SSSS
Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [2]: File "/var/www/temur/public_html//images/old/2015/11/xe-tye.jpg?w=300" not exists.
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [7]: Image format "jpg?w=300" not supported. __LINE__
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [2]: File "/var/www/temur/public_html//images/old/2015/11/12190948_1359084057439342_8582887955673602280_n.jpg?w=300" not exists.
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [2]: File "/var/www/temur/public_html//images/old/2015/11/12194627_1357902384224176_4470719794787949421_o.jpg?w=300" not exists.
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [2]: File "/var/www/temur/public_html//images/old/2015/11/shavi-miwa.jpg?w=300" not exists.
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [7]: Image format "jpg?w=300" not supported. __LINE__
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [2]: File "/var/www/temur/public_html//images/old/2015/10/12186400_1353259678021780_6492364661576793183_o.jpg?w=300" not exists.
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [2]: File "/var/www/temur/public_html//images/old/2015/10/xe-yte.jpg?w=300" not exists.
Obfuscated Ads Example Special Offer Exclusive Deal
სამართალი
გადატენილი იარაღის პირში ჩადება, მოგუდვის იმიტაცია და გინება-არტურ იგიტიანმა კიდევ ერთი პოლიციელი ამოიცნო
გადატენილი იარაღის პირში ჩადება და მუქარა,  პოლიეთილენის პარკით მოგუდვის იმიტაცია და ეთნიკური ნიშნით შეურაცხყოფა_დანაშაულის შეუტყობინებლობაში ბრალდებულმა არტურ იგიტიანმა, დღეს სასამართლო პროცესზე კიდევ ერთი პირი ამოიცნო, რომელიც მისივე თქმით, სასურველი ჩვენების მიღებას, აღნიშნული  მეთოდებით ცდილobs. sამცხე–ჯავახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს  თანამშრომელმა ლევან ზარიძემ, სასამართლო პროცესზე იგიტიანის ბრალდებები კატეგორიულად უარყო და განაცახადა, რომ მსგავს ფაქტს ადგილი არ ჰქონია.
18:19 / 20.11.2015
„სამცხე XXI” დირექტორს პატიმრობა 8 წლით  მიესაჯა
„სამცხე XXI” დირექტორს პატიმრობა 8 წლით მიესაჯა
სამშენებლო კომპანია „სამცხე XXI” დირექტორს ახალციხის რაიონულმა სასამართლომ განაჩენი გამოუტანა. პროცესი რამდენიმე წუთის წინ დასრულდა, სადაც მოსამართლე გიორგი ლონდარიძემ, გურამ ფარცახაშვილი ყველა წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ ცნო და 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. კომპანიის დირექტორი სასამართლო დარბაზში დააკავეს. შეგახსენებთ, რომ შპს “სამცხე XXI“ დირექტორს, გამოძიება 33 400 ლარის ოდენობით, თანხის უკანონოდ  მითვისებას ედავებოდა. გამოძიების ინფორმაციით, ასპინძის ქუჩის 28–ე კორპუსის გადახურვის დროს, ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ, ხე–მასალა უკანონოდ გამოიყენა, რომელიც გამგეობას უსასყიდლოდ ფინანსთა სამინისტრომ გადასცა. გარდა ამისა, სამუშაოებზე გაცილებით ნაკლები მასალა დაიხარჯა, ვიდრე  პროექტში იყო  მითითებული.
