SSSS
Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [7]: Image format "jpg?w=300" not supported. __LINE__
Obfuscated Ads Example Special Offer Exclusive Deal
სამართალი
ილია სიდამონიძის შესაძლო ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ილია სიდამონიძის შესაძლო ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ილია სიდამონიძის შესაძლო ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. როგორ თავად ახალციხის ციხის დირექტორი ამბობს, გუშინ 22 დეკემბერს იგი დაკითხვაზე დაიბარეს. ინციდენტთან დაკავშირებით, მას ჩვენება ჩამოართვეს. ამასთანავე, სხეულის დაზიანებების თაობაზე ჩაუტარდა ექსპერტიზა. ილია სიდამონიძის მტკიცებით, გიგი რუხაძე მას ხელით არ შეხებია. მისივე თქმით, მათ შორის მხოლოდ სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. ციხის თანამშრომლების განმარტებით, 18 დეკემბერს, დაახლოებით, 17:45 საათზე დირექტორის კაბინეტიდან ხმაური გაიგეს.  მათივე თქმით, ახალციხის ციხის დირექტორის მოადგილის მეუღლე ილია სიდამონიძეს ხმამაღლა ესაუბრებოდა და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა.  თანამშრომლემმა ნასვამ მდგომარეობაში მყოფი გიგი რუხაძე კაბინეტიდან გამოიყვანეს, რა დროსაც მან ხელი აიქნია და სიდამონიძეს კისრის არეში მოხვდა. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში აცხადებენ, გამოძიება საქართველოს სსკ–ის 125–ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ცემას გულისხმობს. ისჯება ჯარიმით, ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით, ვადით ასოციდან ასოთხმოც საათამდე, ანდა გამასწორებელი სამუშაოთი ვადით თხუთმეტ თვემდე.
18:59 / 23.12.2015
გიორგი კოპაძე: "კი არ დამკითხეს, ჩემს კაბინეტში იყვნენ და გამომკითხეს"
„გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობიდან“ საკრებულოს დეპუტატის საჩივარის საფუძველზე, რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ქალაქის მერიც დაკითხეს. თუმცა გიორგი კოპაძე ამბობს, რომ ეს პროცედურა დაკითხვა კი არა გამოკითხვა იყო და სამმართველოში დაბარების ნაცვლად, გამომძიებელი მასთან კაბინეტში იმყოფებოდა და საქმის ირგვლივ ისაუბრეს. რაც შეეხება, ჯიმშერ გოგოლაურის  საჩივარს, გიორგი კოპაძე მას არასერიოზულს უწოდებს.
21:52 / 22.12.2015
ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზის ხულოს მონაკვეთზე მოძრაობა პარალიზებულია
ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზის ხულოს მონაკვეთზე მოძრაობა პარალიზებულია
ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზის 84-ე კილომეტრის ხულოს მონაკვეთზე მოძრაობა პარალიზებულია. სოფელ დიაკონიძეების გზაზე მეწყერი ჩამოწვა. მძღოლების განცხადებით, გზის გაწმენდას ისინი უკვე რამდენიმე საათია ელოდებიან. ადგილზე მობილიზებულია სამაშველო სამსახური რომლებიც, მგზავრების შემოვლითი გზით გადაყვანას უზრუნველყოფენ. ინფორმაციას “პირველი რადიო” ავრცელებს.
19:25 / 22.12.2015
შალვა ხაჭაპურიძე: "განაჩენი კი არა, ეს იყო ვენდეტა შალვა აბულაძის წინააღმდეგ"
ერთი პოლიციელის მკვლელობისათვის, 4–ის მკვლელობის მცდელობისა  და იარაღის უკანონოდ შეძენა–შენახვა–ტარებისათვის სამუდამო პატიმრობა –  ეს განაჩენი ახალციხის რაიონულმა სასამართლომ შალვა აბულაძეს გამოუტანა. მოსამართლის  გადაწყვეტილებას შურისძიებად მიიჩნევს დაცვის მხარე. საქმის 8 თვიანი განხილვის შემდეგ, სასამართლომ შალვა აბულაძეს  საბოლოო განჩენი გამოუტანა. გოჩა ჯეირანაშვილის გადწყვეტილებით, აბულაძე ყველა წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ იქნა ცნობილი და თავისუფლების სამუდამოდ აღკვეთა მიესაჯა.
