შპს ,,სამცხე XXI“–ს დირექტორისა და ახალციხის გამგეობის ყოფილი
თანამშრომლების საქმეზე მიღებულ სასამართლო გადაწყვეტილებას, ადვოკატი
სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს. ე.წ. სახურავის ორივე საქმეში
ბრალდებულების უფლებებს, შემდგომ ინსტანციაში, ირაკლი ბარძიმაძე
დაიცავს. ადვოკატი მიიჩნევს, რომ მოსამართლის გადაწყვეტილება, რომლის
მიხედვითაც, ქასრაშვილსა და მერაბიშვილს გულგრილობაში ედებათ
ბრალი, უსაფუძვლოა. ბარძიმაძეს საეჭვოდ მიაჩნია ის გარემოება, რომ
ერთსა და იმავე საქმეზე ბრალდებული პირებიდან, ერთს 8–წლიანი
პატიმრობა შეეფარდა, ორს კი მხოლოდ 1 700ლარიანი ჯარიმა დაეკისრა.
ბარძიმაძე ფიქრობს, რომ მოსამართლე გიორგი ლონდარიძისგან
განსხვავებით, გოჩა ჯეირანაშვილი ვერ შეაშინეს. მისივე თქმით,
მოსამართლე გიორგი ლონდარიძეს, ფარცახაშვილის საქმეზე დასაბუთებული
განაჩენი ჯერ არ გაუვრცელებია, მიუხედავად ამისა, პროკურორმა
ქასრაშვილი–მერაბიშვილის ბოლო პროცესზე, ფარცახაშვილის განაჩენზე
ისაუბრა.