17:03 / 19.11.2015
ადიგენსა და ბორჯომში უკანონოდ მოქმედი სახერხი საამქროები აღმოაჩინეს
ადიგენსა და ბორჯომში უკანონოდ მოქმედი სახერხი საამქროები აღმოაჩინეს
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის სამმართველოს თანამშრომლებმა უკანონოდ მოქმედი ორი სახერხი საამქრო აღმოაჩინეს. სამართალდამრღვევებს უკანონო სახერხები ადიგენის სოფელ ზარზმაში და ბორჯომის სოფელ ყვიბისში საცხოვრებელი სახლების ეზოებში ჰქონდათ განთავსებული. სახერხების ტერიტორიაზე ნანახი იქნა უკანონოდ მოპოვებული მრგვალი მორები. უკანონო სახერხი საამქროები დემონტაჟის შემდეგ ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში გადაიტანეს. გარდა ამისა, ადიგენის სოფელ ზარზმაში, ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლის ეზოში უკანონოდ მოპოვებული მორი აღმოაჩინეს. ფაქტზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შედგა.
13:45 / 17.11.2015
ადიგენში ხე–ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტები გამოავლინეს
ადიგენში ხე–ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტები გამოავლინეს
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის სამმართველოს თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონო მოპოვების და ტრანსპორტირების სამი ფაქტი გამოავლინეს. ადიგენში გაჩერებული სატვირთო ავტომანქანის ძარაზე ნანახი იქნა პირველადი გადამუშავების პროდუქტი – ფიცარი, რომელიც დამალული იყო კარტოფილით სავსე ტომრების უკან. მძღოლს არ აღმოაჩნდა ტრანსპორტირებისათვის საჭირო დოკუმენტი. უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა სმადაშიც. სამართალდამრღვევს გადაჰქონდა უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყე. სოფელ შოლავერში კი ნანახი იქნა უკანონოდ მოპოვებული მრგვალი მორი. სამართალდამრღვევის ვინაობა უცნობია.
17:04 / 11.11.2015
შსს-მ სამცხე-ჯავახეთში საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობისთვის 10 პირი დააკავა
შსს-ს სასაზღვრო პოლიციის საგამოძიებო-ოპერატიული მთავარი სამმართველოს, სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტისა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული საგამოძიებო-ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, მეორე სამმართველოს (ახალციხე) N6 სასაზღვრო სექტორისა (კარწახი) და N5 სასაზღვრო სექტორის (ნიალა) დასაცავ მონაკვეთებზე სომალის რესპუბლიკის ათი მოქალაქე საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით დააკავეს. გამოძიება საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 19-344-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით). გამოძიებას სასაზღვრო პოლიციის საგამოძიებო-ოპერატიული მთავარი სამმართველო აწარმოებს.
12:01 / 11.11.2015
გურამ ფარცახაშვილის სასამართლო სხდომა დასკვნით ეტაპზე გადადის
სამშენებლო კომპანია „სამცხე 21-ეს“ დირექტორის სასამართლო სხდომა დასკვნით ეტაპზე გადადის. მომდევნო სხდომაზე ბრალდებული გურამ ფარცახაშვილი საბოლოო სიტყვას იტყვის, რის შემდეგაც მოსამართლე გიორგი ლონდარიძე  განაჩენს გამოიტას. დღევანდელ პროცესზე ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა დასკვნითი სიტყვები წაიკითხეს. შემდეგი სასამართლო სხდომა 12 ნოემბერს 17 საათზე ჩაინიშნა.