21:07 / 21.12.2015
სამცხე-ჯავახეთის დანაყოფების წარმომადგენლებმა ოქროს მედლები მოიპოვეს
შსს-ს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი თეიმურაზ კალანდაძე და საპატრულო პოლიციის სამცხე-ჯავახეთის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე კობა კობახიძე თელავში ჩატარებულ ძალისმიერ სამჭიდსა და წოლჭიმში გიორგი რეხვიაშვილის სახელობის საქართველოს თასის მეექვსე გათამაშებაში პირველ ადგილზე გავიდნენ და ოქროს მედლები მოიპოვეს. თეიმურაზ კალანდაძემ წოლჭიმში, ღია ასაკობრივ დივიზიონში 150 კილოგრამიანი შტანგა ასწია და პირველი ადგილი აიღო.
18:13 / 21.12.2015
სამცხე–ჯავახეთში ხე–ტყის უკანონო ტრანსპორტირებისა და გადამუშავების ფაქტები გამოავლინეს
სამცხე–ჯავახეთში ხე–ტყის უკანონო ტრანსპორტირებისა და გადამუშავების ფაქტები გამოავლინეს
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის სამმართველოს თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ორი ფაქტი გამოავლინეს. სოფელ წაღვერსა და აწყურში გადამოწმების მიზნით გაჩერებული სატრანსპორტო საშუალებების ძარაზე განთავსებული იყო პირველადი გადამუშავების პროდუქტი – ფიცარი. მძღოლებმა სათანადო დოკუმენტაცია ვერ წარადგინეს. აღნიშნული ავტომანქანები დალუქეს და  ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში გადაიყვანეს. გარდა ამისა, სამმართველოს თანამშრომლებმა ბორჯომ-ბაკურიანის დამაკავშირებელ გზის მონაკვეთზე, ტყის ბუდეში უკანონოდ მოპოვებული 9 ცალი მრგვალი მორი აღმოაჩინეს. სამართალდამრღვევის ვინაობა უცნობია. ასევე, ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭობისხევში, სამმართველოს თანამშრომლებმა ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლის ეზოში უკანონოდ მოქმედი სახერხი საამქრო აღმოაჩინეს. საამქროს დემონტაჟის შემდეგ ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში გადაიტანეს.
15:43 / 21.12.2015
შალვა აბულაძეს უვადო თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
შალვა აბულაძეს უვადო თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
შალვა ბულაძეს ახალციხის რაიონულმა სასამართლომ  უვადო თავისუფლების აღკვეთა  მიუსაჯა. განაჩენი ახალციხის რაიონულ სასამართლოში, მოსამართლე გოჩა ჯეირანაშვილმა გამოაცხადა. სხდომას არ ესწრებოდა თავად ბრალდებული. ორი პოლიციელის მკვლელობაში, ორი მათგანის მკვლელობის მცდელობასა და იარაღის უკანონო შეძენა– შენახვა– ტარებაში ბრალდებულის ადვოკატი შალვა აბულაძის ყველა ეპიზოდში გამართლებას მოითხოვდა. აღსანიშნავია ისიც, რომ წინა სხდომებზე შალვა აბულაძემ ადვოკატ შალვა ხაჭაპურიძეს უნდობლობა გამოუცხადა.  ბოლო პროცესზე, რომელიც 18 დეკემბერს გაიმართა, ყოფილი ადვოკატის მიერ გამოგზავნილი საბოლოო სიტყვა სახაზინო ადვოკატმა ტარიელ ბალაბანაშვილმა წაიკითხა. შალვა აბულაძე სამართალდამცველებმა 10 აპრილს, ბორჯომში, არდაგანის დასახლებაში დააკავეს.
14:08 / 21.12.2015
შსს–მ, ბორჯომში, ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო
შსს-ს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის ბორჯომის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, 1978 წელს დაბადებული ფამილ ბ. ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის და ტარების ბრალდებით, ბაკურიანიდან ბორჯომის მიმართულებით მგზავრობისას დააკავეს.   სამართალდამცველებმა, ავტომანქანის ჩხრეკისას, რომლითაც ფამილ ბ. მგზავრობდა, „მაკაროვის “ სისტემის არარეგისტრირებული პისტოლეტი, 1 მჭიდი და 7 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.
