 0,07 %–ის დამატებას ითხოვდა. მოსარჩელე მხარის მტკიცებით, საქართველოს შრომით კოდექსში შესული ცვლილებების შესაბამისად, ჯუნა ნათენაძის შრომითი ხელშეკრულება, უვადოს სტატუსით სარგებლობდა, ამიტომ მისი გათავისუფლება უკანონო იყო. თიკო კურტანიძე  
20:38 / 07.04.2016
სასამართლომ, სარქის აკოფიანის მკვლელობის საქმეში ბრალდებული სამივე პირი გაამართლა
სარქის აკოფიანის მკვლელობის საქმეში სამივე ბრალდებულის მიმართ, მოსამართლე მარიკა ჩიტაშვილმა, გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა. ახალციხის რაიონულ სასამართლოში, აღნიშნული საქმე 7 აპრილს დასრულდა. მოსამართლის გადაწყვეტილებამ მხარეებს შორის დაძაბულობა გამოიწვია, რის გამოც სასამართლოსთან სამართალდამცველების მობილიზება გახდა საჭირო. გამართლებულები სასამართლო შენობის უკანა კარიდან გაიყვანეს.
17:53 / 07.04.2016
რატომ მიიყვანეს ათეულობით ქალი ახალციხის რაიონულ სამმართველოში
ექვს აპრილს, დაახლოებით, ღამის 12 საათზე, ახალციხის რაიონულ სამმართველოში რამდენიმე ათეული ქალი მიიყვანეს. თვითმხილველების თქმით, ძალოვან უწყებაში ქალებთან ერთად, მცირე სასტუმროს მეპატრონეებიც იმყოფებოდნენ. ქალებმა, ახალციხის რაიონული სამმართველოს შენობა, რამდენიმე საათის განმავლობაში, პერიოდულად დატოვეს. შსს–ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში ამბობენ, რომ სამმართველოში შეყვანილი ქალებიდან, ათი მათგანი პოლიციელებისთვის წინააღმდეგობის გაწევისთვის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173–ე მუხლით დააკავეს.
17:10 / 07.04.2016
სხვა სტატიები
ამინდი
ახალციხე 9 °C
img
ახალქალაქი 7 °C
img
ასპინძა 7 °C
img
ადიგენი 15 °C
img
ბორჯომი 10 °C
img
თბილისი 16 °C
img
აბასთუმანი 6 °C
img
ბაკურიანი 5 °C
img
ნინოწმინდა 7 °C
img
ვალუტა
AMD
AMD
1000
7.1187
EUR
EUR
1
3.1202
RUB
RUB
100
3.4423
TRY
TRY
1
0.0696
USD
USD
1
2.7315
კალენდარი
«« დეკემბერი  »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31 1234
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.

hacklink hack forum hacklink film izle hacklink Marsbahis girişhttps://w88fm.top/marsbahislink vao w88 moi nhatantep escortramadabethttps://12betno1.help/메이저놀이터pornoAnadolu Yakası Escortmanga okumanga scansDeneme Bonusu Veren Siteler 2025olimpos casinoikasbetwww.giftcardmall.com/mygiftwww.giftcardmall.com/mygiftwww.giftcardmall.com/mygift activategrandpashabetramadabetcasibom güncel girişfree live tv streamingบาคาร่า1 tv liveสล็อตเว็บตรงสล็อตAI 검사기Tahliye planıviagrajojobetjojobetdizipaltürk ifşa킹콩티비tipobetmatadorbet스마일퀄리티betpasmatbetmatadorbetmatadorbet girişmatbethuqqabetสล็อตเว็บตรงmatbetgorabet girişcasibombetkolik girişjojobetbetpaselexbetStreameastfixbetmatbettimebettimebettimebetcasibomcasibomistanbul escort telegramcasibomcasibompusulabetjojobetbetofficebetoffice영문주소casibomสล็อตBetigma girişcasibomBetigmazirvebetgoogleрейтинг казинорейтинг онлайн казиноholiganbet 1182bets10rekabetStreameastbahis siteleri 2025jojobetgiftcardmall/mygiftwww.giftcardmall.com/mygiftpusulabetgrandpashabetcasibomcasibom girişjojobetholiganbet 1182www.giftcardmall.com/mygiftwww.giftcardmall.com/mygiftCasibomwww.mcgift.giftcardmall.com balancewww.mcgift.giftcardmall.com balancetm menards loginbetwoonholiganbet girişjojobetcasibomcasibomcasibom girişcasinolevantjojobetrokubet girişsahabet girisumzugsfirma wienkralbethttps://vozolturkiyedistributoru.com/casibom9022Casibom GirişdizipalkulisbetkulisbetkulisbetkulisbetbetwoonpusulabetMarsbahisizmir escort telegramMeritking Girişcasibomjojobetgiftcardmall/mygiftbetlikekingbet188 slotsetrabet girişdeneme bonusu veren sitelerвсе казиноcasibom1xbet girişjojobet girişjojobetPadişahbetcasinolevantsekabetmarsbahisextrabetmatbetjojobet girişjustin tvmatbetjojobet