20:39 / 10.11.2015
არალში 16 წლის ახალგაზრდამ თავი ჩამოიხრჩო
არალში 16 წლის ახალგაზრდამ თავი ჩამოიხრჩო
ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ არალში, 16 წლის ახალგაზრდამ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. შემთხვევა 8 ნოემბერს, დღის ორი საათისათვის მოხდა. ე.ა საკუთარ სახლში მარტო იყო. გოგონა ჩამომხრჩვალი მეზობელმა და თანაკლასელმა იპოვა. როგორც მეზობლები ჰყვებიან, გოგონას დედა და ძმა ამ დროს სახლში არ იმყოფებოდნენ. რა გახდა 16 წლის გოგონას თვითმკვლელობის მიზეზი უცნობია. მეზობლების თქმით, ე.ა -მ თანაკლასელს ტელეფონზე შეტყობინება გაუგზავნა, სადაც ემშვიდობება და ეუბნება, რომ სიცოცხლის დასრულებამდე ხუთი წუთი დარჩა. საქმეზე ძიება უკვე დაწყებულია. შსს-ს ინფორმაციით გამოძიება, სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
17:58 / 08.11.2015
ყვიბისში უკანონოდ მოქმედი სახერხი საამქრო გამოავლინეს
ყვიბისში უკანონოდ მოქმედი სახერხი საამქრო გამოავლინეს
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის სამმართველოს თანამშრომლებმა ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ყვიბისში, ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლის ეზოში, უკანონოდ მოქმედი სახერხი სამქრო აღმოაჩინეს. სახერხის ტერიტორიაზე განთავსებულლილ იყო პირველადი გადამუშავების პროდუქტი – ფიცარი. სამმართველოს თანამშრომლებმა სახერხი საამქროს დემონტაჟი მოახდინეს და ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში გადაიტანეს.
15:38 / 07.11.2015
"რუსთავი–2"–ის ირგვლივ მიმდინარე მოვლენებს იურისტები აფასებენ
თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას ახალციხეში მოქმედი იურისტები და არასამთავრობო ორგანიზაციები აფასებენ. მოსამართლე თამაზ ურთმელიძის 5 ნოემბრის განჩინებას, მათი უმრავლესობა არაკანონიერად მიიჩნევს, ნაწილს კი მიაჩნია, რომ პროცესი კანონის სრული დაცვით წარიმართა. გადაწყვეტილება ტელეკომპანია რუსთავი ორის ხელმძღვანელი პირების უფლებამოსილების შეჩერებისა და მათ ნაცვლად დროებითი მმართველების დანიშვნასთან დაკავშრებით, ახალციხეში მოქმედი იურისტების უმრავლესობისათვის მიუღებელი აღმოჩნდა.
15:26 / 07.11.2015
სასამართლო სხდომაზე ბრალდებულმა პოლიციელი ცემაში დაადანაშაულა
ახალციხის რაიონულ სასამართლოიში დანაშაულის შეუტყობინებლობის საქმეზე არსებითი განხილვა გრძელდება. დღევანდელ სხდომაზე მოწმეებად სამართალდემცველები დაიკითხნენ. მათ შორის ნინოწმინდის სამმართველოს  პოლიციელი რობერტ მარქარიანი, რომელიც ბრალდებულმა არმენ კარაპეტიანმა ამოიცნო და სხდომაზე განაცხადა, რომ დაკავებისას და შემდეგ უკვე დაკითხვის დროს მას მარქარიანი ფიზიკურად გაუსწორდა. თუმცა პოლიციელმა აღნიშნული კატეგორიულად უარყო. ადვოკატის თქმით, მოწმემ იცრუა. მაიზეს ბაბლუანს პრეტენზიები აქვს პროკურატურასთანაც, რადგან მისი თქმით, ბრალდებულების ცემის ფაქტზე გამოძიება დიდიხანია დაიწყო, თუმცა შედეგი ვერ მიიღეს.
