კარლო და ანა ხუციშვილები ახალციხელი გამომგონებლები მსოფლიო
ოლიმპიადის “იპო 2016” გამარჯვებულები გახდნენ. კარლო და ანა
ხუციშვილებისა და თორნიკე მაზმიშვილის ერთობლივმა ნამუშევარმა პირველი
ადგილი დაიკავა. უპილოტო საფრენი “Life Saver” -ი მსოფლიოს ახალგაზრდა
გამოგონებლების მიერ შექმნილ მოწყობილობებს შორის უდავო ჩემპიონი
გახდა. შედეგად, ახალციხელმა გამომგონებლებმა პროექტის
ნაწილობრივი დაფინანსება მოიპოვეს. ასევე, მიიღეს ოქროს მედალი და
ლეპტოპი. მსოფლიო ოლიმპიადა 22 და 23 აპრილს თბილისში გამართა, სადაც
25 ქვეყნის წარმომადგენლი იყო მოწვეული. უპილოტო საფრენი
მოწყობილობა “Life Saver”–ი Ipad-ის საშუალებით იმართება
და მას სხვა მსგავს მოწყობილობებთან შედარებით უპირატესობები აქვს.
აქამდე გამნაღმველი სისტემა, რომელშიც ადამიანები უშუალოდ არ არიან
ჩართულები, არ არსებობდა. ახალციხელი ახალგაზრდების გამოგონებამ
აღნიშნული პრობლემა გადაჭრა. “Life Saver”-ი “Life Saver”–ი უპილოტო
გამნაღმველი სისტემაა. Ipad-ში კოორდინატების მითითების შემდეგ,
დრონის გაშვება ხდება. მოწყობილობა კონკრეტულ ადგილებს, სადაც ნაღმია,
რუკაზე მონიშნავს. მას გადაადგილება ნებისმიერ სიტუაციაში შეუძლია.
შეგახსენებთ, რომ კარლო ხუციშვილი სხვა გამოგონების
თანაავტორიცაა. მისმა და ირაკლი კაპანაძის “მულტიკლიმატიზატორმა”
მსოფლიოს მოწონება დაიმსახურა, რის საფუძველზეც ისინი აშშ-ს კოსმოსურ
ცენტრში, ნასაში იყვნენ მიწვეულნი. თიკო კურტანიძე