ევროატლანტიკურ კავშირში, საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივასთან
ერთად, საზოგადოებაში არაერთგვაროვანი მოსაზრებებიც ჩნდება.
მოსახლეობის ნაწილი ფიქრობს, რომ ნატოში გაწევრიანებით ქვეყანა
სტაბილურობისა და უსაფრთხოების გარანტს მიიღებს. ამის მიუხესდავად,
სამცხე–ჯავახეთში საუბრობენ, რომ საქართველოს ნატოში
გაწევრიანებას ხელს ოკუპიურებული ტერიტორიები შეუშლის.
ევროატლანტიკური ინტეგრაციის შემდეგ, საქართველო, ეგრედწოდებული
,,ნატოს ჯარის“ ბაზად გადაიქცევა – ეს კიდევ ერთი მითია, რომელიც
სამცხე–ჯავახეთის მოსახლეობას აღელვებს. მესხეთში თვლიან, რომ
ამ მხრივ საფრთხე სწორედ მათ რეგიონს დაემუქრება, რადგან სამხედრო
ბაზები საზღვრისპირა რეგიონის ტერიტორიაზე განთავსდება. ამ მითის
სჯერათ არა მხოლოდ რიგით მოქალაქეებს, არამედ ისტორიკოსებსა და
კავკასიოლოგებს.