22:10 / 06.11.2015
ახალციხის გამგეობის ყოფილი თანამშრომლების სასამართლო სხდომა ისევ გადაიდო
გამგეობის ყოფილი თანამშრომლების, რევაზ მერაბიშვილისა და გიორგი ქასრაშვილის სასამართლო სხდომა ისევ გადაიდო. პროცესზე ახალი პროკურორი მამუკა ქომოშვილი გამოცხადდა, რომელმაც სასამართლოს განუმარტა, რომ თამარ ზურაბაშვილი თავს შეუძლოდ გრძნობს და სამედიცინო დაწესებულებაში თავად გადაიყვანა. იქიდან გამომდინარე, რომ საქმის დეტალებს არ იცნობდა, ქომოშვილმა სხდომის გადადება მოითხოვა. აღნიშნულს სასამართლო პროცესზე დაცვის მხარის პროტესტი მოჰყვა. ირაკლი ბარძიმაძემ განაცხადა, რომ პროკურატურა საქმეს სპეციალურად აჭიანურებს, რათა შემდგომში, ბრალდებულებზე ზეწოლა მოახდინოს და თავიანთთვის სასურველი განაჩენი დადგეს. გამგეობის თანამშრომლების საქმის განხილვა, ახალციხის რაიონულ სასამართლოში უკვე დასრულებულია. ადვოკატის განმრტებით, მხოლოდ ბრალდების მხარის რეპლიკაა დარჩენილი და სასამართლო განაჩენს გამოიტანს, თუმცა თამარ ზურაბაშვილმა გონივრული ვადა რეპლიკისათვის რამდენჯერმე ითხოვა და სხდომა გადადო.
21:56 / 06.11.2015
ადიგენის გამგეობის ყოფილმა თანამშრომლებმა მოქმედი გამგებლის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანეს
ადიგენის მუნიციპალიტეტის ყოფილმა გამგებელმა, მოადგილემ და გამგეობის ერთ-ერთი სამსახურის ყოფილმა სპეციალისტმა, გამგეობის წინააღმდეგ, ახალციხის რაიონულ სასამართლოში საჩივარი შეიტანეს.  სიმონ პარუნაშვილი ამ გზით განაცდურის ანაზღაურებას, ხოლო რატი ტატალაშვილი და ჯემალ იაკობაძე განაცდურის ანაზღაურებასთან ერთად,  თანამდებობებზე აღდგენასაც ითხოვენ. მათივე განმარტებით, მალე მართლმსაჯულების ორგანოს, მორალური ზიანის ანაზღაურებისთვისაც მიმართავენ. შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 5 მარტს, თბილისის სააპელაციო სასამართლომ, სიმონ პარუნაშვილი, რატი ტატალაშვილი და ჯემალ იაკობიძე გაამართლა. 
20:32 / 05.11.2015
ბოლაჯურთან ხე–ტყის უკანონო მოპოვების ფაქტი გამოავლინეს
ბოლაჯურთან ხე–ტყის უკანონო მოპოვების ფაქტი გამოავლინეს
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის სამმართველოს თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონო მოპოვების ფაქტი გამოავლინეს. კერძოდ, ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოლაჯურთან კანონდამრღვევის ავტოამანქანის ძარაზე უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყე იყო განთავსებული. აღნიშნული ავტომანქნა ადგილზევე დაილუქა. შედგენილია შესაბამისი აქტი.
19:18 / 05.11.2015
ბორჯომში ე.წ. "შავი მიწის" უკანონოდ მოპოვების ფაქტზე 9 პირი დააკავეს
