სხვადასხვა
სოფლის მხარდაჭერის პროგრამით, ახალციხის თემისათვის 667 ათასი ლარი გამოიყო
სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, ახალციხის თემისათვის  667 ათასი ლარი გამოიყო – ამის შესახებ საკრებულოს სხომაზე გახდა ცნობილი. მიმდინარე წელს, დაფინანსება, გასულ წელთან შედარებით, 17 ათასი ლარით მეტია, ეს თანხა კი ვალეში, მეორე შახტის დასახლებაში ერთ–ერთი კორპუსის გადახურვას მოხმარდება. ადგილობრივ თვითმმართველობაში ამბობენ, რომ თანხის გაზრდა ქვეყნის სხვა მნუნიციპალიტეტებში მოსახლეობის მიგრაციამ გამოიწვია.
20:03 / 29.02.2016
ახალციხეში სასაფლაოების მოწყობისა და მოვლა–პატრონობის ახალი წესი დამტკიცდა
ქალაქ ახალციხის ტერიტორიაზე, სასაფლაოების მოწყობისა და მოვლა–პატრონობის წესის დამტკიცება იყო საკრებულოს სხდომაზე ერთ–ერთი განსახილველი საკითხი. როგორც იურიდიული სამსახურის უფროსი განმარტავს, საფლავისთვის გადახდილი თანხა, ადგილობრივ ბიუჯეტში გადაირიცხება. ცვლილებები შევიდა მერიის შიდა აუდიტის სამსახურის დებულებაშიც, რომლის მიხედვისაც, აუდიტის სამსახური ანგარიშვალდებული ფინანსთა სამინისტროს ნაცვლად, მერიასთან იქნება.
18:03 / 29.02.2016
4 წლის ნიკოლოზ გასვიანს დახმარება სჭირდება
4 წლის ნიკოლოზ გასვიანს დახმარება სჭირდება
     4 წლის ნიკოლოზ გასვიანის ოჯახი, საზოგადოებას დახმარებას სთხოვს. ნიკოლოზი მხოლოდ ერთი თვალიდან  ხედავს. მის შესანარჩუნებლად, თურქეთში მკურნალობა და ოპერაციაა საჭირო, ამისთვის ოჯახს 11 000 აშშ დოლარი სჭირდება. ნიკოლოზს 4 თვის ასაკში, ორივე თვალზე, თანდაყოლილი გლაუკომა დაუდგინეს. მას შემდეგ 3 ოპერაცია საქართველოში ჩაუტარდა. ნიკოლოზის სახელზე გახსნილია საბანკო ანგარიში. დახმარების მსურველებს ნომერზე – 09 01 701 068 დარეკვა შეუძლიათ. ზარის ღირებულება 1 ლარია. მიმღები ბანკი: სააქციო საზოგადოება “საქართველოს ბანკი” ბანკის კოდი: BAGAGE22 მიმღების დასახელება: გასვიანი ნიკოლოზ მიმღების ანგარიშის ნომერი: GE68BG0000000641718800
13:34 / 29.02.2016
“დიალოგი” – ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების ტრადიციები და იდენტობა, დასავლეთთან ინტეგრაციის შემდეგ
ევროკავშირის ერთ-ერთ მთავარ ღირებულებას, ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების პატივისცემა წარმოადგენს.
22:26 / 26.02.2016
დავით ბაქრაძე სამცხე–ჯავახეთში მოსახლეობას შეხვდა
,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ერთ–ერთი ლიდერი, დავით ბაქრაძე სამცხე–ჯავახეთის მოსახლეობას შეხვდა. ადგილობრივების პრობლემები პარტიის სხვა წევრებთან ერთად, ბორჯომში, ვალესა და ახალციხეში მოისმინა. მისი თქმით, ვიზიტის მიზანი, მოქალაქეების პრობლემების შესახებ ინფორმაციის მოძიება იყო, რასაც წინასაარჩევნო პროგრამის და საარჩევნო გეგმის შედგენისას გაითვალისწინებენ.
