,,არა ძალადობას! არა ფემიციდს!“, ,,ნამდვილი მამაკაცი ქალზე არ
ძალადობს“, ,,დავიცვათ სუსტი სქესი“, ,, ნუ დაჩაგრავ ქალს“,
,,ნულოვანი ტოლერანტობა მოძლადეს“– მსგავსი ტრანსფარანტებით
დღეს ახალციხის ცენტრალურ პარკში მდუმარე აქცია გაიმართა. მის მიზანს,
ქალთა მიმართ გახშირებული ძლადობისა და ბოლო პერიოდში გაზრდილი
ფემიციდის შემთხვევების დაგმობა წარმოადგენდა. აქციას ორგანიზება
ახალციხის დემოკრატიულ ცენტრთან არსებულმა, საინიციატივო კლუბმა
,,მესხ ქალთა გაერთიანებამ“ გაუწია.