ბორჯომში ე.წ. "შავი მიწის" უკანონოდ მოპოვების ფაქტზე 9 პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ბორჯომის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, სხვისი ნივთის დაზიანების ბრალდებით, 9 პირი: 1987 წელს დაბადებული ანდრო კ, 1980 წელს დაბადებული თეიმურაზ კ, 1992 წელს დაბადებული ვახტანგ ქ, 1980 წელს დაბადებული ანდრო ც, 1992 წელს დაბადებული ტარიელ გ, 1980 წელს დაბადებული ზურაბ ქ, 1975 წელს დაბადებული მამუკა ჩ, 1976 წელს დაბადებული გიორგი ჩ და 1984 წელს დაბადებული ირაკლი მ. დააკავეს, ხოლო 4 პირი: 1985 წელს დაბადებული შმაგი კ, 1988 წ.დ. მალხაზ კ, 1987 წელს დაბადებული ზაურ ყ, და 1969 წელს დაბადებული ვალერიანე თ. ბრალდებულის სახით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს. დაკავებულია ასევე 9 პირი ახალციხის რაიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ: 1979 წელს დაბადებული ბესარიონ ბ, 1990 წელს დაბადებული დავით ხ, 1976 წელს დაბადებული გიორგი ხ, 1993 წელს დაბადებული ბაჩუკი ხ, 1980 წელს დაბადებული გიორგი ხ, 1991 წელს დაბადებული თენგიზ ქ, 1985 წელს დაბადებული გიორგი ქ, 1980 წელს დაბადებული ზურაბ ნ. და 1983 წელს დაბადებული თეიმურაზ წ. შსს–ს ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულებმა სხვადასხვა დროს, ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ყვიბისის მიმდებარე ტერიტორიაზე, სოფელ აწყურში ხაშური-ახალციხის სარკინიგზო ლიანდაგის მე-60-ე კილომეტრზე  და ბორჯომში, მესხეთის ქუჩის მიმდებარედ გამავალი სარკინიგზო მაგისტრალის ვაკისიდან სილიკომანგანუმის თანმდევი წიდა – ე.წ. „შავი მიწა“ უკანონოდ მოიპოვეს, რითაც რკინიგზის ვაკისი დააზიანეს. სს „საქართველოს რკინიგზისთვის“ მიყენებულმა მატერიალურმა ზიანმა 10 960 ლარი და 19 თეთრი შეადგინა. სამართალდამცველებმა უკანონოდ მოპოვებული ე.წ. „შავი მიწა“ შემთხვევის ადგილიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს. გამოძიება მიმდინარეობს სხვისი ნივთის დაზიანების ფაქტზე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია (საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც 1-დან 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს).
12:38 / 04.11.2015
დაჭრილი პოლიციელის ჩვენებას შალვა აბულაძის ადვოკატი სიცრუედ მიიჩნევს
ორი პოლიციელის მკვლელობაში ბრალდებულის შალვა აბულაძის სასამართლო სხდომა ბორჯომის ეპიზოდის გამოკვლევით გაგრძელდა. პროცესზე გარდაცვლილი პოლიციელის გიორგი ბერუაშვილის მეწყვილე დაიკითხა. გიორგი მახარაშვილმა 23 იანვრის ღამე დეტალურად აღწერა, რა დროსაც იგი თანამშრომელთან ერთად, ერთ-ერთ ქუჩაზე პატრულირებდა. დაჭრილი პოლიციელი ირწმუნება, რომ მას და გიორგი ბერუაშვილს ცეცხლი შალვა აბულაძემ გაუხსნა. შემთხვევისას შვიდი ტყვია მახარაშვილს, ხოლო ხუთი – გიორგი ბერუაშვილს მოხვდა. დაზარალებულმა სასამართლოს ჩვენება საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებაც მისცა. მახარაშვილის მიერ მიცემული ჩვენებას სიცრუეს უწოდებს აბულაძის ადვოკატი. შალვა ხაჭაპურიძის თქმით, შემთხვევასთან დაკავშირებით, არსებობენ მოწმეები, რომლებიც ადასტურებენ, რომ ადგილზე სადაც პოლიციელები დაჭრეს სიბნელეა და პიროვნებას ვერ ამოიცნობდნენ. ამიტომ ხაჭაპურიძისათვის გაურკვეველია, როგორ იცნო მახარაშვილმა შალვა აბულაძე.