17:41 / 26.02.2016
სოფლის მეურნეობაში ქალთა მონაწილეობის შესახებ ადიგენში შეხვედრა გაიმართა
„გენდერული თანასწორობა და ქალთა მონაწილეობა სოფლის მეურნებაში“– თემაზე ადიგენის „ქალთა ოთახში“ სემინარი გაიმართა. აგრარული კუთხით მომუშვე ორგანიზაციების წარმომადგენელ ქალებს საკუთარი როლის, ჩართულობისა და აქტიურობის შესახებ გენდერის ექსპერტი ესაუბრა. შეხვედრა რეგიონების ეკონომიკური განვითარების პროგრამის ფარგებლში გახორციელდა.მისი მიზანია ქვეყნის ორ რეგიონში, სამცხე–ჯაავხეთსა და ქვემო ქართლში სიღარიბის დაძლევასა და ეკონომიკურ წინსვლას ხელი შეუწყოს. პროგრამა ორი ძირითადი მიმართულებით მეკარტოფილეობისა და მერძევე/მესაქონლეობის კუთხით ფუნქციონირებს.
17:10 / 26.02.2016
სოფლის მეურნეობაში ქალთა მონაწილეობის შესახებ ახალციხეში სემინარი გაიმართა
„გენდერული თანასწორობა და ქალთა მონაწილეობა სოფლის მეურნებაში“– თემაზე ახალციხეში სემინარი გაიმართა. აგრარული კუთხით მომუშვე ორგანიზაციების წარმომადგენელ ქალებს საკუთარი როლის, ჩართულობისა და აქტიურობის შესახებ გენდერის ექსპერტი ესაუბრა. შეხვედრა რეგიონების ეკონომიკური განვითარების პროგრამის ფარგებლში გახორციელდა. მისი მიზანია  ქვეყნის ორ რეგიონში, სამცხე–ჯაავხეთსა და ქვემო ქართლში  სიღარიბის დაძლევასა და ეკონომიკურ წინსვლას ხელი შეუწყოს. პროგრამა ორი ძირითადი მიმართულებით მეკარტოფილეობისა და მერძევე/მესაქონლეობის კუთხით ფუნქციონირებს. ამ დარგებში  ახალი ტექნოლოგიების შემოტანისა და დანერგვისათვის  რეგიონების ეკონომიკური განვითარების პროგრამა ტრენინგებს მომავალშიც გეგმავს. ქალების სოფლის მეურნეობაში ჩართვისა და გენდერული თანასწორობის შესახებ სემინარი ახალციხის შემდეგ ადიგენში გაიმართა.
18:37 / 25.02.2016
აბასთუმანში გაზიფიცირება იწყება
აბასთუმანში გაზიფიცირება იწყება – ამის შესახებ განცხადება დღეს, პრემიერ–მინისტრმა, მთავრობის სხდომაზე გააკეთა. 21 მუნიციპალიტეტის 60-ზე მეტი სოფლის გაზიფიცირებისთვის, სახელმწიფო ბიუჯეტიდან 20 მილიონი ლარი გამოიყოფა  – აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომის დაწყების წინ ისაუბრა.
14:41 / 25.02.2016
25 თებერვალი საქართველოს ოკუპაციის დღეა
25 თებერვალი საქართველოს ოკუპაციის დღეა
   25 თებერვალი საქართველოს ოკუპუციის დღეა. 95 წლის წინ, 1921 წლის 25 თებერვალს, თბილისში ბოლშევიკების მე-11 არმია შევიდა და საქართველო საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკად გამოაცხადა. რუსეთის წითელი არმია საქართველოში 12 თებერვალს შემოიჭრა. მე-11 არმიას ქართული ჯარი, სახალხო გვარდია და მოხალისეები თბილისის მისადგომებთან შეებრძოლნენ. ძირითადი ბრძოლები კოჯრისა და ტაბახმელას მიდამოებში გაიმართა. 
11:59 / 25.02.2016
გიორგი ამაშუკელი სამცხე–ჯავახეთში დაგეგმილი პროექტებით დაინტერესდა
გიორგი ამაშუკელი სამცხე–ჯავახეთში დაგეგმილი პროექტებით დაინტერესდა
სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციაში, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან და ადგილობრივ თვითმმართველ ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი რეგიონში არსებულ მდგომარეობასა და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო. გიორგი ამაშუკელმა, მხარის გუბერნატორთან აკაკი მაჭუტაძესთან და მუნიციპალიტეტების გამგებლებთან ერთად, სამუშაო შეხვედრები გამართა. სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრებზე,  2016 წელს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, ადგილობრივი ბიუჯეტიდან და „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში დაგეგმილი პროექტები განიხილეს.