13:29 / 20.12.2015
ადვოკატი შალვა აბულაძის ყველა ეპიზოდში გამართლებას მოითხოვს
შალვა აბულაძის საქმის განხილვა სრულდება. დღეს დასკვნითი სიტყვა სასამართლოს, დაცვის მახარემ წარუდგინა. ბრალდებულის ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე სხდომაზე ისევ არ გამოცხადდა, ამიტო მის მიერ გამოგზავნილი საბოლოო სიტყვა, მოსამართლის დანიშნულმა სახაზინო ადვოკატმა, ტარიელ ბალაბანიშვილმა წარადგინა. დასკვნით სიტყვაში ძირითადი დრო, ადვოკატმა ბორჯომის ეპიზოდსა და დაჭრილი პოლიციელის გიორგი მახარაშვილის ჩვენებას დაუთმო, სადაც განაცხადა, რომ მისი ჩვენება სიცრუეა და მოსამართლემ გადაწყვეტილების მიღებისას იგი არ უნდა გაითვალისწინოს.
20:57 / 18.12.2015
საფულის ქურდობაში ბრალდებულის ვინაობა ცნობილია
ახალციხეში, ტანსაცმლის მაღაზიაში მომხდარი ქურდობა გახსნილია. სამართალდამცველებმა 1985 წელს დაბადებული  ა.პ 17 დეკემბერს, ღამით დააკავეს. 30 წლის ახალგაზრდა ქალბატონი ახალციხის მკვიდრია, მისი სახლის ჩხრეკისას, ნივთმტკიცების სახით, ამოღებულია ნაქურდალი საფულე, ბარათები და თანხა 4 ათასი ლარის ოდენობით. ვინ არის დაკავებული – დაზარალებულმა ჯერ არ იცის. ნანა გიგუაშვილი „მეცხრე არხთან“ განმარტავს, რომ დეტალების შესახებ რაიონული სამმართველოდან ჯერ არ უცნობებიათ და არც ბრალდებულს შეხვედრია. დაზარალებულს თანხა კრედიტის გადასახდელად და მაღაზიაში ახალი ტანსაცმლის შემოსატანად ჰქონდა გათვალისწინებული. კითხვაზე შეიძლებოდა  თუ არა სცოდნოდა ბრალდებულს იმის შესახებ, რომ მას დიდი ოდენობით თანხა ჰქონდა – ნანა გიგუაშვილი ამბობს, რომ გამორიცხულია, რადგან ბანკიდან თანხა ერთდროულად არ აუღია. საქმეზე ძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177–ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს.
17:28 / 18.12.2015
სამმართველოში, „მეცხრე არხის“ ჟურნალისტი მოწმის სახით დაკითხეს
ახალციხის რაიონულ სამმართველოში დღეს ტელეკომპანია „მეცრე არხის“ გადაცემა “დიალოგის” წამყვანი, მოწმის სახით დაიკითხა. გამომძიებელს  რუსუდან გვარამაძესთან კითხვები, ტელეკომპანიის ეთერში, 10 დეკემბერს გასული გადაცემის ირგვლივ ჰქონდა. ჟურნალისტის თქმით, სამართალდამცველი დაინტერესდა ჩაიშალა თუ არა გადაცემა, ქალაქის მერისა და ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლის დაპირისპირების დროს. ასევე, იმ დეტალებით თუ რა ხდებოდა „დიალოგის“ პირდაპირ ეთერში და კადრს მიღმა. რაიონული სამმართველო საქმის ირგვლივ,  ქალაქის მერის გიორგი კოპაძის დაკითხვასაც გეგმავს.