21:12 / 03.11.2015
სამცხე ჯავახეთში ხე–ტყის უკანონო ტრანსპორტირებისა და გადამუშავების ფაქტები აღკვეთეს
სამცხე ჯავახეთში ხე–ტყის უკანონო ტრანსპორტირებისა და გადამუშავების ფაქტები აღკვეთეს
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის სამმართველოს თანამშრომლებმა ქალაქ ბორჯომში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს. სამართალდამრღვევს მიკროავტობუსით  პირველადი გადამუშავების პროდუქტი – ფიცარი გადაჰქონდა. ტრანსპორტირებისათვის საჭირო დოკუმენტაცია მძღოლმა ვერ წარადგინა. აღნიშნული სატრანსპორტო საშუალება გადაყვანილი იქნა ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში. სამმართველოს თანამშრომლებმა უკანონოდ მოქმედი სახერხი საამქრო გამოავლინეს ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ყვიბისში. სახერხის ტერიტორიაზე განთავსებული იყო უკანონოდ მოპოვებული მრგვალი მორი და პირველადი გადამუშავების პროდუქტი ფიცარი. სამმართველოს თანამშრომლებმა სახერხი დანადგარის დემონტაჟი მოახდინეს და ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში გადაიტანეს.
13:24 / 03.11.2015
დანაშაულის შეუტყობინებლობის საქმეზე სასამართლო სხდომა ხმაურით დასრულდა
ხმაურით დასრულდა სხდომა ახალციხის რაიონულ სასამართოლოში. დანაშაულის შეუტყობინებლობაში ბრალდებულებისა და მოკლული სარქის აკოფიანის ახლობლები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. სიტუაციის განსამუხტად ადგილზე სამართალდამცველები იყვნენ მობილიზებულნი. იგიტიანის, ნალბანდიანისა და კარაპეტიანის პროცესზე ბრალდების მხარის 5 მოწმე – კრიმინალური ექსპერტები და სამართალდამცველები დაიკითხნენ. პოლიციელებმა ის ეპიზოდი გაიხსენეს, როდესაც ერთ-ერთი ბრალდებულის აღიარებითი ჩვენების შემდეგ, დაკავებული სამი პირის გადაადგილების ადგილი მოინახულეს.
20:03 / 02.11.2015
ორი პოლიციელის მკვლელობის საქმეზე სასამართლო განხილვა გრძელდება
ორი პოლიციელის მკვლელობის საქმეზე, ახალციხის რაიონულ სასამართლოში არსებითი განხილვა გრძელდება. დაცვისა და  ბრალდების მხარემ თბილისის ეპიზოდი განიხილეს და ორი გამომძიებელი დაკითხეს, რომლებმაც 4 აპრილს მომხდარი  შემთხვევის ადგილი დაათვალიერეს. ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე აცხადებს, რომ სამართალდამცველების ჩვენებებში ბევრ   შეუსაბამობებს ჰქონდა ადგილი, მათ შორის შემთხვევის ადგილზე კომპიუტერულ დათვალიერებებთან დაკავშირებითაც. ადვოკატმა მოსამართლეს აბულაძის საკანი აღუწერა და იქ არსებულ ანტისანიტარიაზე ისაუბრა. მისივე თქმით, ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა  საფრთხის ქვეშაა. შემდეგი სხდომა 3 ნოემბერს 15 საათზე ჩაინიშნა.
22:01 / 30.10.2015
თისელში წიაღის უკანონო მოპოვების ფაქტი გამოავლინეს
თისელში წიაღის უკანონო მოპოვების ფაქტი გამოავლინეს
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის სამმართველოს თანამშრომლებმა, ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ თისელში წიაღისეულის უკანონო მოპოვების ფაქტი გამოავლინეს. სამართალდამრღვევმა მიწის ნაყოფიერი ფენა შესაბამისი ნებართვის გარეშე მოხსნა. შედგენილია შესაბამისი აქტი.