10:45 / 25.02.2016
„საქართველო ჩემი სამშობლოა"– ეთნიკური უმცირესობების ნამუშევრების კრებული
„საქართველო ჩემი სამშობლოა” ასე ჰქვია ლიტერატურული კრებულის, რომლის პრეზენტაცია სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში გაიმართა. იგი ,„საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაციის ხელშეწყობის პროგრამის“ფარგლებში გამოიცა. კრებულში 2015 წელს გამოცხადებული კონკურსის შედეგად შერჩეული  საუკეთესო ნაშრომები, პოეზიის ნიჭით გამორჩეული, თბილისისა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი ახალგაზრდების ნამუშევრები შევიდა. საკუთარი ლექსები წაიკითხეს ქვემო ქართლში, მცხეთა-მთიანეთსა და სამცხე-ჯავახეთში მცხოვრებმა ახალგაზრდებმა. სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო აღნიშნულ პროგრამას, 2012 წლიდან ახორციელებს.მისი მიზანია ეთნიკური უმცირესობების საზოგადოებაში ინტეგრაციას ხელი შეუწყოს.
14:45 / 24.02.2016
სამცხე–ჯავახეთში ხე–ტყის უკანონოდ მოპოვების ფაქტები გამოვლინდა
სამცხე–ჯავახეთში ხე–ტყის უკანონოდ მოპოვების ფაქტები გამოვლინდა
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის სამმართველოს თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების 3 ფაქტი გამოავლინეს. ადიგენის სოფლებში ენთელსა და არალში, ასევე ახალციხის მუნიციპალიტეტში გადამოწმების მიზნით გაჩერებული იქნა სატრანსპორტო საშუალებები, რომელთა ძარაზეც განთავსებული იყო სხვადასხვა ზომის მრგვალი მორები. მძღოლებმა ვერ წარმოადგინეს შესაბამისი დოკუმენტაცია. აღნიშნული ავტომანქანები დაილუქა. უკანონოდ მოპოვებული მრგვალი მორი აღმოჩნდა ახალციხის სოფელ კლდეშიც.   გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის სამმართველოს თანამშრომლებმა უკანონოდ მოქმედი 2 სახერხი საამქრო გამოავლინეს.ბორჯომის სოფელ ყვიბისსა და სოფელ ზანავში, საცხოვრებელი სახლების ეზოებში ნანახი იქნა უკანონოდ მოქმედი სახერხი საამქროები, რომელთა ტერიტორიაზე განთავსებული იყო დაუფირნიშებელი მორები.განხორციელდა სახერხი საამქროების დემონტაჟი, რის შემდეგაც ისინი გადაიტანეს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში. ასევე, ბორჯომის სოფელ ჭობისხევში, საცხოვრებელი სახლის ეზოში უკანონოდ მოპოვებული მრგვალი მორი აღმოაჩინეს.
13:56 / 22.02.2016
ფარავნის ტბაზე უკანონო თევზჭერის ფაქტები გამოვლინდა
ფარავნის ტბაზე უკანონო თევზჭერის ფაქტები გამოვლინდა
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის სამმართველოს თანამშრომლებმა უკანონო თევზჭერის 2 ფაქტი გამოავლინეს. სამართალდამრღვევებმა ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში, ფარავნის ტბაზე, უკანონოდ მოიპოვეს სხვადასხვა სახეობის თევზი. შედგა შესაბამისი აქტები.