00:51 / 18.12.2015
აწყურში მამაკაცი გაიყინა
აწყურში მამაკაცი გაიყინა
აწყურში უსახლკარო მამაკაცი, ადგილობრივებმა  გაყინული იპოვეს. შემთხვევა დღეს, 17 დეკემბერს, დილით მოხდა. ადგილობრივების ინფორმაციით, 55 წლის მამაკაცს საცხოვრებელი სახლი არ ჰქონდა და ღამეს შენობის ნანგრევებში ათევდა. 15 წლის წინ მან საკუთარი საცხოვრებელი სახლი აწყურში გაყიდა და ოჯახთან ერთად თბილისში გადასახლდა.  ბოლოს კი სოფელში მარტო დაბრუნდა. კ.ო–ს ცხედარი ადგილობრივმა რობერტ გვირჯიშვილმა იპოვა. შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში, აღნიშნული ფაქტი ,,მე–9 არხს” დაუდასტურეს. მათივე ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115–ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
15:21 / 17.12.2015
ჯიმშერ გოგოლაური ახალციხის რაიონულ სამმართველოში დაკითხეს
ტელეკომპანია „მეცხრე არხის“ ეთერში დაწყებული კამათი ახალციხის რაიონულ სამმართველოში დაკითხვით გაგრძელდა. სამართალდამცველებმა დღეს ქალაქ ახალციხის საკრებულოს წევრი „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობიდან“ ჯიმშერ გოგოლაური დაკითხეს. მისი თქმით, ახსნა–განმარტებითი ჩვენების მიცემა  ახალციხის მერის მიერ თოქშოუ „დიალოგში“  გაჟღერებულ ბრალდებებთან დაკავშირებით მოუწია. ჯიმშერ გოგოლაური ფიქრობს, რომ აღნიშნულ საქმეზე მალე გიორგი კოპაძესაც დაკითხავენ. ჩვენების მიცემის პროცესი, დაახლოებით ერთი საათი გაგრძელდა. საქმის მოკვლევას ახალციხის რაიონული სამმართველო აწარმოებს.
21:32 / 16.12.2015
სამცხე–ჯავახეთში უკანონო სამასალე მორი აღმოაჩინეს
სამცხე–ჯავახეთში უკანონო სამასალე მორი აღმოაჩინეს
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის სამმართველოს თანამშრომლებმა ადიგენის სოფელ შოლავერში უკანონო სამასალე მრგვალი მორი აღმოაჩინეს. მფლობელის ვინაობა დადგენილი არ არის. ასევე, სამმართველოს თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონო მოპოვების ფაქტი გამოავლინეს. ბორჯომის სოფელ დაბაში გადამოწმების მიზნით გაჩერებულ ავტომანქანაში განთავსებული იყო უკანონოდ მოპოვებული სამსალე მრგვალი მორი. ფაქტებთან დაკავშირებით შედგენილია შესაბამისი ოქმი.
11:57 / 16.12.2015
დანაშაულის შეუტყობინებლობაში ბრალდებულები საქართველოს მოქალაქეობაზე უარს ამბობენ
ახალციხის რაიონულ სასამართლოში ახალქალაქში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით, შეუტყობინებლობის საქმეზე ბრალდების 2 მოწმე ახალციხისა და ბორჯომის პოლიციის თანამშრომლები გელა მურადაშვილი და ლავროსი გამსახურდია დაიკითხნენ. მოწმეებმა არმენ ნალბანდიანის დაკავების მომენტი გაიხსენეს. მათ განმარტეს, რომ ბრალდებული დაკითხვაზე ღამის სამ საათზე თავად მივიდა. თუმცა ნალბანდიანმა სამართალდამცველები ვერ ამოიცნო და განაცხადა რომ მათ პირველად ხედავდა.
21:14 / 14.12.2015
ახალციხეში მაღაზია გაქურდეს
ახალციხეში მაღაზია გაქურდეს
ახალციხეში ტანსაცმლის მაღაზია “საუკეთესო არჩევანი” გაქურდეს. “მეცხრე არხის” ინფორმაციით წაღებულია მეპატრონე ნ.ლ–ს საფულე, რომელშიც 4 000 ლარზე მეტი თანხა იდო. შემთხვევა, 13 დეკემბერს დღის, 2-იდან ხუთ საათამდე მოხდა. ამ დროისათვის ტანსაცმლის  მაღაზია დაკეტილია. “მეცხრე არხთან” სატელეფონო საუბარში, მაღაზიის მეპატრონე ამბობს, რომ ქალაქში არ იმყოფება, პირად საქმეებზეა წასული და მაღაზიაც, ამიტომ დაკეტა. “საფულე ჩანთაში მქონდა, რომელიც დახლზე მედო. როდესაც ერთ–ერთი კლიენტისათვის ხურდა უნდა დამებრუნებინა, ვეძებე და ვერ ვნახე. არ ვიცი ვის შეიძლება წაეღო. საფულეში კრედიტისა და ნავაჭრი ფული მქონდა“–ამბობს ნ.ლ. მაღაზიის მეპატრონე, საგამოძოებო უწყებაში უკვე დაიკითხა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქმეზე ძიება, სისხლის სამართლის კოდექსის 177–ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს. ქურდობაში ბრალდებული დაკავებული ჯერ არ არის.