14:49 / 30.10.2015
შსს-მ სამცხე-ჯავახეთში უკანონოდ მოჭრილი ხე-ტყე ამოიღო და სახერხი საამქროები დალუქა
შსს-მ სამცხე-ჯავახეთში უკანონოდ მოჭრილი ხე-ტყე ამოიღო და სახერხი საამქროები დალუქა
შსს-ს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ხე-ტყით უკანონოდ სარგებლობის, მასალის უკანონოდ გადამუშავების და გადამამუშავებელი ობიექტის (სახერხი საამქრო) ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების დარღვევის ფაქტებზე 4 პირი  ამხილეს. სამართალდამცველებმა ადიგენისა და ბორჯომის მუნიციპალიტეტებში, მხილებულების კუთვნილი უკანონო სახერხი საამქროები დალუქეს. პოლიციამ მათივე ავტომანქანებიდან – უკანონოდ მოპოვებული დაუფირნიშებელი, 7,2 კუბ.მეტრი წიწვოვანი ჯიშის ხის მრგვალი მორი და 4,42 კუბ.მეტრი დამუშავებული ფიცარი ამოიღო. გამოძიება ხე-ტყით უკანონოდ სარგებლობის, უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყის პირველადი გადამუშავების და ხე-ტყის პირველადი გადამამუშავებელი ობიექტის (სახერხი საამქრო) ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების დარღვევის ფაქტებზე მიმდინარეობს.
11:40 / 30.10.2015
სხვა სტატიები
ამინდი
ახალციხე 9 °C
img
ახალქალაქი 7 °C
img
ასპინძა 7 °C
img
ადიგენი 15 °C
img
ბორჯომი 10 °C
img
თბილისი 16 °C
img
აბასთუმანი 6 °C
img
ბაკურიანი 5 °C
img
ნინოწმინდა 7 °C
img
ვალუტა
AMD
AMD
1000
7.1187
EUR
EUR
1
3.1202
RUB
RUB
100
3.4423
TRY
TRY
1
0.0696
USD
USD
1
2.7315
კალენდარი
«« დეკემბერი  »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31 1234
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.

hacklink hack forum hacklink film izle hacklink Marsbahis girişhttps://w88fm.top/marsbahislink vao w88 moi nhatantep escortramadabethttps://12betno1.help/메이저놀이터pornoAnadolu Yakası Escortmanga okumanga scansDeneme Bonusu Veren Siteler 2025olimpos casinoikasbetwww.giftcardmall.com/mygiftwww.giftcardmall.com/mygiftwww.giftcardmall.com/mygift activategrandpashabetramadabetcasibom güncel girişfree live tv streamingบาคาร่า1 tv liveสล็อตเว็บตรงสล็อตAI 검사기jojobetjojobetjojobetdizipaltürk ifşa킹콩티비tipobetmatadorbet스마일퀄리티betlikematbetjojobetjojobet girişmatbethuqqabetสล็อตเว็บตรงmatbetmilanobetStreameastfixbetsetrabettimebettimebettimebetcasibomcasibomistanbul escort telegramcasibomcasibompusulabetbetsmovebetofficebetoffice영문주소casibomสล็อตBetigma girişcasibomBetigmazirvebetgoogleрейтинг казинорейтинг онлайн казиноholiganbet 1182splashmegapari girişStreameastbahis siteleri 2025jojobetgiftcardmall/mygiftwww.giftcardmall.com/mygiftjojobetgrandpashabetcasibomcasibom girişjojobetholiganbet 1182www.giftcardmall.com/mygiftwww.giftcardmall.com/mygiftCasibomwww.mcgift.giftcardmall.com balancewww.mcgift.giftcardmall.com balancetm menards loginnerobetsekabetjojobetcasibomcasibomcasibom girişcasinolevantjojobetbetpas girişsahabet girisumzugsfirma wienkralbethttps://vozolturkiyedistributoru.com/casibom9022Casibom GirişdizipalmarsbahisgrandpashabetkulisbetkulisbetgrandpashabetjojobetMarsbahisizmir escort telegramMeritkingcasibomjojobetgiftcardmall/mygiftbetlikekingbet188 slotbetparkdeneme bonusu veren sitelerвсе казиноcasibom1xbet girişjojobetjojobetGalabetcasinolevantsekabet girişmarsbahisextrabetholiganbetjojobet girişiptv satın aljojobetgrandpashabetjojobetmatbetbetnanomatbet