13:48 / 22.02.2016
მთვარის კრატერს აბასთუმნის ობსერვატორიის ყოფილი თანამშრომლის სახელი დაერქვა
მთვარის კრატერს აბასთუმნის ობსერვატორიის ყოფილი თანამშრომლის სახელი დაერქვა
მთვარის ერთ–ერთ კრატერს, აბასთუმნის ობსერვატორიის ყოფილი თანამშრომლის, ვიქტორ ჯაფიაშვილის სახელი მიენიჭა. საერთაშორისო ასტრონომიულმა კავშირმა ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც 2015 წლის ოქტომბრის თვეში, 20–მდე ქართველმა და უცხოელმა ასტრონომმა კავშირის სპეციალური მიმართვა გაუგზავნა. სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართული საერთაშორისო კონფერენციის დასასრულს, მეცნიერებმა მიმართვის ტექსტი ერთობლივად ჩამოაყალიბეს და მას ხელი მოაწერეს. ვიქტორ ჯაფიაშვილი აბასთუმნის ასტროფიზიკურ ობსერვატორიაში 65 წლის განმავლობაში, 1949 წლიდან 2015 წლამდე მუშაობდა. მას ევგენი ხარაძის მოადგილის პოსტი ეკავა. მეცნიერის უმთავრესი მიმართულება მთვარისა და მზის სისტემის პლანეტებზე დაკვირვება იყო. იგი მთვარის ზედაპირის პოლარიზაციული მეთოდებით შესწავლაზე მუშაობდა. მისი ყველაზე მნიშვნელოვანი შრომა სახელწოდებით ,,მთვარის პოლარიზებული ატლასის შექმნა“ იყო, რომლისათვისაც მას საბჭოთა პერიოდში ერთ–ერთი პრესტიჟული, ბრედიხინის პრემია მიენიჭა. წარმოშობით ბორჯომელი ასტრონომი 2015 წლის აგვისტოს თვეში გარდაიცვალა. მის შესახებ მოხსენება, საერთაშორისო კონფერენციაზე, მისმა მოწაფემ, ობსერვატორიის თანამშრომელმა, ოთარ კვარაცხელიამ წარადგინა. როგორც მეცნიერებმა განმარტეს, ამ დროისათვის, მთვარის ერთ–ერთი კრატერი  მხოლოდ ერთი ქართველი მეცნიერის, მიხეილ ვაშაკიძის სახელს ატარებს.  
20:31 / 21.02.2016
მესხ მეფუტკრეებს სკები გადაეცათ
მესხ  მეფუტკრეებს სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში სკები გადაეცათ. სასოფლო–სამეურნეო კოოპერატივების წევრებმა დღეს სამი ტიპის: ფინური წარმოების პოლესტიროლის, დადანისა და რუტისა 10 ჩარჩოანი სკები თანადაფინანსებით მიიღეს. ფერმერთა ხელშეწყობის ინიციატივა  მეფუტკრეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის პროგრამით ხორციელდება. მის ფარგლებში  სამცხე–ჯავახეთის მასშტაბით 21–მა კოოპერატივმა 1800–მდე სკა  30%–ის ღირებულებით მიიღო. ამ ეტაპზე, ფერმერებს 120 ლარად შეფასებული სკები 36 ლარად გადაეცათ. სახელმწიფო პროგრამით სარგებლობა დაინტერესებულ მეფუტკრეებს კვლავ შეუძლიათ. ახალ ეტაპზე განაცხადების მიღება 28 თებერვალს დაიწყება და 15 მარტის ჩათვლით გაგრძელდება. სკებთან ერთად კოოპერატივებს  შესაძლერბლობა აქვთ განაცხადი თაფლის საწურ დანადგარებსა და  2 200 ლიტრის ტევადობის თაფლის შესანახ ავზებზე  გააკეთონ.
18:57 / 19.02.2016
ბიზნეს იდეების დაფინანსების შესახებ მეწარმეებმა ინფორმაცია მიიღეს
,,მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამის“  მეორე რაუნდში  ჩართვის მსურველთათვის, ახალციხეში შეხვედრა გაიმართა. დაინტერესებულ პირებს, რომლებსაც საკუთარი ბიზნეს იდეის განსახორციელებლად ფინსანსური მხარდაჭერა სჭირდებათ, პროგრამაში ჩართვის გზები, მეწარმეობის განვითარების სააგენტოს წარმომადგენლებმა გააცნეს. მათი  თქმით, პროგრამაში მონაწილეობის თვალსაზრისით, სამცხე–ჯავახეთი ერთ–ერთი აქტიური რეგიონია. ქვეყნის მასშტაბით, პირველ რაუნდში დაფინანსებული 1620 ბენეფიციარიდან 260 განაცხადი სამცხე–ჯავახეთსა და ქვემო ქართლიდან დაფიქსირდა. ორგანიზატორები მეწარმეთა აქტიურობას მეორე რაუნდშიც ელიან. პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად, მეწარმეებმა განაცხადი 15 თებერვლიდან 31 მარტის ჩათვლით უნდა გააკეთონ. ,,მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამა“, სახელმწიფო პროექტის – ,,აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში ხორციელდება. იგი სახელმწიფოს მხრიდან 5 000 დან 15 000 ლარამდე თანადაფინანსების გაცემას გულისხმობს.