15:14 / 14.12.2015
კარწახში, საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით, 10 პირი დააკავეს
შსს-ს სასაზღვრო პოლიციის საგამოძიებო-ოპერატიული მთავარი სამმართველოს, სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის და სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის ახალქალაქის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, მეორე სამმართველოს (ახალციხე) N6 სასაზღვრო სექტორის (კარწახი) დასაცავ მონაკვეთზე ერთობლივად ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით 10 პირი დააკავეს.
13:44 / 13.12.2015
შალვა აბულაძე საკუთარ ადვოკატს უნდობლობას უცხადებს
შალვა აბულაძე საკუთარ ადვოკატს უნდობლობას უცხადებს
ახალციხის რაიონულ სასამართლოში ბრალდებულისა და ადვოკატის გამოუცხადებლობის გამო, შალვა აბულაძის  პროცესი 18 დეკემბრამდე გადაიდო.  მოსამართლის განმარტებით, ორი პოლიციელის მკვლელობაში ბრალდებული სხდომაზე დასწრებაზე ისევ უარს აცხადებს. თუმცა, რატომ არ ესწრება პროცესს აბულაძის ადვოკატი, გოჩა ჯეირანაშვილისთვის  უცნობია. ამიტომ მან ბრალდებულს კვლავ სახაზინო ადვოკატი დაუნიშნა. დღესვე მოსამართლემ  პროცესზე აბულაძის მიერ გამოგზავნილი განცხადებიდან,  სახელწოდებით „18 უარი“, სხდომაზე გამოუცხადებლობის ერთ–ერთი მიზეზი წაიკითხა, სადაც ბრალდებული საკუთარ ადვოკატს უნდობლობას უცხადებს. შალვა აბულაძე   განმარტავს, რომ ხაჭაპურიძე იმ პარტიის წევრია, რომელიც მას ასამართლებს. ადვოკატის  განცხადებით,   სხდომაზე მისი დაცვის ქვეშ მყოფის უნდობლობის გამო  არ გამმოცხადდა.  მისივე თქმით, არც მომდევნო სხდომებს დაესწრება. დასკვნით სიტყვას კი სასამართლოს წერილობით გადასცემს. დღევანდელ სხდომაზე სასამართლო დარბაზში იმყოფებოდნენ დაჭრილი პოლიციელი გიორგი მახარაშვილი და  სამცხე–ჯავახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს 30–მდე თანამშრომელი. შეგახსენებთ, რომ ორი პოლიციელის მკვლელობაში, ორი მათგანის მკვლელობის მცდელობასა და იარაღის უკანონო შეძენა–შენახვა–ტარებაში ბრალდებულის საქმე, ახალციხის რაიონულ სასამართლოში დასკვნით ეტაპზეა. განაჩენის გამოტანამდე დარჩენილია დაცვის მხარის სიტყვა და რეპლიკები.
18:55 / 11.12.2015
ჯიმშერ გოგოლაურმა ახალციხის მერის წინააღმდეგ, პროკურატურაში საჩივარი შეიტანა
ჯიმშერ გოგოლაურმა ახალციხის მერის წინააღმდეგ, პროკურატურაში საჩივარი შეიტანა
ჯიმშერ გოგოლაურმა ახალციხის რაიონულ პროკურატურაში, გიორგი კოპაძის წინააღმდეგ, საჩივარი შეიტანა. „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის“ წარმომადგენელი ახალციხის მერის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას მოითხოვს. გოგოლაურის თქმით, კოპაძემ თოქ–შოუ „დიალოგში“ მას ბრალი დასდო, რომ ძალოვან უწყებაში მუშაობის პერიოდში პატიმრებს აწამებდა და მათგან სასურველი ჩვენების მიღებას ძალისმიერი მეთოდებით ცდილობდა. საკრებულოს წევრი ძალოვან სტრუქტურებს საკითხით დაინტერესებისკენ მოუწოდებს. ახალციხის მერი გიორგი კოპაძე აღნიშნულზე კომენტარს არ აკეთებს. შეგახსენებთ, რომ „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის“ წევრისა და  ქალაქის მერის დაპირისპირება, 10 დეკემბერს გადაცემა „დილოგის“ პირდაპირ ეთერში, ახალციხის მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვას მოჰყვა.