16:56 / 19.02.2016
ახალციხეში ტყის კოდექსის ახალი კანონპროექტი განიხილეს
2017 წლის 1 იანვრიდან ტყიდან ფიჩხის გამოტანა აღარ აიკრძალება, აღდგება სატყეო მეურნეობები, ჩამოყალიბდება საკუთრების ახალი ფორმები, საძოვრებზე დაწესდება  გადასახადი – ამ და სხვა საკითხებზე ახალციხის სატყეო სააგენტოში იმსჯელეს, სადაც ტყის ახალი კოდექსის  საჯარო განხილვა მოეწყო. შეხვედრას ახალციხის, ასპინძისა და ადიგენის მუნიციპალიტეტების პირველი პირები და არასამთავრობო ორგანიზაციების წევრები დაესწრნენ. გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა, აუდიტორიას კანონპროექტის ძირითადი მიმართულებები გააცნო. სატყეო პოლიტიკის სამსახურის უფროსის თქმით, კანონპროექტის მიზანს ქვეყნის ტყეებსა და საძოვრებზე არსებული მძიმე მდგომარეობის გამოსწორება წარმოადგენს.  
21:03 / 18.02.2016
,,დიალოგი" - საქართველოს უსაფრთხოების პოლიტიკა დასავლეთთან ინტეგრაციის შემთხვევაში (სომხურენოვანი ტიტრებით)
რა შეიცვლება საქართველოსთვის, ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისა და ნატოსთან დაახლოების შემთხვევაში. საქართველო, ბოლო წლებია, რეგიონში სტაბილურობისა და უსაფრთხოების  პოლიტიკის გატარებას, დასავლეთთან ინტეგრაციის საშუალებით ცდილობს.
10:41 / 18.02.2016
მიხეილ გიორგაძე ბორჯომში, კულტურის სტრატეგიის დოკუმენტის პრეზენტაციას დაესწრება
მიხეილ გიორგაძე ბორჯომში, კულტურის სტრატეგიის დოკუმენტის პრეზენტაციას დაესწრება
კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი ბორჯომში კულტურის სტრატეგიის დოკუმენტის სამუშაო ვერსიის საჯარო პრეზენტაციას დაესწრება. შეხვედრა გამგეობის სხდომათა დარბაზში 18 თებერვალს 11:00 საათზე გაიმართება. პრეზენტაციას უწყების პირველ პირთან ერთად მინისტრის მოადგილე ლევან ხატიაშვილი, სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორი აკაკი მაჭუტაძე და ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგებელი დიმიტრი ყიფიანი გაუძღვებიან. შეხვედრას რეგიონის სხვადასხვა სახელოვნებო დაწესებულების, არასამთავრობო ორგანიზაციების, შემოქმედებითი სექტორისა და საინიციატივო ჯგუფების წარმომადგენლები დაესწრებიან. კულტურის სტრატეგიის დოკუმენტის სამუშაო ვერსია საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიერ შემუშავდა. დოკუმენტის დამტკიცებამდე, მისი სრულყოფის მიზნით, სამინისტრო სამუშაო ვერსიის საჯარო პრეზენტაციებს თბილისსა და რეგიონებში მართავს. კულტურის სტრატეგიის მიზანი, საქართველოში კულტურისა და შემოქმედებითი სექტორის განვითარების გრძელვადიანი ხედვის განსაზღვრაა, რომელიც წარმოაჩენს როგორც კულტურის თანდაყოლილ ღირებულებას, ასევე, მის მნიშვნელობას ეროვნული იდენტობისა და სოციალური ერთობის განმტკიცებასა და ქვეყნის მდგრად განვითარებაში.
18:38 / 17.02.2016
ახალციხის საბავშვო ბაღებში სასმელი წყალი შემოწმდა
ახალციხის საბავშვო ბაღებში სასმელი წყალი შემოწმდა
ახალციხისც #1, #4 და #6 საბავშვო ბაღების აღსაზრდელთა მშობლებმა, სასმელი წყლის შემოწმების მოთხოვნით, ახალციხის მომხმარებელთა დახმარების ცენტრს მიმართეს. მიმდინარე წლის 9 თებერვალს ახალციხის მომხმარებელთა დახმარების ცენტრის თანამშრომლებმა წყლის ნიმუშები სამივე ბაღში აიღეს და მიკრობიოლოგიური და ქიმიური პარამეტრების შესამოწმებლად ლაბორატორიაში ჩააბარეს. ცენტრის ინფორმაციით, ლაბორატორიიდან მიღებული შედეგების მიხედვით, ყველა ნიმუშის პარამეტრები ნორმებს შეესაბამება. შედეგების შესახებ ეცნობა ბაღების აღსაზრდელთა მშობლებს.
14:39 / 17.02.2016
სხვა სტატიები
სხვა სიახლეები
ამინდი
ახალციხე 7 °C
img
ახალქალაქი 6 °C
img
ასპინძა 10 °C
img
ადიგენი 18 °C
img
ბორჯომი 13 °C
img
თბილისი 15 °C
img
აბასთუმანი 8 °C
img
ბაკურიანი 8 °C
img
ნინოწმინდა 6 °C
img
ვალუტა
AMD
AMD
1000
6.7924
EUR
EUR
1
2.8532
RUB
RUB
100
2.8408
TRY
TRY
1
0.0822
USD
USD
1
2.6728
კალენდარი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.

https://kareasbetbedavabonus.comhttps://dizimat.prohttps://gobahisguncelgiris.comhttps://kareasbetsikayet.comhttps://mainealpacafarms.comhttps://siyahbayrakaynaamir.comboomcrystaltoys.comizmir escortizmir escortistanbul escortistanbul escortdeneme bonusu veren sitelerbetparkbetistmarsbahishttps://tarifebilir.comhttps://1kareasbetcasino.comhttps://aspercasinogirisi.orghttps://betbossgirisadresi.comhttps://diziworld.prohttps://forumbahis2.prohttps://guncelcasinositeleri.comhttps://guvenilirpokersiteleri.orghttps://kareasbetuyelik.comBetturkeyMatadorbetbetforward-shart.com1xbet-1xir.comdeneme bonusu veren sitelerdeneme bonusu veren sitelercasibomDeneme BonusuBets10 Girişporn moviecasibomcasibomEntrümpelung firmacasibommedyamuhabiri.com hacklink al duşakabin fiyatları fethiye escort bayan escort - vip elit escort dizi film izle erotik film izle duşakabin hack forum casibom marsbahis marsbahisgirtr marsbahis matadorbet casibom casibom girişcasibomyouwincasibombettiltbahsegelbetorspinbayspin girişbaywin girişcasibom girişsafirbettümbetpusulabetbetkanyontürk ifşalargrandbettingkalebet7slotsdinamobetcasibomparibahistümbetjojobetbetinedinamobetkavbetBettiltsüperbahis girişhttps://www.elektronikesigaram.com/iqos-ilumaiqosiqos1xbetbetparksuperbetinvozol 12000timeisworth.comCasibom GirişvbetSahabetaviatorbetebet girişvegasslot girişcasibomcasibomhttps://www.iaimu.ac.id/wp-content/js/marsbahisbetkanyonimajbetdinamobetmatbetjojobetkralbetholiganbet girişsekabetonwinbetebetsahabetmatadorbetgrandpashabetnakitbahiscratosslotpiabellacasinomeritkingbahsegeldumanbetdumanbetmarsbahisparibahisdinamobetcasibommatadorbetjojobetgalabetnakitbahismeritkingimajbetjojobetjojobetmatbetdinamobetcasibommobiljojobetimajbetgalabetmatbetonwinpiabellacasinoholiganbetcasibombakırköy escorttrend topic satın almavibetcasibomBetofficePusulabetvbetFestwin Girişmostbetbetmoongalabethiltonbetparibahisbetturkeybetnanomavibetgoldenbahispremikssigara shopbetkanyon girişbahsegeltümbetbetwoonvevobahisbetparksuperbetinvbetvbetgoldenbahisbetturkeybetturkeybetcupbetcupcasibom giriş twitterbahigobahigobetnanoasyabahismavibetjojobetlunabetcasibomjojobethttps://twitter.com/cratossroyalbetgrandpashamobilbahis