18:36 / 11.12.2015
ბრალდებულისა და ადვოკატის გამოუცხადებლობის გამო, აბულაძის  პროცესზე შესვენებაა
ბრალდებულისა და ადვოკატის გამოუცხადებლობის გამო, აბულაძის პროცესზე შესვენებაა
ახალციხის რაიონულ სასამართლოში ბრალდებულისა და ადვოკატის გამოუცხადებლობის გამო, შალვა აბულაძის  პროცესზე შესვენება გამოცხადდა. მოსამართლის განმარტებით, ორი პოლიციელის მკვლელობაში ბრალდებული სხდომაზე დასწრებაზე ისევ უარს აცხადებს. თუმცა, რატომ არ ესწრება პროცესს აბულაძის ადვოკატი, გოჩა ჯეირანაშვილისთვის  უცნობია. სასამართლო სხდომის დარბაზში, ამ დროისათვის, იმყოფება დაჭრილი პოლიციელი გიორგი მახარაშვილი. პროცესს, ასევე, ესწრება სამცხე–ჯავახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს 30–მდე თანამშრომელი. შეგახსენებთ, რომ ორი პოლიციელის მკვლელობაში, ორი მათგანის მკვლელობის მცდელობასა და იარაღის უკანონო შეძენა–შენახვა–ტარებაში ბრალდებულის საქმე, ახალციხის რაიონულ სასამართლოში დასკვნით ეტაპზეა. დარჩენილი დაცვის მხარის სიტყვა.
16:35 / 11.12.2015
სხვა სტატიები
ამინდი
ახალციხე 9 °C
img
ახალქალაქი 7 °C
img
ასპინძა 7 °C
img
ადიგენი 15 °C
img
ბორჯომი 10 °C
img
თბილისი 16 °C
img
აბასთუმანი 6 °C
img
ბაკურიანი 5 °C
img
ნინოწმინდა 7 °C
img
ვალუტა
AMD
AMD
1000
7.1187
EUR
EUR
1
3.1202
RUB
RUB
100
3.4423
TRY
TRY
1
0.0696
USD
USD
1
2.7315
კალენდარი
«« დეკემბერი  »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31 1234
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.

hacklink hack forum hacklink film izle hacklink Marsbahis girişhttps://w88fm.top/marsbahislink vao w88 moi nhatantep escortramadabethttps://12betno1.help/메이저놀이터pornoAnadolu Yakası Escortmanga okumanga scansDeneme Bonusu Veren Siteler 2025olimpos casinoikasbetwww.giftcardmall.com/mygiftwww.giftcardmall.com/mygiftwww.giftcardmall.com/mygift activategrandpashabetramadabetcasibom güncel girişfree live tv streamingบาคาร่า1 tv liveสล็อตเว็บตรงสล็อตAI 검사기Tahliye planıviagrajojobetjojobetdizipaltürk ifşa킹콩티비tipobetmatadorbet스마일퀄리티betlikematbetmatadorbetmatadorbet girişmatbethuqqabetสล็อตเว็บตรงmatbetgorabet girişcasibomonwin girişJojobetmilanobetmilanobetStreameastfixbetmatbettimebettimebettimebetcasibomcasibomistanbul escort telegramcasibomcasibompusulabetbetsmovebetofficebetoffice영문주소casibomสล็อตBetigma girişcasibomBetigmazirvebetgoogleрейтинг казинорейтинг онлайн казиноholiganbet 1182splashrekabetStreameastbahis siteleri 2025jojobetgiftcardmall/mygiftwww.giftcardmall.com/mygiftpusulabetgrandpashabetcasibomcasibom girişjojobetholiganbet 1182www.giftcardmall.com/mygiftwww.giftcardmall.com/mygiftCasibomwww.mcgift.giftcardmall.com balancewww.mcgift.giftcardmall.com balancetm menards loginnerobetsekabetjojobetcasibomcasibomcasibom girişcasinolevantjojobetbetpas girişsahabet girisumzugsfirma wienkralbethttps://vozolturkiyedistributoru.com/casibom9022Casibom GirişdizipalperabetrealbahisrealbahisperabetbetwoonpusulabetMarsbahisizmir escort telegramMeritking Girişcasibomjojobetgiftcardmall/mygiftbetlikekingbet188 slotbetparkdeneme bonusu veren sitelerвсе казиноcasibom1xbet girişdinamobetmatbetPadişahbetcasinolevantsekabet girişmarsbahisextrabetmatbetjojobet girişiptv satın almatbetjojobetgrandpashabetjojobetbetpuan